საკითხავისასარგებლოსურათები

ოლმეკების ცივილიზაცია: გიგანტური თავები

2408723a83e0

1862 წელს მექსიკაში, ტაბასკოს შტატში ნავთობის აღმოჩენის მიზნით გათხრებს ატარებდნენ, როცა სრულიად შემთხვევით, საოცარი აღმოჩენის მოწმენი გახდნენ. რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ქვის გიგანტური თავები იყო, რომლებიც გამოსახულების მიხედვით, ნეგროიდს ჩამოგავდა. არქეოლოგებმა ის ვერცერთ ცივილიზაციას ვერ მიაკუთვნეს. 

წლების შემდეგ, 1942 წელს არქეოლოგი მეთიუ სტირლინგი დაინტერესდა ამ აღმოჩენით და ქალაქ ლა ვენტას მიდამოებში გათხრების ჩატარება დაიწყო. მალე გიგანტურ თავებს ახალი, ასევე უცნობი წარმოშობის ნივთები და ნაკეთობები შეემატა და კვლევის შედეგებმა მსოფლიო გააოცა: სახეზე იყო აქამდე უცნობი ცივილიზაციის ნაშთები. ცივილიზაცია, რომელიც წინ უსწრებდა მაიას, ინკებსა და აცტეკებს !

5ec22ae2b480

27deb17be264

7c7508037fe2

0fac6e99fe8d

d86e65fe57d9

1c853ef8b2d4

be0806d99925

e43a7d55e4e1

ამჟამად ოლმეკებს მექსიკის “დედა-კულტურას” უწოდებენ და მიჩნეული არიან პირველ მესოამერიკულ ცივილიზაციად. მათი საცხოვრებელი არეალი მოიცავდა სამხრეთ-ცენტრალური მექსიკის ტროპიკულ დაბლობს, თანამედროვე ვერაკრუსისა და ტაბასკოს შტატების ტერიტორიას. სიტყვა “ოლმეკი” ‘რეზინის ხალხს’ ნიშნავს აცტეკების ენაზე და მე-15-16 საუკუნეებში მცხოვრებ ხალხს ეწოდებოდა, რომლებიც შეცდომით მათ შთამომავლებად ჩათვალეს. შემდგომში მკვლევარები მიხვდნენ რომ შეცდომა დაუშვეს, თუმცა ეს სახელი ისევ დატოვეს.

ოლმეკების ცივილიზაცია საკმაოდ განვითარებული და დახვეწილი იყო იმ დროისთვის. ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა, რომ ოლმეკები ატარებდნენ სისხლის გამოშვების რიტუალს და თამაშობდნენ ბურთით. აღსანიშნავია, რომ მესოამერიკული ბურთით თამაში საკმაოდ რთული იყო. გარდა კარგი ფიზიკური მომზადებისა, სხარტ გონებასაც მოითხოვდა. ვისაც აქვს ნანახი “გზა ელდორადოსკენ”, იქ არის ნაჩვენები ეს თამაში. ბურუსითაა მოცული ის საკითხი, თუ რამ გამოიწვია მათი დაცემა და გაუჩინარება. ვარაუდობენ, რომ ეს გარემო პირობების შეცვლის გამო მოხდა.

მივუბრუნდეთ ისევ ქანდაკებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ოლმეკების ჩანაწერებში არსად ფიქსირდება მათი დანიშნულება, კოლოსალური ზომის თავები დღემდე დავის საგანი არიან. ამჟამად აღმოჩენილია 17 ცალი და მათგან არცერთი არ გავს დანარჩენებს.

17-დან 10 აღმოაჩინეს სან-ლორენცოში, 4 ლა-ვენტაში, 2 ტრეს ზაპოტეში და 1 კობატას რანჩოში. უფრო დაწვრილებით ქვემოთ იხილეთ:

66eff4ba067c

e87d5bc19af2

c7c5e0755d4d

0362ce9edeee

76e62f99b99c

2927520797fb

92dd4e157376

83a330e7c81a

3193a7f53252

080bdb1a8436

c7509859fb98

28840df84d3c

f17e47ee7aa5

7629d4e486ca

12f10f9d357d

1a5bc17563ef

თუმცა მათზე მეტად მნიშვნელოვანია ეს ფიგურა:

0c66e6240c2a

გარდა იმისა, რომ ის ყველა დანარჩენზე დიდია, მას თვალები აქვს დახუჭული და სპეციფიკური, თითქოს მოღრეცილი პირი აქვს. ცხვირი მიბრტყელებულია და ამის ფონზე გვერდითა ხედიდან ნესტოები პატარა ჩანს. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს ქანდაკება გარდაცვლილ ადამიანს გამოსახავს.

ამჟამად თითოეული ქანდაკება მექსიკის სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებშია დაცული და მათი ნახვა ნებისმიერს შეუძლია.

***
***

მიჩნეულია რომ ეს თავები ოლმეკთა გამორჩეული მმართველების მიხედვითაა შექმნილი. გაუგებარია, რისთვის იყენებდნენ ამ კოლოსალურ ხელოვნების ნიმუშებს – მხოლოდ იმიტომ რომ მმართველთა სახელი საუკუნეებს შერჩენოდა? რისთვის ათრევდნენ უზარმაზარ, ათეულობით ტონა სიმძიმის ლოდებს კილომეტრების მანძილზე და მერე ამუშავებდნენ? ან როგორ გადაჰქონდათ ლოდები, ხმელეთით თუ წყლით?

როგორც BBC ამბობს, არქეოლოგიური აღმოჩენები ამაზე პასუხს არ იძლევა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მდინარით გადაჰქონდათ. ლოგიკურია, ამისთვის გრძელ და ფართო ტივს იყენებდნენ. ეს ყველაზე მოსახერხებელი საშუალება იყო მაშინ. თუკი აირჩევდი შესაბამის პერიოდს, შესაბამის ადგილს და დინებას, შეუძლებელი აღარ იქნებოდა ასეთი რამ.

იმისთვის რომ ტივი ჰერმეტული ყოფილიყო, ადნობდნენ რეზინას [3500 წლის წინ] და ძირზე უსვამდნენ. ხოლო ხმელეთზე კი ასეთი სისტემით გადაჰქონდათ:

4519aeea5dff

c12eb8c3db21

16ce7ff05484

თუმცა ადვილი რა თქმა უნდა არ იყო. თითოეულს ათობით ათლეტი მამაკაცი დასჭირდებოდა. ამასთან, პროცესი ნელი და დამღლელი იქნებოდა.

გადატანის შემდეგ წამოიჭრება ახალი საკითხი:როგორ ამუშავებდნენ გიგანტურ ბლოკებს? მესოამერიკელებს ხელთ მხოლოდ ქვის იარაღები ჰქონდათ. რამდენად შესაძლებელია კერკეტი ქვა ასე დაამუშავო და შექმნა სიმეტრიული გამოსახულებები მეტალის იარაღის გარეშე? თუ ისინი იყენებდნენ მხოლოდ ქვის იარაღებს, მაშინ ყოველდღიური მუშაობის შემთხვევაში წლები დასჭირდებოდათ ასეთი გამოსახულების გასაკეთებლად.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელებთან შედარებით, ოლმეკები უფრო კარგად იცნობდნენ ადამიანის ანატომიას – მათი შემქნილი გამოსახულებები ეგვიპტელთა ხელოვნების ნიმუშებთან შედარებით გაცილებით ახლოს დგას რეალურთან.

76f7e60b6e20

e535b897571b

3940eb2a3a93

330ab3e186d8

21b95fc960df

ad2f3c016949

4ee70c4c8c8c

99df96897573

ccb69171398e

b3a300a5d49e

125d66618a17

3ac944375557

80e5d73826b0

1774c59296cc

9b189055f634

728df9898aff

629a7875b7a0

611e1e2afce6

aafc932f4ddf

a1313a80c3a4

c807b5c4e464

b15a042cfb3c

3fccdfae4f97

90222bec1adc

2ac2c5926abe

588417877328

9f4a7525d38e

bdba40f9c284

afa0bf8ba02e

როგორც ჩანს, ოლმეკებს ეგვიპტელებისა და Edward Leedskalnin-ის მსგავსად, ჰქონდათ ის ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, თანამედროვე ადამიანისთვის კი დიდ საფიქრალს წარმოადგენს :(

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close