კულტურა

მართვის მოწმობის აღებას არასრულწლოვანებიც შეძლებენ!

2d2528303da4
მართვის მოწმობის აღებას არასრულწლოვანებიც შეძლებენ! ოღონდ, მხოლოდ მშობლის თანხმობით! როგორც 28 აპრილს, მთავრობის სხდომაზე, შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, მართვის მოწმობა არასრულწლოვანებზე მხოლოდ მშობლის ნებართვით გაიცემა. ასევე დაწესდება გარკვეული შეზღუდვები. მათ შორის, მართვის მოწმობის მფლობელი არასრულწლოვანი პირი არ უნდა იყოს მგზავრთა გადამყვანი.

18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ მართვის მოწმობის მფლობელი ვალდებული იქნება გამოცვალოს მართვის მოწმობა, რადგან, როგორც ვანო მერაბიშვილმა განმარტა, მხოლოდ 18 წლის ასაკში მიღებული მართვის მოწმობაა საერთაშორისოდ აღიარებული.

საგზაო წესების გარკვეული დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, არასრულწლოვანს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.

წყარო: carblog.ge

G.G.L.

http://www.facebook.com/gogolidze

მსგავსი ამბები

Back to top button