კულტურა

Facebook-ს ახალი ფუნქცია “Send” ექნება

efc1933efdd8

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა თავის მომხმარებლებს ახალი ფუნქცია წარუდგინა, რომელიც მათ მეგობრებთან სასურველი ინფორმაციის უფრო ინდივიდუალურად გაზიარების საშუალებას მისცემს.
ახალი ფუნქციის სახელწოდებაა Send (“გაგზავნა”), წერს გაზეთი The Huffington Post.

ახალი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც მეგობრებთან საკონტაქტოდ ჯგუფებს თავად ქმნის, ან ასეთი ჯგუფის წევრია.

ფუნქცია Like-ისგან განსხვავებით, რომელიც გამოყენების შემთხვევაში ყველა დამეგობრებული მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი, Send მეგობართა უფრო ვიწრო წრისთვის არის განსაზღვრული.

შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ მომხმარებელს იმ მეგობრების არჩევას სთავაზობენ, რომლებთანაც მას სასურველი ინფორმაციის გაზიარება სურს.

არჩეული ინფორმაცია, თქვენივე კომენტარით, მეგობრებს ისე შეგიძლიათ გაუგზავნოთ, რომ მეგობარი არ გადავა იმ საიტზე, სადაც ეს ინფორმაციაა განთავსებული.

კომპანიის ჩანაფიქრით, ქსელის ახალი ფუნქცია მომხმარებლებისთვის e-Mail-ს ჩაანაცვლებს.

წყარო: ambebi.ge

Ggl Guri Gogolidze | შექმენი შენი ემბლემა
100000378589388.1395.1556816473

G.G.L.

http://www.facebook.com/gogolidze

მსგავსი ამბები

Back to top button