გართობა

Martini – ისტორია და სახეობანი

1cd45ebd55da
მარტინი (იტ. Martini) – იტალიაში წარმოებული ვერმუტის მარკაა, იგი ტურინში არსებული ღვინის საწარმო Martini&Rossi ს სახელს ატარებს. მისი ძირითადი კონკურენტი გახლავთ “ჩინზანო” (იტ. Cinzano) . Martini & Rossi ს ქარხანა აგრეთვე აწარმოებს ცნობილ სასმელს “კინამარტინი” (იტ. Chinamartini).

MARTINI ს ტიპები

9037ff8850ef

Rosso (წითელი) (1863 წლიდან) – მარტინის ყველაზე პირველი ვერმუტი და ერთადერთი მეცხრამეტე საუკუნემდე.
გააჩნია ტკბილი და ოდნავ მომწრო გემო. გამოიყენება ყინულთან, ლიმონთან ან წვენთან ერთად. ტრადიციული კარამელი აძლევს მას მუქ-ქარვის ფერს.

1af026306cd1

Bianco (თეთრი) (1910 წლიდან) – ღია-ჩალის ფერი, გააჩნია რბილი არომატი და დაკრავს ვანილის და სანელებლების გემო. იგი ნაკლებათ ცხარეა ვიდრე როსსო. გამოიყენება ყინულთან ან ლიმონთან ერთად. აგრეთვე შესაძლებელია მისი დალევა ტონიკთან ან ლიმონათთან ერთად.

9fc4ab939d95

Rosato ( ვარდისფერი) (1980 წლიდან) – ერთადერთი ვერმუტი, რომლის წარმოებაშიც გამოიყენება წითელი და თეთრი ღვინოები. ერთგვარი მატონიზირებელი სასმელი სასიამოვნო ვარდისფერი ფერით. გააჩნია ნაზი და საოცრად მდგრადი ბუკეტი. დაჰკრავს დარიჩინის და მიხაკის გემო. ნაკლებად მწარე ვიდრე როსსო.

3d02211c206e

D’Oro (1998 წლიდან) – ვერმუტი რომელიც გათვლილია დანიელებზე,გერმანელებზე და შვეიცარიელებზე. მათ მოსწონთ თეთრი ღვინის გემო ხილის ელფერით. სადაც ციტრუსების არომატს თან ერთვის ვანილის, თაფლის და კორეანდრის ნაზი და რბილი გემო.

8917f7fe5b32

Fiero – (1998 წლიდან) – გააჩნია გაჯერებული არომატი, რომელსაც თან ერთვის ციტრუსების გემო სადაც დომინირებს წითელი ფორთოხლის არომატი.

e198fdc01644

Extra Dry (1900 წლიდან) – ჩალის ფერის ვერმუტი რომელსაც გააჩნია უფრო გამოკვეთილი არომატი ვიდრე როსსოს სადაც იგრძნობა მალინისა და ლიმნის გემო. გააჩნია მართლაც რომ უნიკალური გემო. მასში ცოტაა შაქარი (2,8% ჩვეული 16% ის მაგივრად) და მეტია ალკოჰოლის შემცველობა (18% ჩვეული 16% ის მაგივრად) მიირთმევენ სუფთა და გაციებულ მდგომარეობაში. გამოიყენება უამრავ კოქტეილში.

4a11595f323e

Bitter – მიეკუთვნება ბიტტერების კატეგორიას – სადაც ბაზისს წარმოადგენს სპირტი და არა ღვინო როგორც სხვა ვერმუტებში. გააჩნია გაჯერებული არომატი, ლალის ფერი. თავისი გასაოცარი გემო ოცდაათზე მეტი ჯიშის ბალახის,ყვავილის და ხილის ნაზავის დამსახურებაა რომლის კომპოზიცია და დოზირება დღევანდლამდე საიდუმლოდ ინახება. გამოიყენება სუფთა სახით ყინულთან ან წვენთან ერთად.

d127e9648c5c

Rose – 2009 წელს მარტინიმ წარმოადგინა ახალი პროდუქტი – ვარდისფერი ნახევრად მშრალი შუშხუნა ღვინო “Martini Rose”. არსებული ვარდისფერი შუშხუნა ღვინოებიდან მხოლოდ ეს სასმელი არის ნახევრად მშრალი რაც ქმნის მის გემოს რბილს და მსუბუქს. განუმეორებელი გემო მიიღწევა წითელი და თეთრი ჯიშის ყურძნის შერევით, რომლებიც იზრდება ვენეტოსა და პიემონტის პროვინციებში.

წყარო: Alldrinks.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button