ის ყოფილი მოდელია და მიუხედავად კარგი გარეგნობისა, ბავშვობიდანვე პლასტიკური ოპერაციებისკენ მიილტვოდა. ეს იმითაც დასტურდება, რომ პირველად ქირურგის დანის ქვეშ 15 წლის ასაკში აღმოჩნდა, მას შემდეგ მიდის და მიდის ოპერაციები ჩვეული რიხით :) და აგერ უკვე ასჯერ მაინც მოახერხა გარეგნობაში კორექციის შეტანა. გაიცანით ალიშა დუვალი, 30 წლის ქალბატონი, რომელსაც 13 წლის ქალიშვილი ჰყავს.
ალიშას სათვალავიც აერია უკვე თავისი ოპერაციების და ამას ღიად აცხადებს კიდეც, თან უმატებს, რომ მან თითქოს შეგრძნებებიც დაკარგა და აღარაფრის შეგრძნობა აღარ შეუძლია კისრის ქვემოდან, რადგანაც ყველგან ოპერაციებითაა ,,შეპაჩანიკებული”.
,,მე ცვლილებების მაძიებელი ვარ, ყოველ ორ კვირაში მორიგ ექიმს ვაკითხავ. ხშირად კი ვსეირნობ, ისე რომ არც ვფიქრობ რა მინდა, მხოლოდ ვკითხულობ, როგორ ფიქრობ ახლა რა არის არასწორად? ან რას ფიქრობ ჩემს თვალებზე? სხვანაირად ხომ არ აჯობებს რამე? დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩემი თავით კმაყოფილი გავიღვიძებ”.
,,მე 15 მკერდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, შევიცვალე თვალები, ცხვირი, გადავიჭიმე სახე. ჩემი ფილოსოფიაა, თუ შეცვლა შესაძლებელია, უნდა შეიცვალოს კიდეც. უკვე ისეთ საფეხურზე ავედი, რომ ბრიტანეთში ექიმები უარს მეუბნებიან მკურნალობაზე, ასე რომ იძულებული ვარ ოპერაციებისთვის ამერიკაში გადავფრინდე და თან ჩემს სამედიცინო წარსულზე მოვიტყუო კიდეც.”
პირველად მკერდის ოპერაცია 17 წლისამ გაიკეთა მოდელის წარმატებული კარიერის ასაწყობად.
2010 წელს ამერიკიდან დაბრუნებული სახედამშვენებული ალიშა პაპარაცებმა გამოიჭირეს პარკში. ის იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ მაშინვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრესაში. როგორც ჩანს ქირურგის დანამ მთელ მის სახეს კიდევ ერთხელ გადაუარა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალმა ფეხების შელამაზებაც გადაწყვიტა, კერძოდ კი ფეხის თითების. მეორე თითის ძვლის რაღაც ნაწილი უკვე აღარ აქვს, და თავს ბედნიერად გრძნობს. როგორც ის აცხადებს, მეორე თითი ცერაზე დიდი ჰქონდა, რაც საშინლად ჩანდა, ოპერაციამ კი ყველაფერი მწყობრში ჩააყენა.
საქმე ისაა, რომ ალიშა თავისი გატაცებით შვილსაც გადაწვდა. მისი 13 წლის გოგონა ჯორჯია კარგად სწავლობს, უნდა რაიმე პროფესიას დაეუფლოს, მაგრამ დედამისს სულ სხვა მიზნები აქვს, მას სურს ერთადერთი შვილი მოდელი გახდეს და მიბაძოს დედას. რაც მთავარია ამ პროფესიაში ფეხის შესადგმელად მკერდის ოპერაციის დაწყებით ურჩევს. მაგრამ გოგონა უარზეა..
ალიშა: ,,ის ჩემი მუცლიდან იშვა, როგორ შეიძლება ასეთი განსხვავებული იყოს?”
როგორ ცხოვრობს დედა-შვილი ამ დოკუმენტურ ფილმში ნახავთ.
…………………………………………………………………………………………………………………..