არქივი

ადამიანთა ჩაქოლვა, დანაშაული თუ სამართლიანი სასჯელი! (16+)

74714901ba38

პოსტი შეიცავს სისასტიკის შემცველ სურათებს და ვიდეოებს, ამიტომ პატარები მოერიდეთ (მაინც არავინ მომისმენს)

ადამიანთა ჩაქოლვა არის დასჯის ის სამწუხარო სახე, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელმა საზოგადოებამაც ვერ აღმოფხვრა. ამ დროს ადამიანთა ბრბო დამნაშავეს მანამდე ესვრის ქვებს , სანამ იგი არ დაიღუპება. ეს სახეობა არის საკმაოდ ნელი სიკვდილის მეთოდი, რომელიც ,,მსხვერპლის“ ტანჯვას ახანგრძლივებს.

1301b9de43d0

4a0dfb45e613

დღევანდელობაში ჩაქოლვით დასჯა ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებშია შემორჩენილი, მაგალითად, კამერუნში, სომალიში, ავღანეთში. ირანში კი ჩაქოლვა ,,შარიათის წესის“ სახელითაა ცნობილი. ჩაქოლვით ისჯება ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა: ნეკროფილია, ჰომოსექსუალიზმი, სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებამდე, რელიგიის შეცვლა, სქესობრივი ურთიერთობა საკუთარ მშობელთან, ჯადოქრობა და ასე შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ჩაქოლვის დროს ბრბომ, რომელიც ქვებს ესვრის დამნაშავეს, არ იცის ვის იმეტებს სასიკვდილოდ, რადგან მსხვერპლს აცვია სპეციალური სამოსი, რომელიც უფარავს სახეს, ან გადაფარებული აქვს მოსასხამი.

798c7d325248

თუმცა ზოგჯერ გამიზნულად ხდება მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნება, მისი ოჯახის წევრსაც კი ავალდებულებენ საბოლოოდ მან ესროლოს ქვა ან ცეცხლსასროლი იარაღი. წამებისას გამოყენებული ქვები სპეციალურად აირჩევა, რათა ტანჯვა მიაყენოს დასასჯელს. ისლამურ კანონში პირდაპირ წერია: ,,დასასჯელი ქვა არ უნდა იყოს ძალიან დიდი, რათა რამდენიმე მათგანმა არ გამოიწვიოს სიკვდილი, ასევე იგი არ უნდა იყოს ძალიან პატარა, ისეთი რომ ქვად არ იწოდებოდეს და ვერ მიაყენოს ზიანი დამნაშავეს“. სიკვდილს უმეტესად იწვევს თავის ტვინის დაზიანება ქვისაგან, თუმცა ზოგჯერ დასასჯელის მოკვლა იარაღითაც ხდება, რა თქმა უნდა დასჯის შემდეგ.

65eeb625cc63

ახლა კი ვისაუბროთ ადამიანებზე, რომელთაც ჩაქოლა მიუსაჯეს.

უცნობი აფრიკელი ქალბატონი.

b8c4e925840d
მისი ვინაობა უცნობია, რადგან იგი ოფიციალურად არ გაუსამართლებიათ, უბრალოდ მოკლეს. ასევე უცნობია მისი ჩაქოლვის მიზეზიც, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას ქმრის ღალატი არ აპატიეს.

2534b19331b0

f7fb41aac100

540736adce37

დუ ქალილ ასვადი (Du’a Khalil Aswad)

52b99aef35c9

იეზიდი გოგონა, რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო. იგი იმის გამო დასაჯეს სიკვდილით, რომ შეუყვარდა სხვა რელიგიის ბიჭი და აპირებდა მის რელიგიაზე გადასვლას. ბიჭი სუნიტი მუსლიმანი იყო. მკვლელობის შემდეგ გოგონას გვამი დაწვეს და ძაღლთან ერთად დამარხეს, რათა მისი დანაშაული უკეთ წარმოეჩინათ. (მიზანი ვერ გავიგე).

b3729d29e0de

b477790d3376

4ca1722ae906

30d3dbd87f03

4ae3027c5f2e

ავღანელი წყვილი.

ისინი იმიტომ დასაჯეს, რომ ქორწინებამდე ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა. წყვილი გაქცევას აპირებდა, მაგრამ თალიბებმა დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს, შემთხვევა 2010 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა დასჯის ამსახველი ვიდეოკადრები მხოლოდ ახლახანს გაავრცელეს თავად დამსჯელებმა.

1720cc00fef7

ca44adaca889

მაკა საგაიპოვა.
451650a225ea

ქართველთათვის ალბათ ყველაზე უფრო ცნობილი ჩაქოლვის ფაქტი. ჩეჩენი მომღერალი და მოცეკვავე მის ჩეჩნეთი მაკა საგაიპოვა თავისმა ხალხმა დასაჯა სიკვდილით, საკმაოდ ლამაზი გოგონა იმიტომ გაიმეტეს, რომ მას სხვა ეროვნების და რელიგიის ბიჭი შეუყვარდა. ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებობს მისი ჩაქოლვის ამსახველი ვიდეო, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ საგაიპოვა ცოცხალია. ამ ვიდეოში კი, ჩემი აზრით საცოდავი დუ ქალილ ასვადია.

cb606859c5df

c1c074c201a3

ამინა ლავალი.

29935f7cd595

ნიგერიელი ქალბატონი, რომელსაც ბრალად დასდეს ქმართან გაშორება და ბავშვის სხვისგან გაჩენა. იგი 2002 წლის 22 მარტს გაასამართლეს. პროცესზე, სადაც ის გაასამართლეს, მოსამართლეც კი არ ყოფილა. პიროვნებამ, რომელსაც ედებოდა ბრალად ლავალთან სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც ქალს გაუჩნდა შვილი, უარყო ბრალდება და ძიება მის მიმართ შეწყდა. 2002 წელს გამოტანილი განაჩენი 2004 წლამდე გადაიდო, რათა ქალბატონ ლავალს პირველ წლებში მოევლო ბავშვისთვის. ხოლო 2003 წელს ქალმა გაასაჩივრა განაჩენი და ადამიანის უფლებების დამცველთა დახმარებით გადარჩა სიკვდილით დასჯას.

bf89f9855e73

90aa70b4a024

კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა აქ არის კიდევ ორი ვიდეო, რომელიც ჩაქოლვის ფაქტს ასახავს. ვიდეოები ცუდი ხარისხისაა.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის. :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button