არქივი

საქართელოს ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი წელი (ქრონოლოგიურად)

b346bd0f8a6c
სად ვიყავით ? საიდან ვართ? ვისგან მოვდივართ ?.. დრო და დრო ავიწყდება ეს ყველფერი ქართველობას.. ილიას სიტყვებია : ” ერის დაღუპვა მაშინ იწყება , როცა თავის ისტორიას ივიწყებს”.
ძალიან დაეხმარება ეს პოსტი ყველას, განსაკუთრებით აბიტურიენტებს, ( ვინც ისტორიას აბარებს რათქმაუნდა ) …

პოსტის მთავარ სურათზე გამოსახული წლების უტყუარობაში მართალია ეჭვი მეპარება ( მაგალითად თამარში , ან ლაშა-გიორგიში), მაგრამ ქვემოთ ხსენებულში გარწმუნებთ არაფერია საეჭვო.

საქართველოს ისტორიის ძირითადი მოვლენები

30-28 მლნ. წ. წინ — გაჩნდა კავკასიის ყელი
2.5 მლნ. წ. წინ — წარმოიშვა ადამიანი
I მლნ. წ.-35 ათასი წლის წინ — ქვედა/ადრეული/პალეოლითი
35-12 ათასი წწ. — ზედა/გვიანდელი/პალეოლითი. გვაროვნული საზოგადოების ჩამოყალიბება.
12-8 ათასი წწ. — ზემოლითი/შუა ქვის ხანა/
8-6 ათასი წწ. — ნეოლითი/ახალი ქვის ხანა/
6-4 ათასი წწ. — ენეოლითი/სპილენძ-ქვის ხანა/
ძველი წელთაღრიცხვით (ქრისტეს შობამდე)

IV ათასწ. ბოლო. — III ათასწ. I ნახ. — ადრეული ბრინჯაოს ხანა
III ათასწ.2 ნახ. — II ათასწ. I ნახ. — შუა ბრინჯაოს ხანა
II ათასწ.2ნახ. — I ათასწ. დასაწყისი — გვიანი ბრინჯაოს ხანა
XII—VIII ს. ს. — დიაოხის ადრეკლასობრივი სახელმწიფო
XI—VIII ს. ს. — კოლხად ადრეკლასობრივი სახელმწიფო
VIII ს. ბოლო — კიმერიელთა ლაშქრობა ამიერკავკასიაში
VIII ს. მიწურული — სკვითების ლაშქრობა ამიერკავკასიაში
VIII ს. — დაარსდა ქ. რომი (752 წ.)
590 — ურარტუს დაცემა
509 — მეფობის გაუქმება რომში
356—323 — ალექსანდრე მაკედონელი
III ს. — აპოლონიოს როდოსელი, ბერძენი პოეტი
190 — რომაელებმა დაამარცხეს სელევკიდები
111-63 — მითრიდატე მე-6 პონტოელი /ევპატორი/
65 — პომპეუსის ლაშქრობა
64-ახ. წ.20 — ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი

ახალი წელთაღრიცხვით (ქრისტეს შობიდან)

63 — ზავი რომსა და პართიას შორის/იმპერათორი ნერონი 54-68/
69 — ანიკეტის აჯანყება/იმპერატორი ვერპასიაანე 69-79/
128 — ფარსმან II რომის იმპერატორმა ადრიანემ/117-138/მიიწვია
138—139 — ფარსმან II-ს სტუმრობა რომში/იმპერატორი ანტონინე პიუსი — „ღვთისმოსავი“/138-141/
325 — ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება
337 — ქართლის მეფე მირიან III ქრისტიანობას აცხადებს სახელმწიფო რელიგიად
IV ს. ბოლო — თბილისში ჯდებს სასანიანთა ირანის მოხელე მარზპანი
428 — რანელები აუქმებენ მეფობას სომხეთში
451 — ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება — იკრძალება მონოფიზიტობა
459—484 — ირანის შაჰი პეროზი
483—484 — ქართველ-სომეხთა აჯანყება ირანის წინააღმდეგ
479—493 — ბოლნისის სიონის მშენებლობა
488—531 — ირანის შაჰი კავადი
523 — გურგენის აჯანყება ქართლში ირანის წინააღმდეგ/იმპ. იუსტინე 518—527/
532 — „საუკუნო ზავი“ ბიზანტია-ირანს შორის
535 — მეფობის გაუქმება ქართლში
542—562 — „დიდი ომიანობა“ ეგრისში
550 — ბიზანტიელები ამარცხებენ აბაზგებს
554 — მეფე გუბაზის მკვლელობა მდინარე ხობისწყალთან
555 — ბიზანტიელთა მიერ მისიმიელთა დამარცხება
562 — ირანელთა განდევნა ეგრისიდან
VI ს.70-იანი წლები — აჯანყება ქართლში ირანის წინააღმდეგ
591 — ქართლის განთავისუფლება ირანელთა ბატონობისაგან
608 — საეკლესიო განხეთქილება ქართველ-სომეხთა შორის
610—641 — ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე
627 — ხაზარ-ბიზანტიელთა პირველი ლაშქრობა თბილისზე
628 — ხაზარ-ბიზანტიელთა მეორე ლაშქრომა, თბილისის დაცემა
630 — ისლამის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არაბეთში
632 — მუჰამედის გარდაცვალება (დ. 570 წ.)
642 — არაბთა გამოჩენა ამიერკავკასიაში
654 — არაბები ამარცხებენ ბიზანტიელებს სომხეთში
686 — ქართველები ნერსე I-ის მეთაურობით ამარცხებენ ქ. დვინთან არაბთა სარდალს ბარაბას
697 — ეგრისის მართველის სერგი ბარნუკის ძის აკანყება ბიზანტიელთა წინააღმდეგ არაბთა სასარგებლოდ
VIII ს.20-იანი წწ. — „დაცვის სიგელის“ პირობების აღდგენა
735—737 — მურვან იბნ-მუჰამედის /მურმან ყრუს/ ლაშქრობა საქართველოში
786 8 იანვარი — აბო თბილელის წამება
846—837 — აჯანყება ალბანეთში არაბთა წინააღმდეგ ბაბექის მეთაურობით
853 5 აგვისტო — ბუღა-თურქის მიერ თბილისის აოხრება და ამირა საჰაკის სიკვდილით დასჯა
853 26 აგვისტოს — სარდალ ზირაქის მიერ კოსტანტი-კახის და მისი ძის თარხუჯის დატყვევება
914 — აბულ-კასიმის ლაშქრობა
914 17 იანვარი მიქელ-გობრონის წამება
951—961 — ოშკის ტაძრის მშენებლობა
IX ს. — არაბი ისტორიკოსი ტაბარი
X ს. — არაბი გეოგრაფი და მოგზაური იბნ-ჰაუქალი
979 — ბარდა სკლიაროსის აჯანყება ბიზანტიაში
1010—1029 — სვეტიცხოვლის მშენებლობა
1014 — ერთიან საქართველოს გამოეყო ჰერეთ-კახეთი
1016 — გიორგი I იბრუნებს ტაოს
1023 — ზავი ბიზანტია-საქართველოს შორის
1030 — ბაგრატ IV-ს დედის მარიამის ბიზანტიას, ბაგრატს ცოლად რთავენ იმპერატორ რომანოზ III-ს ძმიშვილს ელენეს, რომელიც იმავე წელს გარდაიცვალა
1031 — ბაგრატ IV ცოლად ირთავს ოვსთა მეფის ასულს ბორენა

საქართველოს ხელისუფალნი

იბერია-ქართლის მეფეები
ეგრის-აფხაზეთის (ლაზიკის) მეფეები

II ს. შუა წლები — ბაკური
455—510 — გუბაზ I
510—530 — წათე I გუბაზის ძე
530—554 — გუბაზ II წათეს ძე
554-? — წათე II
755—800 — ლეონII, ლეონ I-ის ძმისწული
800—825 — თეოდოსი I, ლეონის ძე, აშოტ I-ის სიძე
825—861- დემეთრე II ლეონის ძე
861—868 — გიორგი I ლეონის ძე
864—880 — იოვანე შავლიანი
880—887 — ადარნესე იოვანეს ძე შავლიანი
887—893 — ბაგრატ დემეტრე II-ს ძე
893—922 — კონსტანტინე ბაგრატის ძე
922—957 — გიორგი II
957—967 — ლეონ III
967—975 — დემეტრე III
975—978 — თეოდოსიე II „უსინათლო“

ქართლის ერისმთავარნი

575—600 — გუარამ ბაგრატიონი
600—627 — სტეფანოზ I
628—639 — ადარნესე
639—663 — სტეფანოზ II ადარნესეს ძე
VII ს.80-90 -იანი წლები — ნერსე I
VIII ს.30-40-იანი წლები — სტეფანოზ III
VIII ს.40-იანი წლები — მირი, სტეპანოზის ძე
VIII ს.40-60-იანი წლები — არჩილი, სტეფანოზის ძე
VIII ს.60-იანი წლები — ჯუანშერ არჩილის ძე VIII ს
VIII ს.70-იანი წლები — ნერსე II
776—786 — სტეფანოზ IV
786—813 — აშოტ I დიდი

კახეთის ქორიკოზები (ქორეპისკოპოსები)

787—827 — გრიგოლი
827—839 — ვაჩე / დაჩე /
839—861 — სამოელ დონაური
861—881 — გაბრიელ დონაური
881—893 — ფალდა I არევმანელი
893—918 — კვირიკე I
918—929 — ფალანდა II კვირიკეს ძე
929—976 — კვირიკე II
976—1010 — დავითი
1010—1029 — კვირიკე III დავითის ძე
1029—1058 — გაგიკ
1058—1084 — აღსართან I გაგიკის ძე
1084—1102 — კვირიკე IV
1102—1103 — აღსართან II

ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფოს მეფეები

813—826 — აშოტ I დიდი კურაპალატი
826—876 — ბაგრატ I კურაპალატი, აშოტის შუათანა ძე
876—881 — დავით I, კურაპალატი, ბაგრატის ძე
881—891 — გურგენ I, კურაპალატი, აშოტის უფროსი ვაჟის — ადარნესეს ძე / კლარჯეთის შტო/
888—923 — ადარნესე II, ქარტველთა მეფე, კურაპალატი, დავით I-ის ძე
923—937 — დავით II, ქართველთა მეფე, მაგისტროსი, ადარნესეს ძე
937—945 — ბაგრატ II, მაგისტროსი, იგივე ბაგრათ I ქართველთა მეფე
937—994 — ბაგრატ III, იგივე ბაგრატ II „რეგვენი“,ქარტველთა მეფე,ადარნესე II-ს უმცროსი ვაჟის სუმბატის ძე
958—961 — ადარნესე III, კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის მეფე, ბაგრატის ძე
978—1101 — დავით III დიდი, კურაპალატი, ადარნესეს უმცროსი ძე
994—1008 — გურგენ მეფეთა-მეფე, ბაგრატ III-ს უმცროსი ძე

ერთიანი საქართველოს მეფეები

კახეთის მეფეები

ალექსანდრე I – 1476–1511 გიორგი II (ავგიორგი) – 1511–1513 ლევანი – 1520–1574 ალექსანდრე II – 1574–1605 დავით I – 1601–1602 თეიმურაზ I – 1606–1648 დავით ბატონიშვილი ერეკლე I ქართლის მეფე – 1703–1709 დავით II – 1703–1722 კონსტანტინე II – 1722–1733 თეიმურაზ II ქართლის მეფე – 1744–1762 ერეკლე II კახეთში – 1744–1762, ქართლ–კახ. – 1762–1798


ქართლის მეფეები

ქართლ-კახეთის მეფეები

1762—1798 — ერეკლე II, თეიმურაზ II-ს ძე
1798—1800 — გიორგი XII, ერეკლეს ძე
1800—1801 — დავითი, გამგებელი, გიორგი XII-ს ძე

იმერეთის მეფეები

სამცხის მეფეები
სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები

გარდ. 1323 — გიორგი ბედანის ძე
1323-? — მამია I დადიანი
1386—1396 — ვამეყ I გიორგის ძე
1397-? — მამია II ვამეყის ძე
?-1470 — ლიპარტ I ბედიანი
1470—1474 — შემადავლე
1474—1482 — ვამეყ II
1482—1512 — ლიპარიტ II
1512—1532 — მამია III
1532—1572 — მევან I
1572—1590 — მამია IV
1590—1610 — მანუჩარ I
1610—1657 — ლევან II დიდი
1657—1658 — ლიპარტ III
1658—1661 – ვამეყ III
1661—1680 — ლევან III
1680—1683 — კაცია ჩიქვანი, მმართველი
1683—1694 — ლევან IV
1694—1704 — გიორგი კაციას ძე, მმართველი
1704—1710 — კაცია I გიორგის ძე
1710—1715 — კაცია ჩიქვანი, მმართველი
1715—1758 — ბეჟან გიორგის ძე
1758—1788 — ოტია ბეჟანის ძე
1788—1804 — გრიგოლ კაციას ძე
1804—1840 — ლევან V კაციას ძე
1840—1853 — დავით ლევანის ძე
1853—1867 — ნიკო დავითის ძე


წმინდანად შერაცხული ბაგრატიონები

აშოტ დიდი კურაპალატი — ქართლის ერისმთავარი 786—813 წლებში.
ტაო-კლარქეთის მეფე 813—826 წლებში.
მოსახსენებელი დღე 2 თებერვალი (ახ. სტ.)
დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089—1125 წლებში.
მოსახსენებელი დღე 8 თებერვალი (ახ. სტ.)
თამარი — საქართველოს მეფე 1184—1213 წლებში.
მოსახსენებელი დღე 14 მაისი (ახ. სტ.)
დემეტრე II თავდადებული — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1270—1289 წლებში.
მოსახსენებელი დღე 25 მარტი (ახ. სტ.)
ლუარსაბ II — ქართლის მეფე 1606—1614 წლებში.
მოსახსენებელი დღე 4 ივლისი (ახ. სტ.)
ქეტევან წამებული — ბაგრატიონი, კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე,
თეიმურაზ I-ის დედა, ასული აშოთან მუხრან-ბატონისა.
მოსახსენებელი დღე 26 სექტემბერი (ახ. სტ.)

საქართველოს ეკლესიის მეთაურები

მთავარეპისკოპოსები

337—363 — იოანე I
363—375 — იაკობი
375—390 — იობი
390—400 — ელია
400—410 — სვიმონ I
410—425 — მოსე
425—429 — იონა
429—433 — იერემია
434 — გროგოლ I
434—436 — ბასილი I
436—448 — მობიდანი
448—452 — იოველ I
452—467 — მიქაელ I

კათალიკოს მთავარეპისკოპოსები
კათოლიკოს-პატრიარქები
ექზარქოსები
კათოლიკოს-პატრიარქები

1917—1918 — კირიონ III საძაგლიშვილი
1918—1921 — ლეონიდე ოქროპირიძე
1921—1927 — ამბროსი ხელაია
1928—1932 -ქრისტეფორე II ციცქიშვილი
1932—1952 — კალისტრარე ცინცაძე
1952—1960 — მელქისედეკ III ფხალაძე
1960—1972 — ეფრემ II სიდამონიძე
1972—1977 — დავით V დევდარიანი
1977 — ილია II ღუდუშაურ-შიოლაშვილი

ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება და რუსეთის მიერ მათი დაპყრობა

1801 — ქართლ-კახეთის სამეფო
1810 — იმერეთის სამეფო
1829 — გურიის სამთავრო
1829 — მესხეთი
1830 — რაჭა
1840 — სამურზაყანო
1859 — სვანეთის სამთავრო
1864 — აფხაზეთის სამთავრო
1867 — სამეგრელოს სამთავრო

საგლეხო რეფორმა

1861. 19. II. — რუსეთის იმპერია
1864. 13. X. — აღმოსავლეთ საქართველო
1865 — იმერეთი
1867 — სამეგრელო
1870 — აფხაზეთი
1871 — სვანეთი

და ბოლოს ჩვენი უსაყვარლესი რუსეთი..

რუსული მართველობა

მთავარმმართებლები

1802 — კნორინგი
1802—1806 — ციციანოვი
1806—1806 — გუდოვიჩი
1809—1811 — ტორმასოვი
1811—1812 — პაულუჩი
1812—1816 — რტიშჩევი
1827—1827 — ერმოლოვი
1827—1830 — პასკევიჩი
1830—1841 — როზენი

მეფისნაცვლები

1844—1854 — ვორონცოვი
854—1855 მურავიოვი
1855—1863 — ბარიატინსკი
1863—1881 — რომანოვი

მთავარმართებლები

1882—1890 — კორსუკოვ-დონდუკოვი
1891—1895 — შერემეტიევი
1896—1905 — გოლიცინი


მეფისნაცვლები

1905—1915 — ვორონცოვ-დაშკოვი
1915—1917 — ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი


რუსეთის მეფის იმპერატორები
რიურიკების დინასტია
რომანოვების დინასტია

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button