უკულტურობის ზეიმი (თინეიჯერებში)
გაგიკვირდებათ ეს სურათი რა შუაშიაო, მაგრამ დანარჩენის გასაგებათ გთხოვთ სრულიადში შეხვიდეთ
მაშინ როდესაც ქართველები წარსულის კულტურით ვამაყობთ, თანამედროვე “კულტურაში” როგორიცაა საზოგადოებაში მოქცევა და კერძოდ ისეთი ნივთების მიმართ მოპყრობა რომელიც საზოგადოების საკუთრებაა, ანუ თითოეული ჩვენგანისაა, ძალიან კი არ მოვიკოჭლებთ არამედ საერთოდ არ გააჩნია ქართველ ახალგაზრდობას .მზგავსი კულტურა, დიახაც მე კულტურას ვეძახი იმას, რომ არ უნდა დალეწო პარკში სკამი და უნდა მოუარო მას, არ უნდა დააგდო ნაგავი დაბლა რადგან სახლში დაბლა არ ყრი და რაც ყველაზე ამაზრზენია და ყოველდღე ვუყურებ არ უნდა დახიო, დააწერო, ამოწვა ავტობუსის სავარძლები.
თIნეიჯერების შემოქმედებაა ამ სავარძლებზე და მერე გაკვირვება თუ რატომ გვსაყვედურობს უფროსი თაობა, მგონი უადგილოა , კულტურა როგორიც გვაქვს (ვინც ასეთ რამეს ჩადის იმას ვგულისხმობ) ავტობუსში , ასეთივე ექნება სხვა საქმეშიც.
ნებისმიერს ვისაც ვხედავ ყველას ვსაყვედურობ იცით რატომ? არცერთი თქვენთაგანი არ დააწერინებს უცხოს სახლში სკამზე მსგავს უმსგავსობებს, ასეთივე შეგნება უნდ აგვქონდეს, რომ ის სავარძელი რომელიც ავტობუსშია შენია. ის სკამი სი ქუჩა შენ გეკუთვნის.
ვგონებ საინტერესო უნდა იყოს თქვენი აზრი ავტობუსში არსებულ ვაგხანალიაზე. ხანდახან მრცხვენია ისეთი რაღაცეები წერია და ხატია, ბოლო ბოლო ამის დამწერი ხო უდნა ხვდებოდეს იქნებ მისი და დაჯდა იმ სკამის წინ და ამას უნდა უყუროს.