გართობა

რას ვისურვებდი 2010-ში

08dd8c9c5505

ჩემი მოკრძალებული სურვილების სურვილების ჩამონათვალია 2010 წლისთვის, კომენტარებში თქვენი დაწერეთ

1.სოხუმსა და ცხინვალშიც გაეყალბებინოს არჩევნები ჩვენს ხელისუფლებას.

2. საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში ჰყავდეს კარგი მეკარე, ოთხი მცველი, ერთი საყრდენი და ორი განაპირა ნახევარმცველი, ორი გარემარბი და ერთიც ცენტრალური თავდამსხმელი.

3. “რუსთავი 2”, “იმედი” და “პირველი არხი” მაუწყებლობდეს მხოლოდ თბილისში (მე რუსთავიდან ვარ ) :D

4.ხალხს არ ეშინოდეს მოსამართლის, მოსამართლეს – პროკურორის, პროკურორს – “ნაციონალური მოძრაობის”, “ნაციონალურ მოძრაობას” – ვანოსი, ვანოს – მიშასი, მიშას – ამერიკისა და რუსეთის

5. არჩევნებში ერთხელ მაინც, მხოლოდ ცოცხლებმა მიიღონ მონაწილეობა.

6.თავისუფლების ინსტიტუტმა ოფისი აკურთხოს

7.ევროპულ ენებში სიტყვა “შეშფოთება” გამქრალიყოს.

8.ერთ დეპუტატს წელიწადში ერთი თავისი აზრი მაინც გამოეთქვას.

9.ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი ოპოზიციაში არ გადასულიყვნენ და ყოფილი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყვნენ.

10.პრეზიდენტის მიერ გახსნილ ქარხნებში ვინმეს მუშაობა დაეწყოს

11. პრეზიდენტს 24 ქარხანა გაეხსნას და არა ერთი ქარხანა გაეხსნას 24-ჯერ.

12. ჩემი მანქანისთვის დისკები მეყიდოს :D:D

13. ნანუკა ჟორჟOლიანის გადაცემის მაგივრად სვარკას ვუყუროთ. (თვალებს ტკებნს მაგრამ ნერვებს არ გიშლის) :D

14. www.ucnauri.com- ზე ადმინი გავმხდარიყავ

15.www.ucnauri.com-ი პირველი ქართული საიტი გამხდარიყოს

მსგავსი ამბები

Back to top button