არქივი

აჭარა

02a239b9eec7
აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა. ისტორიულ წყაროებში იგი მოხსენიებულია, როგორც „აჭარის ქვეყანა“, „აჭარის ხევი“ ან „აჭარის ხეობა“.
აჭარის ტერიტორია ძველთაგანვე ზემო ქართლში შედიოდა. მეფე ფარნავაზის დროს (ძვ.წ.აღ. 300-237 წწ.) სამცხესთან ერთად შეადგენდა მისი სამეფოს მეექვსე საერისთავოს ნაწილს. აჭარა სამცხესთან ერთად ქრისტეს რჯულზე მოაქცია წმიდა ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში.

VII საუკუნეში აჭარა ქართლის პროვინცია იყო. VIII საუკუნიდან ბაგრატიონთა სამფლობელოს „ქართველთა სამეფოს“ ნაწილია. 941 წლიდან აჭარის ნაწილი, კერძოდ, ქვემო აჭარა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) სამეფოში შედის.

XI საუკუნიდან აჭარა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაშია. ამ დროს ის სამხრეთ საქართველოს განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აჭარის მმათველები იყვნენ აბუსერუსძეები, რომლებიც დიდ ფეოდალურ გვარს მიეკუთვნებოდნენ. მათ ფრიად მნიშვნელოვანი კვალი დააჩნიეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი მწერლისა და ასტრონომის აბუსერიძე ტბელის (1190-1240) ღვაწლი.

XI საუკუნის 80-იან წლებში აჭარა სელჩუკებმა ერთიანად ააოხრეს, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს. XIII საუკუნიდან ის სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი საერისთავო ხდება. XV საუკუნეში გიორგი მერვესა და ათაბაგ ყვარყვარე მეორის ბრძოლის დროს, ათაბაგმა გააუქმა აჭარის საერისთავო და გურიის მთავარს გადასცა, რადგან იგი ამ ბრძოლაში ეხმარებოდა.

გვიან ფეოდალურ ხანაში აჭარა იყოფოდა ორ ძირითად ნაწილად: ზემო აჭარად, ანუ ზეგნად და ქვემო აჭარად. მისი ცენტრალური ნაწილი იყო შუახევი. თავის მხრივ, თითოეული ნაწილი დაყოფილი იყო ხევებად. სხვადასხვა დროს დაწინაურებული იყო ცენტრები: დიდაჭარა, ხულო, შუახევი, ქედა…

ae0ed5e7b2eb

XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს და იგი ახალციხის ვილაიეთს შეუერთეს. ოსმალთა ბატონობა აჭარაში ამჯერად დიდხანს არ გაგრძელებულა. 1582 წელს აჭარა თურქთა წინააღმდეგ აჯანყებულ ათაბაგ მანუჩარ მეორეს მიემხრო, მაგრამ 1587 წელს კვლავ ოსმალებმა დაიპყრეს. 1605 წელს გურიელმა აჭარიდან ოსმალები გარეკა და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. 1614 წელს აჭარა ისევ ოსმალთა ხელში აღმოჩნდა. ამჯერად თურქ-ოსმალთა ბატონობა ხანგრძლივი გამოდგა. თუმცა ოსმალებმა აჭარის მოსახლეობა ვერ გაათურქეს. ქართველობა არ თმობდა მშობლიურ ენას, ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს და ხშირად უჯანყდებოდა დამპყრობლებს. ცნობილია 1668, 1685, 1697 წლების დიდი აჯანყებები, რომელთაც სელიმ ხიმშიაშვილი, ილია ხელაძე, ახმედ კიკნაძე და სხვები ხელმძღვანელობდნენ. დიდი ღვაწლი მიუძღვით ასევე ცნობილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს: მემედ აბაშიძეს (1873-1937), ჰაიდარ აბაშიძეს (1893-1966) და მრავალ სხვას, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ აჭარა დედა საქართველოსათვის შეენარჩუნებინათ.

1878 წელს აჭარა საქართველოს დაუბრუნდა. ის ბათუმის ოკრუგი გახდა. 1883 წელს ბათუმისა და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და შეიქმნა ბათუმის ოლქი, რომელიც ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა.

საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტით აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

გარეშე მტრების ურიცხვი შემოსევის მიუხედავად, აჭარამ ბოლომდე შეინარჩუნა ქართული ეროვნული კულტურა, თვითმყოფადობა და ქართული ცნობიერება.
0bfdc1914e53

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button