არქივი

მცენარეები და მედიცინა (ნაწილი 3)

ffb20be85521
ვაგრძელებ მცენარეების ჩამოთვლასა და დახასიათებას. დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ბოსტნეულს, რომლებიც ძალიან ხშირად გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში.

ხახვი
2997b3b0afb7
ხახვის სამკურნალო თვისებებს ძველი წყაროები ასე აღგვიწერენ: ,,ხახვი მხურვალი და ხმელი არის, კაცსა გულსა და სტომაქსა გაუხსნის, კაცსა საჭმელსა მოაქარვებს და კიდევ ადრე მოანდომებს. მოხარშული და შემწვარი ხახვი ხველისათვის სწორედ კარგი არის, სტომაქსა ყელსა ორსავე დაულბობს”. რაც შეეხება ხახვის გადამეტებულ მიღებას ამის შესახერბ ამბობდნენ; ,, თუ კაცი ბევრსა ხახვსა სჭამს, სისხლს დასწვავს, თავსა აატკივებს, თვალსა აწყენს, ღამით ძილშიგა პირსა წყალს წაადენს”. სამკურნალო მიზნით იხმარება ხახვის ბოლქვი თავისი გარსით. ბოლქვი შეიცავს : 0,05% ეთერ ზეთს, 10-11% შაქარს, გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას და მალტოზას. 2,5% აზოტოვან ნაერთებს, 10მგ% ასკორბინის მჟავას (იგივე C ვიტამინი), 60მგ% ვიტამინ B-ს, ხახვის შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც 1:1000000 განზავებაზე მომაკვდინებელ ზემოქმედებას ახდენს ოქროსფერ სტაფაფილოკოკსა და დიფთერიის ჩხირზე. ხახვის ფოთლები შეიცავს 2% რედუცირებულ შაქარს, 20მგ% ასკორბინის მჟავას, 50მგ% ვიტამინ B2-ს, 4მგ% კაროტინის, ლიმონის და ვაშლის მჟავებს, ეთერზეთებს. მეცვიერული მედიცინა ხახვს რამდენიმე პრეპარატის დასამზადებლად იყენებს. მეტად ფართო გამოყენება აქვს ხახვის ახალ ბოლქვებს. ისინი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ ფიტონციდებს. ახალი ბოლქვით მკურნალობა ხდება ინჰალაციური მეთოდით. ინჰალაციებს იყენებენ აბსცესების, ჩირქოვანი ბრონქიტის, ტუბერულოზური კავერნების, ბრონქოექტაზის სამკურნალოდ. ამ მიზნით ხახვის ბოლქვს ახეხავენ სახეხზე, გახეხილ მასას ათავსებენ დოლბანდის ნაჭერში და პატარა ტამპონებს იდებენ ცხვირის ნესტოებში 15 წუთის განმავლობაში. ცდილობენ ისუნთქონ ცხვირით, ასეთ პროცედურას იმეორებენ დღესი სამჯერ. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ხახვის ფიტონციდები სწრაფადაქროლადია, ამიტომ ახლადგახეხილი უნდ ვიხმაროთ. ეს მეთოდი გამართლებულია გრიპოზული პროცესის სამკურნალოდაც. შიგნით მისაღებად ხახვი კარგია ასკარიდოზის დროს, ჭიების დასაყრელად. ამ მიზნით ხახვს ჭამენ უზმოზე. შემდეგ იღებენ დაფაღარათო საშუალებას. ხავის ახალი წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებისა და ანგინის დროს. 1 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეშ. ხავის წვენი თაფლში გარეული გამოიყენება, როგორც დამატებითი სამკურნალო საშვალება დიაბეტის დროს, როდესაც ავადმყოფი იმყოფება ინსულინზე. ხველის ბრონქიტის, ყივანახველას სამკურნალოს მზადდება ასეთი ხალხური წამალი : იღებენ 500 გრ გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ ხახვს, 400 გრ შაქარს, 50 გრ თაფლს და 1ლ წყალს. ამ მასას ხარშავენ დაბალ ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცივებენ და გადაასხამენ ბოთლში, ინახავენ აუცილებლად თავდახურულად. პრეპარატს უნიშნავენ 2-3 ჩაის კოვზს 2-3ჯერ დღეში. მოხარშულ ან შემწვარ ხახვს იყენებენ ნახეთქებზე, ფურუნკულზე. სუფრის ძმარში მოხარშული ხახვის წვენით იცილებენ კოჟრებს და მეჭეჭებს. ახალ წვენს იყენებენ თმის ძირში შესაზავებლად. ეს პროცედურა იწვევს თმის ზრდის დაჩქარებას. კვირასი 1-2 ჯერ ხდება 2-3 სუფრის კოვზისშეზელა. შეზელვის შემდეგ თავზე შემოიხვევენ პირსახოცს 1 საათის განმავლობაში და იბანენ ჩვეულებრივი წყლით. ხახვის წვენი არამხოლოდ ზრდის თმას და ამაგრებს ძირებს, არამედ თმას აძლევს სირბილეს, აბრეშუმოვნებას და ბრწყინვალე ელფერს. თავის ტკივილის დროს ხახვს გაჭრიან შუაზე და დაიდებენ მტტკივან ადგილზე. ხახვისაგან ამზადებენ მალამოს, რომელსაც იყენებენ ნაოჭების პროფილაქტიკისათვის. ასეთი მალამოს მოსამზადებლად იღებენ თანაბრად ხახვის წვენს, თეთრი ლილიის წვენს, თაფლს და თეთრ სანთელს. მთელ მასას აცხელებენ დაბალ ცეცხლზე, გახსნამდე, შემდეგ გადმოდგამენ და ურევენ ხის კოვზით ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე. ასეთ მალამოს კანის დანაოჭებულ ადგილას შეიზელენ მასაჟის წესით. დატოვებენ სახეზე რამოდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩამოიბანენ თბილი წყლით და საპნით. ხახვის გარსს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ალერგიული და ვაზომოტორული სურდოს დროს. ამისათვის მას დააქუცმაცებენ და დაწვავენ ქურაში, ისიე, რომ წვა ხდებოდეს ცეცხლის ალის წარმოშობის გარეშე, კვამლით. წარმოშობილ კვამლს ისუნთქავენ ხან ერთი ხან მეორე ნესტოთი. ახალი ხახვის ფოთლები ფართოდ გამოიყენება საკვებად, როგორც ცინგის სამკურნალო საუკეთესო საშუალება. ხახვის გარსი ასევე გამოიყენება ასევე სხვადასხვა სპექტრის ყავისფერი საღებავის მისაღებად.

ნიორი
ed816117b5e8
ნივრის სამშობლოდ სამხრეთ აზიაა მიჩნეული. ჩვენში იგი უძველეს კულტურულ მცენარეს წარმოადგენს. ნიორი გამოიყენებოდა, როგორც თავის ტკივიის, საერთო სისუსტის და სხვა მრავალი დაავადების სამკურალოდ. მეცნიერულ მედიცინაში ნივრის პრეპარატები გამოიყენება ათრეოსკლეროზის, ჰიპერტონული დაავადების, კოლიტის ფილტვის ტუბერკულოზის, ქრონიკული დიზენტერიის, ბრმანაწლავის ანთების, დისპეპსიის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ანთების, გრიპის დროს. გარეგან საშუალებად- ჩირქოვანი წყლულებისა და ჭრულობების, გინეკოლოგიურ ორაქტიკაში- ტროქომონადული კოლპიდების, ოყნით-ჭიების სამკურნალოდ. ნივრის ფაფას იყენებენ ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ. ხშირად უნიშნავენ ნივრის სპირტიან ნაყენს 10-20 წვეთს 2-3 ჯერ დღეშიმოზარდებისათვის, ნივრისაგან ამზადებენ უამრავ პრეპარატს. ნივრის პრეპარატებს აქვს ბაქტერიოციდული და ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება. მათში დიდი რაოდენობით ფოტონციდების არსებობის გამო, აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას. ლაბორატორიულ ცხოველებზე ექსპერიმენტების შემთხვევაში, ნივრის პრეპარატები იწვევს გულის რიტმის შენელებას, პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას, დიუზერიის მომატებას და სისხლის წნევის დაქვეითებას. ნიორი ამცირებს ქოლინესთერაზის აქტივობას. ნივრის პრეპარატი არ შეიძლება დაენიშნოთ თირკმლის ანთებიან ავადმყოფებს, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ავლენენ გამაიზიანებელ მოქმედებას. ხალხურ მედიცინაში ნოირს იყენებენ, როგორც ცინგის საწინააღმდეგო, ასევ მალარიის, წყალმანკის, ათეროსკჯლეროზის, ფეხების შეშუპების და ელენთის გადიდების შემთხვევაში. ნივრის წვენი კარგია მეჭეჭების მოსაცილებლად. გველის ან მორიელის ნაკბენის შემთხვევაში იყენებენ ნივრის ნაყენს ძმარზე. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ხალხში ნიორი, როგორც პროფილაქტიკურ საშუალება უამრავი დაავადების დროს. ამ შემთხვევაში მას არა მხოლოდ ჭამენ არამედ ატარებენ მკერდზე ამულეტის სახით. ნიორს იყენებენ ასევე, ანგინის, ყელის და ყურის ანთების პროცესების დროს. ნივრის ორთქლით მკურნალობენ ყურის დაავადებებს. ოკახურ პირობებში ნივრისგან ამზადებენ ნაყენს და მალამოს. ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 10 კბილ საშუალო ზომის ნიორს წვრილად დაჭრიან და ასხამენ 1 ლიტრ არაყს. დადგამენ 7-8 დღე-ღამე ბნელ და თბილ ადგილას. იღებენ ნახევარ ჩაის კოვზს 3-ჯერ დღეში. მალამოს მოსამზადებლად დანაყილ ნიორს ურევენ თანაბარი რაოდენობით ღორის ქონთან ერთად. ნივრის ფაფა გამოიყენება მხოლოდ ახალი მომზადებული, რადგან მასში შემავალი ფოტონციფებისწრაფად აქროლდება.

ბარდა
ec08f8d6b8b7
ბარდა კულტურული მცენარეა. არქეოლოგიური გატხრები მიუთითებენ იმაზე, რომ ბარდა ჯერ კიდევ ქვის ხანაში არსებობდა. მის სამშობლოდ ითვლება წინა აზია, დღევანდელ დღეს კი იგი გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. ბარდის თესლი შეიცავს 50%-მდე სახამებელს, 0,6-1,5% ცხიმებს და 2% ცილებს, რომლებშიც არის შეუცვლელი ამინომჟავები , ლიზინი, მეთიონინი, თიროზინი, ტრიპტოფანი, ასევე კაროტინი, ასკორბინის მჟავა, ვიტამინი B1, B2. მარილები: ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი. არასრულად მწიფე ბარდის თესლი ცნობილია ,,მწვანე ბარდას” სახელწოდებით. იგი მდიდარია A, B1, B2, C, PP ვიტამინებით, ასევე ინოზიტით და ქოლინით, რომლებიც უმთავრეს როლს თამაშობენ ნივთიერებეთა ცვლის პროცესში. ბარდის მწიფე თესლი საკვებად გამოიყენება მოხარშული სახით. მისგან ამზადებენ წვნიანებს, ფაფებს, პიურეს, კონსერვებს, სალათებს და ა.შ. ბარდის ფქვილს ხშირად უმატებენ ხორბლის ფქვილში მაღალკალორიული პურის მისაღებად. მწვანე ბარდას იყენებენ ახალი, დაკონსერვებული და გამხმარი საით. ხალხურ მედიცინაში ბარდას თესლის ნახარში გამოიყენება, შარდმდენი საშუალება თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს, ამავე მიზნით იღებენ ბარდის ფოთლების ნახარშსაც. ფოთლებს იღებენ ყვავილობის პერიოდში და აშრობენ ჩვეულებრივი წესით ჩრდილში. ბარდას ფქვილისაგან მომზადებული ცხელი საფენის დადება კარგია ფურუნკულის მომწიფების დასაჩქარებლად.

ლობიო
710660c92aa0
ლობიო გარეული სახით არ გვხვდება. იგი ევროპაში შემოტანილია კოლუმბის მიერ ამერიკიდან. ლობიო ერთ-ერთ ძირითად მცენარედ ითვლებოდა. საკვებად ლობიოს მწიფე კაკლებს და არამწიფე პარკებს იყენებენ. კაკლები სეიცავ 24-27% ცილებს, 50% ნახშირწყლებს, 2% ცხიმებს, დიდი რაოდენობით ფოსფორისა და კალიუმის მარილებს, ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს. მწვანე ლობიო შეიცავს დიდ რაოდენობით C ციტამინს, ასევე B და A პროვიტამინებს. ლობიოს ცილა შეიცავს მთელ რიგ სიცოცხლისათვის აუცილებელ ამინომჟავებს: არგინინს, ლიზინს, მეთიონინს, თიროზინს, ტრიფტოფანს. ლობიო ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და სავვები ღირებულებით ხორცს ემსგავსება. ახალი არამვავე პარკი გამოიყენება საკვებად შემწვარი, მოხარშული ან დაკონსერვებული სახით. ხალხურ მედიცინაში ლობიოს ოპარკების წყლიანი ნახარში გამოიყენება ჰიპერტონიის, თირკმლის და შარდის ბუშტის დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის, პოდაგრის, გულ-სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადების და განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის დროს. დიაბეტის შემთხვევაშუ ნახარში ასე მზადდება: 20გრ ლობიოს გამხმარ პარკს დაბალ ცეცხლზე ადუღებენ 1 ლიტრ წყალში, სანამ არ დადუღდება ნახევარ ლიტრამდე. შემდეგ ანელებენ და იღებენ მთელ დოზას 5-5 მიღებაზე. ექპერიმენტებით დადგენილია რომ ლობიოს პარკის ნახარში დიაბეტიანი ავადმყოფებისათვის შაქრის დონეს დაბლა სწევს 30-40%-ით და აძლიერებს დიურეზს. თირკმელში კენჭის დროს ხსირად ურჩევან ლობიოს გამხმარი ყვავილის ჩაის მიღებას. ლობიოს გამხმარი მარცვლისაგან ამზადებე ფქვილს, რომელსაც იყენებენ მოსაფრქვევად დამწვრობის და ჭრილობის დროს დაზიანებულ ადგილზე, ასევე ეგზემის დროსაც. ლობიოს ფქვილს თაფლში მოზელილს იდებენ კანზე ფურუნკულების მოსამწიფებლად.

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Back to top button