არქივი

რატომ (არ) გვიყვარს ზამთარი?

cb9cc1247ed9

თოვლი შესაბამისად ზამთარი  დამეთანხმებით , რომ ძალიან ბევრს უყვარს თოვლი , ალბათ ამ პოსტსაც ბევრი მათგანი წაიკითხავს . შეიძლება სუბიექტურობა დამწამოთ მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა და თუ ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ეს იმის ნიშანი იქნება რომ არც თუ ძალიან სუბიქექტური ვარ :)

თოვლი და ზამთარი , პირადად მე არ მიყვარს და მეტიც მძულს , მიკვირს იმ ადამიანების ვისაც ამ თეთრ მასაზე და ყინვაზე „ეკეტება“ . მე დავწერ იმ მიზეზებზე რაც ხდის წელიწადის ამ დროს და მის „პროდუქტს“ არასასიამოვნოს

1: თოვლი და ზამთარი ორივე სიკვდილის სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს , ზამთარში ხომ ყველაზე ცოცხალი და ნებისმიერი ადამიანის მაცოცხლებელი ბუნება კვდება ,მრავალ ქართველ მწერალს გამოყენებული აქვს თავის ნაწარმოებებში ასეთი მეტაფორა: „გადაიფარა ბუნებამ თეთრი სუდარა და მიიძინა“ ძილი თავის მხრივ სიკვდილს არ ნიშნავს, მაგრამ სუდარას ხომ მარტო მიცვალებულებს აფარებენ… გაზაფხულზე იციან თქმა გამოიღვიძა ბუნებამო , ბუნება არ იღვიძებს , ის ახლიდან იბადება , შესაბამისად იმისთვის რომ ახლიდან დაიბადოს საჭიროა მანამდე მოკვდეს . ანუ ზამთარი სიკვდილის მომტანია სიკვდილში კი საყვარელს და მითუმეტეს რომანტიულს ვერაფერს ვხედავ .

2: ზამთარი შეიძლება არ იყოს ისეთი გაუსაძლისი როგორიც მაშინ არის როცა თოვლი დევს , სიცივეს ეს თეთრი მასა განსაკუთრებულად აუტანელს ხდის , სუსხიანი ამინდი კარგის მომტანი არაფერში არ არის , ამ დროს გეზარება ყველაფერი , არ გაქვს არაფრის ხალისი , გინდა სახლში ყოფნა, თბილად ჯდომა , თბილი ყავის სმა და ინტერნეტში ძრომიალი . რატომ უნდა არჩიოს ადამიანმა ვირტუალურ სამყაროში „სეირნობა“ გარეთ სეირნობას , იმიტომ რომ ზამთარია და ცივა .

3:ზამთარში არ ხდება არაფერი საიტერესო , ახალ წელს თუ არ ჩავთვლით რომელიც გაქაჩე და გამოქაჩე ნახევარი თვე გრძელდება .ერთი  ჩემპიონატი ,მსოფლია, ევროპის ან აზიის მაინც  მითხარით , რომელიც ჩატარდა ზამთარში . სამაგიეროდ  ზამთრის ოლიმპიადა ხომ ტარდება ? გეთანხმებით , მაგრამ აბა სტატისტიკას გადახედეთ რომელს უფრო მეტად უყურებს მსოფლიო , ზაფხულის თუ ზამთრის ოლიმპიადას ? რომელს უფრო მეტი გამოხმაურება აქვს და რომლის რეკლამირება მიდის უფრო დიდი მაშტაბით? პასუხი:ზაფხულის ოლიმპიადა.

4: გავავლოთ პარალელი ბუნებას და ადამიანს შორის : როგორი ტიპის პიროვნებები მოგწონთ? თბილი , მხიარული, ლამაზი თუ გულცივი , პირქუში , ცივი , დეპრესიული. ალბათ (იმედია (დიდი იმედია) )  პირველი კატეგორიის ადამიანებს ანიჭებთ უპირატესობას , ბუნებაც ხომ ადამიანის ნაწილია შესაბამისად ისიც ხომ უკეთესია როცა თბილია და მხიარული . ზამთარის სუსხიან ამინდში ყველაზე მხიარული ადამიანიც კი -მოიხრება წელში, წაეყინება კიდურები და ცუდ ხასიათზე დადგება .

5: ბოლო არგუმენტი კი მიდა შემოგთავაზოთ მატერიალური . მთელი საქართველო წუწუნებს იმაზე , რომ ბენზინის ფასები ძვირდება , ყველაფერზე ფასები „ნელ–ნელა“ ძვირდება , ხალხს საარსებო მინიმუმი არ აქვს და ასე შემდებ …. ეხლა დაფიქრდით რამხელა ეკონომიას აკეთებთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტისას ზაფხულში . არ გჭირდებათ გამათბობელი , ნაკლებად რთავთ შუქს ოთახში , ტელევიზორს , კომპიუტერს იმიტომ რომ სახლში უფრო იშვიათად ხართ და შესაბამისად ზოგავთ ელექტრო ენერგიას .გამოდის რომ უამბრავ ფულს ზოგავთ ზაფხულში ( ეს ფული მიდის ბათუმში , ანტალიაში , ალანიაში და სხვა მშვენიერ კურორტებზე სადაც არცერთი თეთრი არ გენანებათ იმისთვის რომ დაისვენოთ და კარგადაც გაერთოთ : ))))

პოსტის „ აქ რა სათქმელია და… ‘’ ჩანართი :

სიცოცხლის ოთხი სტადია  = წელიწადის ოთხი დრო

გაზაფხული: ახალი სიცხოხლე , ისეთვე საყვარელი, უმანკო და მხიარული როგორიც ადამიანია ახალშობილობიდან ახალგაზრდა ადამიანობამდე :D

ზაფხული: ენერგიული , ვნებიანი , სიცოცხლის სურვილით სავსე, როგორიც არის ადამიანი როცა ახალგაზრდაა და წინ მთელი სიცოცხლე აქვს

შემოდგომა : საყვარელი, მზრუნველი , მოწყენილი , უამრავი სიტკბოს მომცემი. ისეთივე როგორიც ჩვენი ბება–ბაბუები არიან.

ზამთარი : ………….. სიკვდილი

“ ზი ენდ“  და რამე : ))

მგონი საკმაოდ დამაჯერებლად დაგისაბუთეთ რატომ არ უნდა გვიყვარდეს ზამთარი და შესაბამისად მისი „პროდუქტი“ თოვლი :))))

Peace and love from LG

P.S. რატომ უნდა გამოქვეყნდეს ეს პოსტი უცნაურზე ? იმიტომ რომ უცნაურია ხალხის დამოკიდებულება თოვლზე და ზამთარზე ამდენი უარყოფითი მხარის მიუხედავად =)))))))

მსგავსი ამბები

Back to top button