არქივი

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი და მისი დამბყრობლები

cc28889c8526
დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მწვერვალი ევერესტისა და მისი დამბყრობლების შესახებ.

როდესაც ცნობილ ინგლისელ მთამსვლელს, ჯორჯ მელორის (George Mellory) ჰკითხეს თუ რატომ სურდა ევერესტის დაბყრობა მან უპასუხა: “იმიტომ, რომ ის იქ არის”. სამწუხაროდ დღესდღეობით უცნობია მელორიმ და მისმა პარტნიორმა ენდრიუ ირვინმა (Andrew Irvine) იმ დღეს, 1924 წელს, თუ მოახერხეს მწვერვალის დაბყრობა. ისინი მცდელობისას დაიღუპნენ და მათი ცხედრები მხოლოდ 1999 წელს აღმოაჩინეს მთებში. ხალხი დაამწუხრა მელორისა და ირვინის სიკვდილი მაგრამ სწორედ ეს ფაქტი გახდა ევერესტის მომხიბვლელობის მიზეზი. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც სურთ ადამიანებს მთის დაბყრიბა, ესენია პირადი სურვილების დაკმაყოფილება, პრესტიჟი, სიძნელის დაძლევის სურვილი და რისკი, მაგრამ შესაძლოა ვინმე ამას შინაგანი სიძლიერის გამოსაცდელად აკეთებს. პირველი ადამიანი, რომელმაც მთა წარმატებით დაიბყრო იყო ფრანგი ანტოინე დე ვილე (Antoine De Ville). 1492 წელს, მან დაიბყრო მწვერვალი “მონტ აიგუილე” საფრანგეთში და ხედი იმდენად მოეწონა, რომ იქ ექვსი დღის განმავლობაში დარჩა.
118967e79be4
მთა ევერესტს, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს, სახელი დაერქვა სერ ჯორჯ ევერესტის მიერ. ის იყო ბრიტანელი ტოპოგრაფი, რომელმაც ინდოეთში მთების მდებარეობა აღწერა 1841 წელს. მწვერვალი ევერესტი არის ნეპალში, ჰიმალაის მთებში. მისი ოფიციალური სიმაღლე განისაზღვრა ”Global positioning Sistem” სატელიტის მიერ 1999 წელს და შეადგენს 8848 მეტრს. მას შემდეგ მკვლევარები ამჩნევდნენ, რომ მთის სიმაღლე რამდენიმე მეტრით იცვლებოდა. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ყინულის ფენების სიმაღლით იყო განპირობებული და მთა რეალურად სიმაღლეს არ იცვლიდა.
251457047693
უამრავმა ადამიანმა სცადა ევერესტის დაბყრობა თუმცა ვერავინ მოახერხა 1953 წლამდე, როდესაც ედმუნდ ჰილარიმ (Edmund Hillary), შემდეგში სერ ედმუნდ ჰიმარიმ და ტენზინგ ნორგეიმ მიაღწია მთის მწვერვალს. ედმუნდ ჰილარი იყო ახალი ზელანდიიდან და ტენზინგ ნორგეი იყო ადგილობრივი შერპა ნეპალიდან. შერპა ეს არის მთამსვლელთა მოხერხებული ჯგუფი და მათი უმეტესეობა დრესდღეობით ევერესტზე გადამზიდავები და გიდები არიან.

1953 წლიდან უამრავი ახალი უპრეცენდენტო მცდელობა განხორციელდა. ედ ვისტურსმა მიაღწია მწვერვალსდამატებითი ჟანგბადის გარეშე. ჯუნკო ტაბეი პირველი ქალი ევერესტის დამბყრობელი იყო. ხოლო ლიდია ბრედლი იყო პირველი ქალი ვინც ეს დამატებითი ჟანგბადის გარეშე მოახერხა. უამრავმა უნარშეზღუდულმა ადამიანმა მიაღწია მთის უმაღლეს წერტილს. მაგალითად, სრულიად უსინათლო კაცმა, ასევე უხელო ან უფეხო ადამიანებმა. 2003 წელს სამოცდაათი წლის მამაკაცი ყველაზე მოხუცი მთამსვლელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე წარმატებით მოახერხა მიღწევა. ასევე ჩამოცურებულან იქიდან თხილამურებითა და სნოუბორდით. იყო შემთხვევა, როდესაც სამმა ძმამ ერთდროულად დაიბყრო მწვერვალი. ერთ-ერთმა ადამიანმა კი, უმაღლეს წერტილში 21 საათის განმავლობაში დაიძინა. დამყარებულა სიჩქარის რეკორდებიც. ყველაზე სწრაფი ასვლა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, 10 საათსა და 56 წუთში მოხერხდა.

ზედმეტია იმის თქმა, რომ მცდელობების დროს უამრავი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. ქარბუქის გამო 1996 წელს, ერთ დღესი 8 ადამიანი დაიღუპა. ამ მთამსვლელებს ჰქონდათ ყველანაირი აღჭურვილობა ლეპტოპები, სატელიტური ტელეფონები და ყველაფერი რაც აუცილებელი იყო, თუმცა არ გაუმართლათ. ასევე ცნობილია, რომ მხილოდ 1960 წელს 60 ადამიანი დაიღუპა. გამოდის, რომ იმ წელს ყოველი მეცამეტე მთაზე მცოცავი იღუპებოდა, მიუხედვატ ამისა, ადამიანები კვლავაც აგრძელებენ საკუთარი სიცოცხლის გარისკვას.
c637d4d02221
დღეს ევერესტმა თავისი მისტიკა და მომხიბვლელობა დაკარგა, რადგან უკვე ძალიან ბევრმა დამიანმა დაიბყრო. ათასობით ადამიანმა გაიარა მწვერვალისაკენ მიმავალი გზა. დღევანდელობაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ევერესტის დაბყრობა კარგი პიზიკურ მონაცემების და შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევასი, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ რამდენიმე თვეა, როცა მთამსვლელებს ამინდი ხელს უწყობს დაიბყრონ მწვერვალი. ესენია მაისი, აპრილი და ოქტომბერი. მთაზე მოწყობილია სპეციალური ე.წ. ბილიკები რომლითაც მწვერვალზე ავლენ. ასევე შექმნილია ბანაკები და მოსაცდელები სადაც აუციებლობის ან სურვილის შემთხვევასი შეუძლიათ შეჩერდნენ.

კომუნიკაცია ყოველთვის სერიოზული პრობლემა იყო ისეთ შორეულ ადგილებში, როგორიცაა ნეპალი. უახლოესი ტელეფონი პრველი ბანაკიდან, რომელიც მთის ძირშია განთავსებული, 5200 მეტრითაა მოშორებული. მთამსვლელები ძირითადად საკუთარ სატელიტურ ტელეფონებს იყენებენ მეგობრებთან და ოჯახთან დასაკავშირებლად. რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ინტერნეტ კაფე ძირითად ბანაკში. ეს არის ყველაზე მაღლა მდებარე ინტერნეტ კაფე. ამ პროექტიდან შემოსული თანხა მიმდებარე გარემოს დასუფთავებას ხმარდება. სამწუხაროა მაგრამ ტურისტები და მთამსველელები უამრავ ნაგავს ტოვებენ მთაზე.
6a42b24d5eab
ყოველ მთამსვლელს აქვს საკუთარი მიზეზი, თი რატომ ადის მწვერვალზე. ზოგიერტისათვის ეს გამოწვევაა, ზოგს კი უბრალოდ მოსწონს ამის კეთება. ეს ადამიანები რისკავენ სიცოცხლეს, თუმცა მათ ეს არ ადარდებთ. ზოგიერთ ადამიანს სურს წავიდეს იქ სადაც ჯერ არავინ ყოფილა. მართალია, ევერესტი უკვე ათასობით ადამიანმა დაიბყრო, მაგრამ ის ხომ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია. ამითომაც ყოველთვის დარჩება გამოწვევად ექსტრემალი ხალხისათვის.

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Back to top button