არქივი

კაილაში – ადამიანთაგან შეურყვნელი მთა

732555dd7c0a

კაილაშის მთა ტიბეტში მდებარეობს და ჰიმალაის მთათა სისტემას ეკუთვნის. ეს იდუმალი და ულამაზესი მთა იმითაა გამორჩეული, რომ მასზე არცერთ მთამსვლელს ფეხი არ დაუდგამს. თუ რატომ, ამას გაგრძელებაში იხილავთ

კაილაშის მთა აზიის ოთხი გრძელი მდინარის სათავესთან მდებარეობს: ინდუსის, სუტლეის, კარნალისა და ბრაჰმაპუტრას. მთასთან ახლოს ორი ტბაა: მანასაროვარი და რაკშასტალი.

მთის სიმაღლეა 6638 მეტრი. სიტყვა “კაილაშა” (कैलाश पर्वत) სანსკრიტზე ‘ბროლს’ ნიშნავს. მსოფლიოში სწორედ ამ სახელითაა გავრცელებული. ადგილობრივი ტიბეტელები კი მას “განგს რიპოჩეს” ეძახიან, რაც ‘თოვლის ძვირფას თვლებს’ ნიშნავს. ტიბეტელი ბუდისტი ბერები კი “კანგრი რიპოჩეს”, რაც ითარგმნება როგორც ‘თოვლის ძვირფასი მთა’.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს მთა დაუპყრობელია. მიზეზი ისაა, რომ ის წმინდა ადგილად ითვლება 4 რელიგიაში – ბუდიზმში, ინდუიზმში, ჯაინიზმში და ბონში. შესაბამისად, ამ რელიგიის წარმომადგენლები არავის აძლევენ მთის დალაშქვრის უფლებას, რადგან მათი რელიგიური გრძნობები შეილახება. იგივე მიზეზის გამო ჩინეთმა და გაერომ ვეტო დაადეს და ალპინისტებისთვის კაილაში დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება.

ინდუიზმი – დემონებისა და უარყოფითი ემოციების გამანადგურებელი ღმერთი შივა კაილაშის მწერვალზე ცხოვრობს თავის ცოლთან, პარვატისთან ერთად, რომელიც ჰიმალაის მთების შვილია. ორივენი მუდმივ მედიტაციაში იმყოფებიან და თუ ვინმე იქ მისვლას გაბედავს, ქვეყანას საშინელი რისხვა დაატყდება თავს.
ინდუიზმის წმინდა წიგნის, ვიშნუ პურანას მიხედვით, კაილაშის მთა დედამიწის ცენტრია, მისი ოთხი მხარე კი აგებულია ბროლისგან, ლალისგან, ოქროსგან და ლაპის ლაზურისგან (მოლურჯო-მოცისფრო ძვირფასი ქვა). ის გარშემორტყმულია 6 მთით, რაც სიმბოლურად ლოტოსის ყვავილთან ასოცირდება. კაილაშიდან ჩამომავალი 4 მდინარე კი 4 მეოთხედად ჰყოფს დედამიწას. მთაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ინდუისტური ნაგებობა კაილაშის ტაძარი. ლეგენდის მიხედვით, შივას მცველს, რავანას, დედა ავად გაუხდა და სიარული არ შეეძლო. რავანამ ტაძარი მოიკიდა ზურგზე და მთაზე აიტანა, დედასთან. მისი სიმამაცითა და ნებისყოფით განცვიფრებულმა შივამ ის დალოცა და უკვდავება უბოძა.

ბუდიზმი – ტანტრულ ბუდიზმში კაილაში არის ბუდა-დემჩოგის სახლი. დემჩოგი მუდმივი ნეტარების სიმბოლოა.
როგორც ამბობენ, ყველაზე ცნობილი ბუდისტი იოგი და პოეტი მილარეპა (მე-11-12 საუკუნეები) ტიბეტში ჩავიდა, რათა მის კოლეგას ბონის რელიგიაში, ნარო ბონ-ჩუნს შეჯიბრებოდა მაგიაში. ორთაბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ვინც მთის მწვერვალს პირველი მიაღწევდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ნარო ბონ-ჩუნი შეჯდა ჯადოსნურ დრამზე (საკრავზე) და გაფრინდა. მილარეპამ კი მედიტაცია განაგრძო. ის-ის იყო, ბონ-ჩუნი მწვერვალს აღწევდა, რომ უცებ მილარეპა წამოხტა, მზის სხივს გაჰყვა და დაასწრო ასვლა.

ბონი – ბონის რელიგიაში ითვლება რომ ეს მთა და ზოგადად მიმდებარე რეგიონი არის მსოფლიო სპირიტუალური ძალების თავმოყრის ადგილი.

ჯაინიზმი – ჯაინისტები მას “აშტაპადას” (8 საფეხური) უწოდებენ. ამ მთის მწერვალზე ნირვანას მდგომარეობას მიაღწია ბრძენმა რიშაბჰამ, მათი რელიგიის დამაარსებელმა.

■■■
■■

მთა კაილაში სხვადასხვა მხრიდან:

■■
■■■
0008c024e613

575dd4b11992

b3954b884b6d

cd991f37c5a8

0f613dbb9452

552821b95616

e85211e1ccd6

b42b95e53958

f65e7ad55b6e

d3469a527fff

66b52f06d4f6

3f9478d3cb08

■■■
■■

მიმდებარე ტერიტორიები:

■■
■■■

67c3e9624e75

6dceea7a4197

79a86744fb6b

f522c78929c5

fab6fe1eea11

53ad3bee7d8a

7bc5dc70f3ef

96540f046d5e

59a01f12c05f

7aa3d589eb85

5ac66faa39e8

857bd42156ab

■■■
■■

კაილაშის ტაძარი:

■■
■■■

64575637c1b8

d118f6eac39d

b2bfa4e377e2

c4e1814a653a

1cd40df52977

7af4bc527bd3

03b159fbbec1

7b32b7af2520

15b700df2314

2406ea11c30a

96543fbefd90

d4d6dc2c647c

d98cf52b3a1f

e2321719632f

9c2e99bd8893

მსგავსი ამბები

Back to top button