ევროგვირაბი
გვირაბი,რომელმაც სამუდამოდ დააკავშირა დიდი ბრიტანეთი დანარჩენ ევროპასთან…
ევროგვირაბი უზრუნველყოფს კავშირს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის.ევროგვირაბით ხდება ხალხის ტრანსფორტირება სწრაფმავალი მატარაბლების საშუალებით,ასევე გადაჰყავთ ავტომობილებიც სპეციალური პლატფორმის დახმარებით.
რკინიგზა შეიცავს ორ 50.5 კილომეტრიან გვირაბს,დამატებით ორი დიდი ტერმინალი,ერთი დიდ ბრიტანეთში ფოლკსტონში და მეორე საფრანგეთში,ფრეტუნში,ეს ტერმინალები ემსახურებიან გვირაბის გამართულად მუშაობას.
კომპანია “ევროგვირაბი” დაარსდა 1986 წლის 13 აგვისტოს, იმ მიზმით,რომ დაეფინანსებინა,აეშენებინა და ექსპლუატაციაში გაეშვა გვირაბი, რომელიც სამუდამოდ დააკავშირებდა დიდ ბრიტანეთს დანარჩენ ევროპასთან.
კომპანიამ მშენებლობისათვის კონტრაქტი გააფორმა “ტრანსმახტ ლინკთან”
გვირაბის მშენებლობა დაჯდა დაახლოებით 9.5 მილიარდი ევრო,რაც ორჯერ დიდია თავდაპირველ ვარაუდზე,რომელიც 4.7 მილიარდია.გვირაბის მშენებლობის ნაწილი დააფინანსა ინვესტორთა ჯგუფმა, ხოლო უფრო დიდი ნაწილი ანუ 8 მილიარდი კომპანიას დაეკისრა როგორც ვალი.
გვირაბი ოფიციალურად გახსნა 1994 წლის 6 მაისს,დედოფალმა ელიზაბედ მეორემ და პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა.ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველ წელს კომპანიამ დაკარგა 925მილიონი ევრო მძიმე საპროცენტო ხარჯების გამო.
2006 წლის ივლისში,აქციონერებმა ხმა მისცეს გარიგებაზე,რასაც უნდა შეემცირებინა კომპანიის ვალი 6.2 მილიარდამდე. თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა და 2006 წლის 2 აგვისტოს კომპანია “ევროგვირაბი” გაკოტრებულად გამოცხადდა.
2007 წლის მაისში დამტკიცდა ახალი რესტრუქტურიზაციის გეგმა სადაც Deutsche Bank, Goldman Sachs და Citigroup-ის შეთანხმდნენ რომ უზრუნველყოთ 2.8 მილიარდი გრძელვადიანი დაფინანსება.
2007 წელს რესტრუქტურიზაციის გეგმის დახმარებით,კომპანიამ თავისი არსებობის განმავლობაში პირველად გამოაცხადა წმინდა მოგება 1 მილიონი ევროს სახით.2008წლის პირველ ნახევარში კომპანიის მოგება იყო 26მილიონი ხოლო წლის ბოლომდე ეს რიცხვი 40მილიონამდე გაიზარდა,მიუხედავად იმ ხარჯებისა,რომელიც გამოუწვია ხანძრის მიერ მიყენებილმა ზარალმა.
2010 წელს კომპანიამ შეისყიდა FirstGBRf,ბრიტანული სარგინიგზო კომპანია 31 მილიონ ევროდ.ეს შეიძლება ჩაითვალოს ევროგვირაბის წარმატების პირველ ნაბიჯად,მთელი მისი არსებობის ისტორიაში.