არქივი
მიწისძვრა სან-ფრანცისკოში
1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა.
მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული. 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა, მიწისძვრის შედეგად გავრცელებულმა ხანძრებმა სან ფრანცისკოს ცენტრი გაანადგურა.
სან ფრანცისკოს მიწისძვრა რიხტერის შკალის გამოგონებამდე 26 წლით ადრე მოხდა, მაგრამ იმდროინდელი სეისმოგრამების მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრე 8.3 უდრიდა. თუ ეს შეფასება ზუსტია, მაშინ სან ფრანცისკოს 1906 წლის მიწისძვრა ჰაიტის მიწისძვრას ბევრად აღემატებოდა.