არქივი

JFK_ს მკვლელობა ანუ საბედისწერო “ვოიაჟი” დალასში

273ddb8956a4
ჯონ ფიცჯერალდ კენედი,აშშ_ს 35_ე პრეზიდენტი რომელმაც სულ რაღაც 2 წელი „ი–ჯორჯ ვაშინგტონა“ და იმსხვერპლა ტყვიამ(თუ ტყვიებმა),რომელიც დალასში გავარდა 1963 წლის 22 ნოემბერს,12:30 წუთზე.
დღეს სწორედ კენედიზე მექნება საუბარი,უფრო სწორად მის მკვლელობაზე

JFK_ს პრეზიდენტობის შეფასება არ მოვყვები,თუმცა უნდა აღინიშნოს რომ შეფასება საკმაოდ არაერთგვაროვანია და ვეჯახებით მასის ორი პოლუსის აზრს.ერთნი მას უსუსურ პრეზიდენტს უწოდებდა რომლის დროსაც ხრუშჩოვმა კუბას სანაპიროებთან “ადრეიფა” ბირთვული ქობინები და “ცივი ომის“ პერიოდის მძლავრი კრიზისი გამოიწვია,თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და საბჭოთა „ნიუკლერ ვიპუნები“ სსრკ_ში დაბრუნდა.ეს მხოლოდ ერთ პოლუსზე მყოფი ამერიკელის აზრია,მეორე პოლუსი ამერიკელებისა კი მას საკმაოდ დადებითად ახასიათებდა.მე კი მაინც პირველ პოლუსზე ვარ და მას უსუსურ პრეზიდენტს ვუწოდებ.
მეტს აღარ ვაგრძელებ კენედის შეფასებას,რადგან არც ისტორიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი და არაა ჩემი საქმე კენედის ლუპით თვალიერება(დოქტორ უატსონი არ მყავს გვერდით და არც მე ვარ შერლოკ ჰოლმსი).

კარიბის კრიზისის შემოქმედნი

c9fb0dc57853

ახლა კი გადავალ იმ ავადსახსენებელ დღეზე,როცა დალასში აშშ_ს დამამწუხრებელი ტყვია(თუ ტყვიები) გავარდა ვინმე ლი ჰარვი ოსვალდის თითის ჩახმახზე შეხების შემდეგ.

კენედის მორიგი პრეზიდენტობისთვის წინასწარ ემზადებოდა და სხვადასხვა შტატებში აწყობდა წინასაარჩევნო კამპანიის მორიგ ტურებს.ერთ–ერთი ასეთი ტური იყო ვიზიტი ტეხასში,კერძოდ კი ქალაქ დალასში.

1963 წლის 22 ნოემბერს 11:40 წუთზე დალასის აეროპორტ „ლავ ფილდში“ დაეშვა პრეზიდენტის თვითმფრინავი.პრეზიდენტს თან ახლდა მეუღლე ჯაკლინ კენედი,ვიცე–პრეზიდენტი ლენდონ ჯონსონი და თეთრი სახლის სხვა ბინადარნი.აეროპორტში პრეზიდენტს მცირე დახვედრა მოუწყვეს,რომელმაც 10 წუთი გასტანა.

ef7262efec89

6f40228079e8

3f82a9cc0802

11:50 წუთზე პრეზიდენტის ესკორტი გაემართა დალასის ცენტრისაკენ სადაც კენედის გამოჩენას ასეულობით დალასელი სულმოუთქმელად ელოდა,რათა გამოეხატათ თავისი სიყვარული JFK_ს მიმართ.
კენედის ლიმუზინი??? – აქ ჩნდება თუ რამდენად დაუცველი აღმოჩნდა კენედი,ის პრაქტიკულად იოლ სანადირო ლუკმას წარმოადგენდა კაბრიოლეტ–ლიმუზინში,მიუხედავად იმისა რომ ლიმუზინს უკან სპეცსამსახურების ნარჩევი ქვედანაყოფი მოჰყვებოდა…

34ef1576b289

ესკორტი დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდა,”ჰიუსტონ სტრიტზე“ ტეხასის გუბერნატორი კენედის ეტყვის;“ბატონო პრეზიდენტო,დამეთანხმებით ალბათ,რომ ტეხასში ყველას უყვარხართ“…კენედის პასუხი ასეთი იყო:“რათქმაუნდა“… რას იფიქრებდა გუბერნატორ–ნელი კონოლი,რომ რამდენიმე წუთში ტეხასელთა სიყვარული მკვლელობად იქცეოდა…

ca736ea85660

c03d4419a588

დანიშნულების ადგილი ახლოსაა,ხალხი(მასა და არა ბრბო) ხვდება პრეზიდენტს. “ჰარისონ სტრიტიდან“ მარშრუტი “ელმ სტრიტზე“ გრძელდება,ზუსტად „ჰარისონ–ელმის“ კუთხეში მდებარეობდა სკოლის წიგნსაცავი,რომლის მეექვსე სართულზე ჩასაფრებული იყო ლი ჰარვი ოსვალდი,რომელიც როგორც შემდგომ დამტკიცდა საბჭოთა კავშირიდან ახალ ჩამოსული იყო….

e5f7fd077f71

გადაადგილების მარშრუტი

7c074265a9b5

12:30 წუთი პრეზიდენტის ლიმუზინმა “ელმ სტრიტზე” შეუხვია,ხალხი მას ოვაციით ხვდება,კენედიც ესალმება მათ,თუმცა…
ამ დროს მეექვსე სართულზე იარაღი ჩნდება,სნაიპერული შაშხანამ გაისროლა,ტყვია პრეზიდენტის ზურგს ეხება და კისრიდან გამოდის,ამ ფაქტს მაშინვე ამჩნევს პრეზიდენტის გვერდით მსხდომი საზოგადოება,სპეცსამსახურებიც ხვდებიან რომ რაღაც დიდი ტრაგედია ხდება… ამ დროს განხორციელდა მესამე გასროლა(მეორე გასროლა უშედეგო აღმოჩნდა),რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა.ტყვია თავში ხვდება ჯონს და თავში მუშტისოდენა ხვრელს ტოვებს,გარშემო კი მიმოიფანტა პრეზიდენტის ტვინის ფრაგმენტები… ძალიან მძიმე სურათია და ალბათ მიხვდებით რა მძიმე ტრამვას მიიღებდა ამ ტრაგედიის შემყურე ადამიანები,პირველ რიგში კი ჟაკლინ კენედი…

e52c6ead338e

შენობა საიდანაც განხორციელდა გასროლა

35c18d099a6d

5bee640f9bd6

7d87d4e56f51

ხედი მეექვსე სართულიდან

c33c363a5fd8

ესკორტი ამ ფაქტის შემდეგ სწრაფი სიჩქარით გაემართა საავადმყოფოსაკენ,5 წუთში ჯონი მოათავსეს დალასის კლინიკაში,როგორც ექიმმა განაცხადა ის ჯერ კიდევ ცოცხლობდა თუმცა ყველა ხვდებოდა რომ პრეზიდენტი ვეღარ გადარჩებოდა,ჭრილობა უმძიმესი იყო.13:00_ზე ოფიციალურად დადასტურდა პრეზიდენტის სიკვდილი….

იხილეთ ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=I-cri43ttTo

http://www.dailymotion.com/video/x3fhw1_jfk-assassination-digitally-remaste_news

13:31 წუთი–კლინიკაში მოეწყო პრესკონფერენცია,რომელსაც ცენტრალური ტელევიზიები და რადიოარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.თეთრი სახლის პრესს მდივანმა მალკოლმ კილდაფმა მსოფლიოს აუწყა ამ ფაქტის შესახებ… ამერიკა ამის შემდეგ რამდენიმე საათით პარალიზებული აღმოჩნდა,შეწვიტა მუშაობდა სენატმა,ნიუ იორკის ბირჟამ.

კენედის გარდაცვალებიდან 1:30 წუთში პოლიცია აპატიმრებს ლი ჰარვი ოსვალდს,რომელსაც პრეზიდენტის სიკვდილში ედებოდა ბრალი.თუმცა სიტუაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით ბუნდოვანია და არსებობს დიდი ეჭვი იმისა,რომ მკვლელი სულ სხვა შეიძლება ყოფილიყო და არა ოსვალდი.

საკმაოდ საინტერესო ჩვენებას იძლევა ერთი რიგითი ამერიკელი,ვინმე ჰოვარდ ბრენანანი.პირველი გასროლისას ბრენანი წიგნსაცავის წინ იმყოფებოდა და მისი ყურადღება მიიქცია ხმამ,რომელიც შენობიდან გაისმა(სავარაუდოდ გასროლის ხმა).როგორც ის ამბობს, მან მეექვსე სართულზე იარაღის მაგვარი რაღაც შეამჩნია.მალევე მეორე გასროლის ხმაც გაისმა და ბრენანი მიხვდა,რომ მვლელი სწორედ მეექვსე სართულიდან ახორციელებდა გასროლებს.ბრენანი როცა ჩვენებებს აძლევდა,წიგნსაცავის რამდენიმე თანამშრომელმაც დაადასტურა,რომ შენობაში გასროლის ხმები გაიგეს.

დავუბრუნდეთ უშუალოდ სიტუაციას თუ როგორ მოიქცა ოსვალდი შემდეგ.როგორც გამოძიების მასალები იუწყებიან ოსვალდმა წიგნსაცავი მალევე დატოვა,მკვლელობის იარაღი-სნაიპერული შაშხანა “კარკანო” M91/38 ადგილზე დატოვა და თვითონ ქუჩაში აღელვებულ მასას შეერია… მცირე ხნის შემდეგ პოლიცია პატრულირებისას საეჭვოდ მიიჩნევს ოსვალდის “როჟას” და აჩერებს მას,თუმცა ოსვალდი მას 5 ტყვიას დაახლის და ისევ გაუჩინარებას ცდის,თუმცა მას მალევე აკავებენ.მას ბრალად დასდეს პოლიციის ოფიცრისა და კენედის მკვლელობა.
თუმცა აღსანიშნავია რომ ოსვალდი არ აღიარებდა კენედის მკვლელობას,მალევე კი(კერძოდ 1963 წლის 24 ნოემბერს) პოლიციის შენობიდან გამოსვლისას მას თავს ესხმის ჯეკ რუბი და ადგილზე კლავს.

ლი ჰარვი ოსვალდი

bda614edbd5d

იარაღი რომელმაც კენედი შეიწირა

b2250bed488f

c6db9ef9ca90

საინტერესოა რამდენიმე დეტალი ლი ჰარვი ოსვალდის ცხოვრებიდა.ის იყო ყოფილი სამხედრო,მსახურობდა ამერიკის საზღვაო ძალებში. 1959-1961 წლის შუალედში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში,ქალაქ მინსკში,სადაც ცოლად შეირთო მარინა პრუსაკოვა.1961 წლის ბოლოს ის დაბრუნდა აშშ_ში.მალევე გადავიდა დალასში.უნდა აღინიშნოს,რომ ოსვალდი საკუთარ თავს მარქსისტს უწოდებდა,კავშირი ჰქონდა კომუნისტებთან(როგორც საბჭოელ ასევე კუბელებთანაც).

ოსვალდი მინსკში ყოფნისას

0501df60795d

ახლა კი უშუალოდ გამოძიების პროცედურაზე გადავალ,თუმცა მანამდე ვიტყვი,რომ კენედის სიკვდილდან რამდენიმე საათში ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ დონოვანი იკავებს სავარძელს და ოფიციალურად ხდება თეთრი სახლის მმართველი,მისი „კურთხევა“ თვითმფრინავში მოხდა.

596818b1dba0

ჯონსონმა 1963 წლის 29 დეკემბერს შექმნა საგამოძიებო კომისია,რომელსაც ხელმძღვანელობა უზენაესი სასამრთლოს მაღალჩინოსანი ერლ უორენი.უორენის კომისიამ 10 თვეში დადო დასკვნა,სადაც “თეთრით შავზე” ეწერა რომ მთავარი დამნაშავე იყო ლი ჰარვი ოსვალდი,რომელიც მარტო მოქმედებდა ყოველგვარი მოკავშირეების გარეშე(?!).მიუხედავად დასკვნის ოფიციალური სახისა,მაინც უნდა აღინიშნოს,რომ კენედის მკვლელობა დღემდე უამრავ კითხვას ბადებს და ბურუსითაა მოცული.

უორენი დაკვნას გადასცემს ჯონსონს

8756fdc5637e

გარდა ზემოთნახსენები ოფიციალური დასკვნისა არსებობდა ალტერნატიული ვერსიები-ზოგი თვლიდა,რომ დამნაშავე არ იყო ოსვალდი,ზოგი დამნაშავეებს კომუნისტურ სამყაროში ეძებდა(კუბელებისა და საბჭოელების სახით) და ა.შ.

ბოლოს კი სტატიას დავასრულებ კენედის გაკვეთის შესახებ ცნობით.აუტოპსია ჩატარდა მორგში 22 ნოემბერს 1963 წლისა.მედიკოსები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ კენედი 2 ტყვიით იქნა მოკლული.
მე მეტს აღარაფერს ვიტყვი ამ ფაქტზე,რადგან სურათები თავად მეტყველებენ ყველაფერზე(სუსტი გულის პატრონებმა თავი შეიკავეთ).

f2194ff30585

3130d74f5a59

5b4b28a75a05

865a1ffcbb3e

76cab3932648

d2e6d209c782

f79e14bbad81

2aa7dc2d2586

a8f077f69619

e0b53c26470e

2eeed16d3432

9e1acf23a164

ფოტო უკომენტაროდ

e67ff711e06c

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button