არქივი

სიზმრები

ea8afbd72aef
ახადე საიდუმლოს ფარდა. . .
დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, ალბათ იცით ჩვენი რელიგია უარყოფს სიზმრებს, არ მინდა მიიღოთ ეს ჩვენი რელიგიის საპირისპიროდ. მე უბრალოდ ინფორმაცია ვიპოვე და თქვენც მინდა ნახოთ.
ალბათ ბევრს გაგიგიათ სიზმრის არ უნდა დაიჯეროო მაგრამ ფაქტია რო ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი ხედავს წინასწარმეტყველურ ნიშნებს (ეს არ არის ჩემი აზრი). არადა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს ღამით მიღებული ინფორმაცია და გამოიყენოს დღისით მზისით.

გეტყვით, რომ სიზმარი ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრია და ის სინამდვილის, რეალური ცხოვრების ზუსტი ანარეკლია. ამიტომ, გირჩევთ, ნუ ეცდებით სიზმრის აბსურდულობის დამტკიცებას რეალობაში. ყოველ დილით აღიდგინეთ ღამით ნანახი, გააანალიზეთ, დაუკავშირეთ რეალურ ფაქტებს და გაითვალისწინეთ დღის განმავლობაში. შესაძლოა, სიზმარმა საბედისწერო შეცდომის შესახებ ან თუნდაც, საფრთხეზე მოგცეთ მინიშნება.

ყველაზე ხშირად ღამით მინიშნებებს იღებს მერწყული , კურო , კირჩხიბი და თევზები. ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმარი ესიზმრებათ სავსემთვარეობის დროს, განსაკუთრებით მაშინ როცა მთვარე თევზებისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ გადის.

წყლის სტიქიის ნიშნები, კერძოდ, კირჩხიბები, მორიელები და თევზები, ყველაზე ხშირად ხედავენ სიზმრებს და სწორედ ღამეული ხილვების მიხედვით იგებენ მომავალს – სიზმრის სახით იღებენ თავისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას და მინიშნებას. ეს კი ხშირად, მათი წარმატების მიზეზია რეალურ ცხოვრებაში.

ჰაერის სტიქიის ნიშნები, კერძოდ, ტყუპები, სასწორები და მერწყულები ღამით ისეთ სიზმრებს ხედავენ, რაზეც დღისით, ანუ რეალურ ცხოვრებაში ფიქრობენ და განიცდიან. შესაძლოა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა სიზმარში სწორედ იმ პრობლემის გადაჭრის გზები მოიძიონ, რომლის მოგვარებასაც ვერ ახერხებენ რეალურ ცხოვრებაში. ინფორმაცია, რასაც სიზმარი მათთვის ღამით აგზავნის კოსმოსიდან, ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის, ძირითადად გადაუჭრელ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს უკავშირდება.

ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან, ანუ ვერძებთან, ლომებთან და მშვილდოსნებთან სიზმარი ფერადი სახით მოდის. მათ ვურჩევ გაითვალისწინონ ყოველი ის გაფრთხილება, რასაც ღამით კოსმოსი ახალმთვარეობის დღეებში უგზავნის. ნუ გაუკეთებთ იგნორირებას ღამის ხილვებს, რათა ზედმეტი პრობლემა არ შეიქმნათ რეალურ ცხოვრებაში – სიზმრით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ზედმეტი ხლაფორთის გარეშე მარტივად დაიპყროთ მწვერვალები და დაიკმაყოფილოთ საკუთარი ამბიციები.

მიწის სტიქიის ნიშნები – კუროები, ქალწულები და თხის რქები სიზმრად იმას ხედავენ, თუ როგორ გადაჭრან პრაქტიკულად პრობლემა რეალურ ცხოვრებაში. ასევე, მათ ხშირად ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრები. თუ ამ სიზმრებს მეტი ყურადღებით მოეკიდებიან მიწის სტიქიის ნიშნები, მაშინ ისინი ცხოვრებაში ადვილად მიაღწევენ წარმატებებს და იღბალიც ადვილად გაუღიმებთ.

5f201e20f04a

წყარო: tbiliselebi.ge

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button