არქივი

პლატონი, მუდმივი იდეა

992965 395238807262607 291371818 n

დღეს ვისაუბროთ დიდ ათენელ პიროვნებაზე, რომელმაც ფურორი მოახდინა ანტიკურ ხანაში. მან ადამიანებს დაუმტკიცა, რომ ადამიანი არის ინტელექტუალური არსება, რომელსაც შეუძლია აზროვნება. მან ოცდახუთი საუკუნის წინ იმსჯელა ისეთ საკითხებზე, ისეთ თემებზე, რომელიც თანამედროვე ფილოსოფოსების გადაუჭრელი პრობლემაა. ახლა კი, თქვენის ნებართვით, დავიწყებ.

      პლატონი (ძვ.წ 427-247) ათენის დიდგვაროვანთა ოჯახის შთამომავალია. მშობლების შერქმეული სახელი იყო არისტოკლე, ხოლო ფართო შუბლის ( ან მხარბეჭის, ვრცელი მსჯელობის გამო) მისთვის შეურქმევიათ პლატონი. პლატონი სიყრმიდან მიჰყო წერას, მის კალამს ეკუთვნის უამრავი ტრაგედიები, ლექსები. პლატონი ნამუშევრების დიდი უმრავლესობა დიალოგებია.

File:Head Platon Glyptothek Munich 548.jpg

       პლატონისეული მოძღვრება ხელოვნბეის თაობაზე მშვენიერების ცნებას ეფუძნება. პლატონის აზრით, შვენიერება არსებობს თავისთავად, მუდმივი იდეის სახით. ხოლო მგრძნობადი მშვენიერი საგნები მშვენიერნი არიან ამ იდეისადმი თანაზიარობით. ხელოვნება, პლატონის თქმით, მშვენიერის გამოსახვაა რომელიმე კონკრეტულ გრძნობად სახეში. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარადუოთ, რომ ხელოვნება არის მიბაძვი მიბაძვა, რადგან საგანი ბაძავს იდეას, ხოლო ხელოვანი კი – გრძნობად საგანს. აქედან გამომდინარე შეერქვა პლატონისეულ ხელოვნების თაობაზე შექმნილ ნამუშევრებს მიბაძვის თეორია. მიუხედავად ამგვარი პოზიციისა, პლატონი სულაც არ მიდის ხელოვნები უარყოფამდე, იგი პირიქით დიდი შეფასებებლია ჭეშმარიტი ხელოვნებისა, რომელიც ემსახურება მშვენიერების იდეის განხორციელებას და გმობს მხოლოდ მიმბაძველობას, ზერელე მელექსეობას. პლატონის აზრით,  ჭეშმარიტი ხელოვანი ვერ გახდები ვერ მხოლოდ სწავლით, ვერც მხოლოდ  ძლიერი ლტოლვით სრულყოფისადმი, ვერც მიმბაძველობის უნარით. ნამდვილი ხელოვანი მშვენიერების იდეითაა განსჭვალული. ეს არის ცნობიერი, წინასწარ განზრახული მოქმედება. ამ დროს ხელოვანი შემოქმედებით აღმაფრენას ეძლევა, რომლის დროსაც იბადება ჰარმონია და რიტმი. მშვენიერება თავისთავად წილნაყარია ყველაფერთან, მიწიერთან, ზეციერთან, სულიერთან და სხეულებთან.

File:Platon altes Museum2.jpg

აი ამგვარი მართლაც თავისი დროისთვის განსაცვიფრებელი აზროვნების პატრონი გახლავთ დიადი პლატონი, ტყუილად კი არ შეურქმევიათ ფართო შუბლი. პლატონი გვასწავლის ჭეშმარიტების წვდომა და მისკენ სწრაფვა, ყველას გისურვებთ ჭეშმარიტების შეცნობას და ნამდვილი ღირებულებების დაფასებას.

ასევე მინდა მოგცეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ პლატონის ნაშრომის უკეთ გაანალიზებაში, ამ ვიდეოებშინახავთ ქართველი მოწინავე კრიტიკოსთა გაანალიზებას :

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button