ვიდეოებისაკითხავისურათები

Ghost Recon: Future Soldier

9cf5dd3d8a9f
Tom Clancy’s Ghost Recon: Future Soldier – მესამე პირის Tactical shooter ჟანრის თამაშია. რიგით მე-7 Ghost Recon ფრანჩაიზის ისტორიაში. თამაშს ქმნის კომპანია Ubisoft Paris პლატფორმებისთვის xbox360, PS3 და PC. თამაშის გამოსვლა კონსოლებზე დაგეგმილია ამა წლის 25 მაისს, ხოლო PC ვერსია გამოვა მოგვიანებით.

თამაშის გამოსვლა თავიდან იყო დაგეგმილი 2010 წელს, მაგრამ მისი გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო… 25 მაისი შემქნელების თქმით გამოსვლის საბოლოო თარიღია.
თამაშის სიუჟეტი განვითარდება 10 წლის შემდეგ Advanced Warfighter 2-ის მოვლენებიდან. სიუჟეტის მიხედვით რუსეთში იქნება სამოქალაქო ომი, ხოლო კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის პიკზე იდგება. ამ ყველაფერს დაემატება გლობალური დათბობა და სხვა ბუნებრივი კატასტროფები. ხოლო ჯგუფ “მოჩვენებებს” მოუწევთ ამ კონფლიქტის მოგვარება, რაშიც მათ დაეხმარებინ ულტრათანამედროვე გაჯეტები და ხელსაწყოები.
a0dae1a30b6a
რთულია ითქვას როგორ განვითარდება სიუჟეტი, მაგრამ შემქმნელებს ძალიან სურთ აჩვენონ “ჰოლივუდი”. სცენებში და გეიმპლეიში იქნება ჩადებული ექშენი, ხოლო თამაშის დინამიკა აიწევს. “მოჩვენებები” იქნებიან ნამდვილი სიკვდილის მანქანები, რომლებსაც შეეძლებათ უჩუმრად შეაღწიონ მტრის ბანაკში, ხოლო შემდეგ დიდი აფეთქების ფონზე გამოვიდნენ უკან.
d85105c75069
რა თქმა უნდა თამაში არ იქნება მხოლოდ ექშენი. ყველანაირმა ტაქტიკურმა შესაძლებლობებმა განიცადეს ძირეული შესწორება – ისინი დაიხვეწებიან და სირთულე იქნება დაყვანილი მინიმუმამდე. მოთამაშეს ძველებურად თან ახლდება ჯგუფი, რომლებსაც მისცემს ბრძანებებს, მაგრამ კონტროლი იქნება დაყვანილი მინიმუმამდე – ხელოვნური ინტელექტი (AI) იმოქმედებს ინდივიდუალურად და მიბაძავს მეთაურის სტილს. მაგალითად: თუ თქვენ ძირს დაწვებით – ისინიც ძირს დაწვებიან, თუ გაისვრით – ისინიც გაისვრიან.
ამ მომენტში თამაშის მთავარი ტაქტიკური “ფიშკა” არის… ერთდროული გასროლა. მოთამაშე მონიშნავს მოწინააღმდეგეებს, და მის ბრძანებაზე ყველა ” მოჩვენება ერთდროულად გაისვრის. ეს სიტემა მოგვაგონებს Splinter Cell: Conviction-ის “მონიშნე და გაანადგურე” სისტემას.
907d43e49476
მეორე “ფიშკა” იქნება გართულებული სროლა თავშესაფრიდან. ასე, რომ აღარ გამოგივათ ერთი და იგივე კუთხიდან სროლა. როგორც კი თავშესაფარს დაუწყებენ სროლას, კამერა დაიწყებს აქეთ-იქით მოძრაობას, ამ დროს დამიზნება იქნება ძალიან რთული. მოთამაშეს მოუწევს პოზიციის შეცვლა ან თანამებრძოლს “სთხოვოს” დაზღვევა.
02705e9d2b24
თამაშში იქნება ბევრი გაჯეტი. “მოჩვენებებს” ექნებათ “ფანტასტიკური სათამაშოები”. ისინი უყურებენ სამყაროს სპეციალური სათვალეებიდან, რომელიც აფართოვებს რეალურობას (შესაძლებელია გავიგოთ რა იარაღი უჭირავს მოწინააღმდეგეს, ეშინია თუ არა და ა.შ).
aa0bfea552c5
ნებისმიერ დროს მოთამაშეებს შეეძლებათ მასკირების რეჟიმში შესვლა, იმდენ ხანს რამდენ ხანსაც გაუხარდებათ. ეს თამაშის კიდევ ერთი “ფიშკაა”. უჩინმაჩინის მოსასხამი, რომელიც მოთამაშეს თითქმის უხილავს ხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვენ ვერავინ დაგინახავთ. მოთამაშე იქნება აღმოჩენილი თუ ის დაიწყებს უაზროდ სროლას, ატეხავს ხმაურს ან მოიქცევა არაპროფესიონალურად. უკეთესი იქნება მოწინააღმდეგესთან მიპარვა და ჩუმად მოკვლა.
dd6823b1a64f
თამაშში გამოჩნდება სპეციალური ყუმბარები, რომლებიც აღმოაჩენენ მტერს. ასევე – რეჟიმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კედლებს შორის ყურება.
“მოჩვენებებს” აუცილებლად ექნებათ მზვერავი დრონი, პატარა რობოტი, რომელსაც შეეძლება იმოძრაოს როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში, ექნება სითბოვიზორი და პატარაკალიბრიანი ტყვიამფრქვევი.
e9831fecc966
და ბოლოს თამაშში იქნბა ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებიც შესაძლებელი იქნება დავშალოთ ათეულობით შემადგენელ ნაწილად და მოდერნიზაცია გავუკეთოთ ჩვენ გემოზე. ყველანაირი მოდიფიკაციებით შესაძლებელი იქნება ათასობით იარაღის აწყობა.
33600e9be505

თამაშს ექნება კოოპერატიული რეჟიმი ოთხ ადამიანზე, მულტიპლეიერი და კინექტის მხარდაჭერა.

ეს კი ტრეიელერები:

წყარო: ვთარგმნე რუსული საიტებიდან და ვიკიპედიიდან

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close