არქივი

Dishonored

44dfcb83b447
Dishonored – სტელს-ექშენ ჟანრის კომპიუტერული თამაშია პირველი პირისგან RPG-ელემენტებით, რომელსაც ქმნის ფრანგული კომპანია Arkane Studios, ხოლო გამომცემლად გვევლინება Bethesda Softworks. პროექტის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის 12 ოქტომბერს, PC, PS3 და xbox360-სთვის.

თამაშის მოქმედებები განვითარდება ტოტალიტარულ სახელმწიფოში სადაც ხალხი ემორჩილება ტირან იმპერატორს. მთელი კაცობრიობა ცხოვრობს ოთხ გიგანტურ კუნძულზე, რომლებიც გარშემორტყმულია ოკეანით. იქ მაგია შეთავსებულია ტექნოლოგიებთან, ხოლო ქალბატონები ფუშფუშებიან კაბებში – საბრძოლო ეგზოსკელტებთან.
9d4a891f7ef8

დენუოლი – ქალაქია ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც გავრცელებულია შავი ჭირი. მთავრობა კი ამ მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ატერორებს ქალაქს: რაზმები რომლებიც გაგზავნილია ჭირთან საბრძოლველად ძარცვავენ უბრალო ხალხს, ავადმყოფობასთან ერთად კი ქალაქს მოიცავს უწესრიგობა და პანიკა.
მთავარ გმირს ჰქვია კორვო, ის დედოფლის პირადი მცველია. თამაში იწყება იქიდან, რომ დედოფალს კლავენ, ხოლო ეჭვმიტანილი ხდება კორვო და მას დააპატიმრებენ. დამნაშავის საპოვნელად კი ის გადაიქცევა მცველიდან მკვლელამდე, ხოლო თავისი საქმის გაკეთებაში მას დაეხმარება ზეშესაძლებლობები, რომლითაც ის დაჯილდოვებული იქნა საკანში ჯდომისას.
1a95dd5bdc35

ასეა-თუ ისე კორვო გახდება მკვლელი. მისი დავალება იქნება არა დაცვა, არა ბრძოლა გადარჩენისთვის, არამედ მოკვლა. ამ პირქუშ მოტივს კი შეესაბამება გმირის აღჭურვილობაც, ბრძოლის საერთო სურათიც და საერთოდ მთელი Dishonored. მკვლელობას შემქმნელები სერიოზულად ეკიდებიან.
შინაგანად თამაში ჰგავს Dark Messiah-ს. ესაა ექშენი პირველი პირისგან, ყურადღებაგამახვილებული ახლო ბრძოლაზე. ბრძოლა მოგვიწევს ორივე ხელით. მარჯვენა ხელი საჭიროა ახლო ბრძოლისთვის, მასში კორვოს ეჭირება ხმალი, დანა ან სხვა იარაღი ახლო კონტაქტისთვის, ხოლო მარცხენა საჭირო იქნება დისტანციური ბრძოლისთვის, მასში მთავარ გმირი დაიჭერს პომპეზურ პისტოლეტს ან მინიატურულ არბალეტს, ასევე ამ ხელით გამოიყენებს იგი მაგიას.
რაც შეეხება ცივ იარაღს, ისინი ნამდვილად გამოიყურებიან … მტაცებლურად. ისინი გეჩვენება ისეთ მჭრელად, თითქოს შეხედვითაც შეიძლება რამე გაიჭრა.
33623d9e91e6

კორვოს აქვს განსხვავებული ზეშესაძლებლობები – ყველაზე მარტივი ჯადოქრობაა დროის შეჩერება. არა დროის შენელება, არამედ პაუზა. დრო გაიყინა, ვესროლეთ თითოეულ მტერს თითო ტყვია, ერთ-ერთსაც გამოვჭერით ყელი – დრო გაგრძელდა: წამიერად დაიხოცა ყველა მტერი, ხოლო გმირი დგას ისე თითქოს არც განძრეულა.
მეორე “ილეთია” – ცოცხალ არსებებში გადასახლება: კორვოს შეუძლია მტერში ჩასახლდეს და მერე თავისიანები მოაკვლევინოს. ჩასახლება შესაძლებელი იქნება სხვა ცოცხალ არსებებშიც, მაგალითად: ვირთხებში, მაგრამ ეს გარკვეულწილად საშიშია, რადგან გამვლელმა შეიძლება უნებურად ფეხი დაგვაბიჯოს
123cfc29307d

ამათ გარდა კიდევ ცნობილია, რომ კორვოს შეუძლია ახტეს 5 მეტრამდე ჰაერში, ტელეპორტირდეს და ირბინოს ძალიან სწრაფად.
შემქმნელები აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეზღუდონ მოთამაშეები, ამიტომ იმის მაგივრად, რომ შეამცირონ ტელეპორტაციის მანძილი ან შეამოკლონ დროის გაჩერება, ისინი ცდილობენ შექმნან ძალიან ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი. ხოლო იდეალურად შეწყობილი ზეშესაძლებლობები ასასინთან, ეს მათი მთავარი მიზანია.
34d616da96fe

თამაშში დეტალიზირებულია ყოველი კადრი. მტრები აქ იქცევიან ძალიან რეალურად: არა მხოლოდ ეწევიან ან ერთმანეთთან ლაყბობენ,არამედ მაგალითად, შეუძლიათ მივიდნენ ბუხართან გასათბობათ ან დაათვალიერონ კედელზე დაკიდებული სურათი. მიმიკა, ჟესტები, არააუცილებელი ფრაზები – ყოველი პერსონაჟისთვის მომზადებულია მასა ანიმაციებისა.
c7995a43efd9

ვირთხებს თამაშში “განსაკუთრებული” როლი უჭირავთ. ზუსტად ისინი ავრცელებენ ქალაქში შავ ჭირს, ნაგლად დასეირნობენ ქუჩებში და “ჭამენ” გვამებს. მთავარი გმირი და ვირთხები თავისებურ კავშირში არიან ერთმანეთთან – თუ ბევრ ვირთხას შეხვდებით ესეიგი ახლოს გვამია, ხოლო თუ გარბიან ესეიგი წინ საშიშროებაა. თქვენ ასევე შეგეძლებათ ვირთხაში ჩასახლება, რომ მაგალითად შეაღწიოთ აკრძალულ ზონაში და ყველა ააფეთქოთ ზურგზე მიმაგრებული დინამიტით. კიდევ შეიძლება გამოიძახოთ მთელი “ჯოგი” დახმარებისთვის და მიუსიოთ მტერს.
e9f460a88e58

შემოგთავაზებთ ტრეილერს:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button