ვიდეოებისაკითხავისურათები

რას წარმოადგენს DayZ?

81f3b499bb9c
ბევრ თქვენგანს შეიძლება გაგონილი არც ჰქონდეს ამ პროექტის შესახებ, მაგრამ ვინც სადმე ნახა, ალბათ აინტერესებს, თუ რას წარმოადგენს ეს თამაში.

DayZ – უფასო მრავალმომხმარებლიანი, ჰარდკორული მოდიფიკაციაა სამი წლის წინ გამოსულ საბრძოლო სიმულატორზე ARMA 2. ის ახლა მხოლოდ ალფა-ტესტირების რეჟიმშია, მაგრამ უკვე მოასწრო გადაქცევა იშვიათ ფენომენად და ARMA 2-ის გაყიდვები გაზარდა 500% -ით!

უზარმაზარი რაოდენობის ხალხი ახლა თავდაჯერებულად თამაშობს DayZ-ს. გასაგებია, რომ ერთი შეხედვით თამაში გამოიყურება ისე, თითქოს მასში საერთოდ არაფერი ხდება. ვიღაც ხალხი ზურგჩნათებით და კეპებით ძალიან ნელა მიცოცავენ ტყე-ტყე, ხშირად ჩერდებიან და არ ინძრევიან. ბუჩქებში (ხშირად – ჰორიზონტზე) რაღაცა იწყებს მოძრაობას, კეპები ჩუმად ტრიალდებიან, მიცოცავენ საპირისპირო მხარეს და ისევ ჩერდებიან რომელიღაც ფარდულში. ასე, რომ DayZ-დან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად საჭიროა რამდენიმე ასპექტის გაგება.
4cee9bf83895

გარეგნობა მაცდურია: DayZ შუთერი არ არის, იმისდა მიუხედავად რომ სროლა აქ საკმაოდ ხშირია, ის ბევრად უფრო მეტია. რასთან შეჩვევაც პირველად მოგიწევთ ისაა, რომ თამაშში გასაკეთებელი არაფერია – მაგრამ ეს ორმაგი გრძნობაა: გასაკეთებელი არაფერია, მაგრამ ზუსტად ამის გამო შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება.

იმის შემდეგ რაც მოუფიქრებთ თქვენ პერსონაჟს სახელს და მოირგებთ გარეგნობას, ის გაჩნდება ჩვეულებისამებრ ზღვის სანაპიროსთან მაკაროვის პისტოლეტით, მცირე რაოდენობის ტყვიებით და სამედიცინო ბინტით ზურგჩანთაში. თამაში არ იძლევა კონკრეტულ დავალებებს, აქ არაა მისიები, გაძლიერება და ა.შ., მთავარი მიზანია – დარჩე ცოცხალი რაც შეიძლება დიდხანს. რაც შეეხება ტერიტორიას ესაა 225 კვადრატული კილომეტრი ჩერნორუსია, პოსტ-საბჭოთა სამყარო, რომელიც დავირუსდა ახალი და ჯერჯერობით უცნობი ინფექციით. უზარმაზარ რუკაზეა მთები, ტყეები, სოფლები, ქალაქები, სამხედრო ბაზები და სხვადასხვა დანიშნულების პუნქტები. მათ ირგვლივ კი დახეტიალობენ ზომბები – ისინი დარბიან სწრაფად და მწარედ იკბინებიან, მაგრამ ყველაზე დიდი თავისტკივილი ისაა, რომ პერსონაჟი საჭიროებს კვებას, წყალს და დიდხანს სუფთა ჰაერზე ყოფნით პერიოდულად იყინება. ბუნებრივია, იარაღები და სხვა ბედნიერებები, ასევე ბინოკლი, საათი, რუკა და კომპასი საჭიროა ვეძებოთ იქ, სადაც ყველაზე დიდი შანსია სიკვდილისა: ქალაქებში.
87a5027437dc

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,DayZ მოათავსებს მოთამაშეებს მაქსიმალურად მტრულ სამყაროში, ერთადერთი გასროლა და შეიძლება ზომბების მთელი ხროვა დაგესიოთ. ირგვლივ ზომბების გარდა რამდენიმე ათეული თქვენნაირი მომხმარებელიცაა: კომუნიკაცია მათთან რთულია და ხშირად უფრო საშიშიცაა, ვიდრე უტვინო და პროგნოზირებად ზომბებთან შერკინება. გადარჩენის შანსი ცოცხალ მოთამაშესთან შეხვედრისას 50/50-ზეა: ერთი მოგეხმარებათ ზომბებთან ბრძოლაში და გაგინაწილებთ კონსერვის ქილის შიგთავსს, ხოლო სხვა – ცივსისხლიანად გესვრით ზურგში და წაგართმევთ ერთადერთს რაც გქონდათ: მარტოსული პეპსის ქილა.
cd6bab085cda

ასევე რაც თამაშს გამოარჩევს ესაა ორიგინალური სამედიცინო დახმარების სისტემა – თუ თქვენ დაგჭრიან, დაგეწყებათ სიხლდენა სანამ ჭრილობას არ შეიხვევთ. დაკარგეთ ბევრი სისხლი, მოელოდეთ გულის წასვლებს. თუ დაგჭრიან ფეხში ვერ შეძლებთ ნორმალურად სიარულს, სანამ არ გაიკეთებთ მორფს ტკივილის გასაყუჩებლად. ტკივილი ასევე მოქმედებს კონცენტრაციასა და ყურადღებაზე, ასე, რომ ტკივილგამაყუჩებლის გარეშე, დაჭრის შემთხვევაში პერსონაჟი დაიწყებს ცახცახს. ეს სიტემა ყველაზე რეალურია თავის მსგავსებს შორის.
d4bf1b931d9f

ერთიანობაში არ არის გასაკვირი ვიღაცას, რომ თავში მოსდის კითხვა, რა გავაკეთო თამაშში. პასუხი: რაც გინდათ, იპოვეთ მეგობრები და დაკავდით მაღაზიების ძარცვით. გაასუფთავეთ ქარხნები და ეძებეთ ნაწილები, ავტო ტექნიკის შესაკეთებლად. გახსოვდეთ: DayZ ეს ჯერ ისევ ARMA 2-ის მოდიფიკაციაა, და აქაა საომარი სიმულატორის ყველანაირი შესაძლებლობა. დიდი ძალისხმევით შესაძლებელია ტანკის შესაკეთებლად საჭირო ნაწილების პოვნა და მისით გადაადგილება! ან ფრენა ზომბებით სავსე მინდვრების თავზე ვერტმფრენით. მთავარია შეძლოთ გადარჩენა და თამაში უხვად დაგაჯილდოვებთ ყველანაირი “ტანჯვისთვის”, და მთლიანად ჩააქრობს ბრაზს მის მიმართ, რომელიც უჩნდებათ ყველაზე მომთმენ მოთამაშეებსაც კი.
517c04cd1b8b

და ბოლოს მოგბეზრდათ სხვა თამაშებში დიდი დროის ხარჯვა გამოსადეგი ნივთების საძებნელად შემდეგ კი სერვერის შეცდომის გულისთვის მათი დაკარგვა?
ეს DayZ-ს შემთხვევაში არ მოხდება. თამაშს გააჩნია გამოყოფილი მონაცემების ბაზა, ასე, რომ გამოთიშვის შემთხვევაში ყველა თქვენი ნივთი შეინახება.

შემოგთავაზებთ ვიდეომატერიალებს:


P.S. სათამაშოდ საჭიროა ლიცენზირებული ARMA 2: operation arrowhead-ის ქონა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close