არქივი

Assassin’s Creed 3

da229e9456ba
Assassin’s Creed III — კომპიუტერული მოქმედებით-სათავგადასავლო მულტიპლატფორმული თამაშია, რომელსაც ქმნის Ubisoft Montereal-ი პლატფორმებისთვის: Xbox 360, Play Station 3, PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის 30 ოქტომბერს. წინა ნაწილებისგან განსხვავებით აქ გვხვდება ახალი მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი და დრო— ამერიკის შეერთებული შტატები, მოქმედება კი მიდის ამერიკის რევოლუციის პერიოდში 1753—1783 წლებში.

ახალ მთავარ გმირს ერქმევა კონორი, ასევე მას ექნება მეორე სახელიც რატოჰნჰაკეტონი(Ratohnhaketon). ახალი ასასინის მამა ინგლისელია, ხოლო დედა აბორიგენი ამერიკელი ინდიელი. თამაში დაიწყება კონორის ბავშვობიდან ფრონტირის ამერიკულ საზღვარზე. ისტორიული ფრონტირი კოლონისტების აშშ-ში გადაადგილების საზღვრად ითვლება. იქ მთავარ გმირს ზრდიდნენ მოჰავკის ტომის ინდიელები, რომლებიც ებრძოდნენ კოლონისტებს, რადგან ისინი არბევდნენ მოჰავკების დასახლებებს. ამის შედეგად კონორმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება გაეტარებინა ტირანიის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

6b741cf712c2

მოთამაშებს მისცემენ შესაძლებლობას აძვრნენ ხეებზე და კლდეებზე. ბრძოლებში ძირითადი აქცენტი იქნება გადატანილი თავდასხმასა და ასასინის სისწრაფეზე (ასე რომ აღარ მოგვიწევს ხმალაფარებული დგომა იმის მოლოდინში ვინ დაგვესხმევა რომ კონტრდარტყმა მივაყენოთ). როგორც ცნობილი გახდა დიზაინერებმა შექმნეს ათასობით უნიკალური ანიმაცია ახალი საბრძოლო სისტემის შექმნისთვის.

ჯორჯ ვაშინგტონი გახდება, ერთ-ერთი გასაღებისეული პერსონაჟი, ვისთანაც კონორი არაერთხელ ისაუბრებს. პროტაგონისტს ასევე მოუწევს შეხვედრა ბენჟამინ ფრანკლინთანაც, რომელიც თამაშში წარმოდგენილია გამომგონებლად (ლეონარდო და ვინჩის სტილში).

16389badf1a5

თამაშში იქნება ბევრი ისტორიული მოვლენა, მაგ: ნიუ-იორკის დიდი ხანძარი და კონორი მონაწილეობას მიიღებს ისტორიულ ბრძოლებშიც.
ბრძოლები თამაშში იქნება ნამდვილად მასშტაბურები რამოდენიმე ათასი მეომრით (და არა რამოდენიმე ათეულით როგორც წინა ნაწილებში იყო.)

0370e0e6e68d

თამაშის სიუჟეტი განვითარდება კონორის ირგვლივ და კვლავ მოგვითხრობს ასასინების და ტამპლიერების მრავალწლიან მტრობაზე. სიუჟეტის განვითარების შემდეგ მოთამაშეები მიხვდებიან, რომ ყველა კოლონისტი არ არის “კეთილი” და ყველა ინგლისელი არ არის “ბოროტი”. ამ სახით შემქმნელებს იმის თქმა სურთ რომ ასასინებსაც და ტამპლიერებსაც თავიანთი მიზნები აქვთ და თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები არიან (ტამპლიერებს ნამდვილად ჰგონიათ რომ სამყაროს გადაარჩენენ.)

თამაშში გამოჩნდება ფრონტირის უზარმაზარი ლოკაცია, რომელიც რამოდენიმეჯერ დიდია ლოკაციაზე რომელიც შეგვხვდა brotherhood-ში. ფრონტირი არ იქნება უდაბნო და მკვდარი ადგილი – აქ მიმდინარეობს მთელი თამაშის მესამედი ნაწილი. ლოკაციაში იქნებიან როგორც კოლონისტების დასახლებები( ლეკსინგტონი, კონკორდა) ასევე ინდიელების სოფლები, სადაც ცხოვრობდა კონორი. პირველად ფრანჩაიზის ისტორიაში გამოჩნდებიან ველური ცხოველები მოთამაშეებს შეეძლებათ ინადირონ ცხოველებზე და მოიპოვონ რესურსები.
8851ee40a756

ველური ადგილების გადალახვა ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებენ გეიმპლეის მხრივ. კონორი გამოიყებს ხეებს და გარემოს სხვა ელემენტებს, უფრო ეფექტური ბრძოლისთვის ან ნადირობისთვის. თამაშში გამოჩნდება სეზონები და დღის და ღამის ცვლა. ასევე დროთა განმავლობაში სამყარო შეიცვლება: იქ სადაც იყო მასიური ბრძოლა, იქნება მხოლოდ მიტოვებული ბანაკი.
37859251e83c

ubisoft-მა შექმნა სრულფასოვანი ამინდის ცვლა ზაფხულობით და ზამთრობით. ზამთარში ჯარისკაცები გადაადგილდებიან უფრო ნელა (თოვლის გამო) ტბები და მდინარეები კი გაიყინებიან. შემქმნელები აცხადებენ რომ მოთამაშე ველური ბუნების ელემენტებს ზამთარში უფრო ეფექტურად გამოიყენებს.
რაც შეეხება ფრაქციებს, თამაშში გამოჩნდება ბევრი სახის კლუბები და ჯგუფები, რომელშიც შესაძლებელია გაწევრიანება. კლუბები დაუკავშირდებიან მოთამაშეს იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს იგი თამაშში, მაგ: თუ თქვენ ბევრს ნადირობთ, მოგივათ მოწვევა მონადირეთა კლუბისგან. ეკონომიკა თამაშში დაფუძნებული იქნება გაყიდვით სისტემაზე და ახალ კუთვნილებით სიტემაზე.

მესამე ნაწილში გამოჩნდება უფრო მეტი მისია დესმონდისთვის, მაგ: გამოჩნდება ახალი თავსატეხი, ტეტრისის სტილში პირველი პირისგან. მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისმა მიაღწია ვერსიამდე animus 3.0. განახლებული ვერსია შესაძლებლობას მისცემს მოთამაშეებს, გაიგონ საინტერესო ფაქტები ამერიკის რევოლუციის შესახებ.
e65a52fafc0e

უზარმაზარი ლოკაციის გამო შემქმნელებს მოუწიათ სწრაფი გადაადგილების სიტემის შემოღება, მაგრამ რა სახით იქნება რეალიზებული ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც არ უნდა იყოს თამაშიდან მაინც მოუწიათ რამდენიმე ელემენტის ამოღება – ტერიტორიების დაცვა როგორც იყო revelation-ში მოაშორეს.
e29cbcc56b0c

როგორც გაირკვა მოთამაშეებს შეეძლებათ კონორის იარაღების შეცვლა. უცვლელი დარჩება მხოლოდ “დამალული დანა”, იმისდა მიუხედავად რომ თამაშში გამოჩნდა ტომაჰავკი და მშვილდისარი. ბრძოლაში კონორს შეეძლება გამოიყენოს ორი იარაღი. ტომაჰავკი და დანა იქნებიან მოთამაშის ერთგული იარაღები ბრძოლაში.

კონორს შეეძლება გამოიყენოს ცოცხალი ფარები და სხვა არაჩვეულებრივი მოძრაობები სიტუაციის მიხედვით. შემქმნელებს სურდათ, რომ ბრძოლის დროს კონორს სულ ემოძრავა. გმირს დაუმატეს ბევრი მეორადი იერიშები, მაგ: გასროლა პისტოლეტიდან. ამ ყველაფერს კი გადაიღებს დინამიური კამერა, რომელიც შეარჩევს საუკეთესო პერსპექტივას ანიმაციისთვის და გამოიწვევს კინემატოგრაფიულ შეგრძნებას.

ქალაქების დეტალიზაცია იქნება კიდევ უფრო დახვეწილი. მოქალაქეები იცხოვრებენ საკუთარი ცხოვრებით, სანამ მთავარი გმირი გადაახტება წინაღობებს და გამოიყენებს ობიექტებს სწრაფი გადაადგილებისთვის. კონორს შეეძლება გადმოხტეს ფანჯრიდან ხეზე და ირბინოს სახლების სახურავებზე რაღათქმაუნდა. წინა ნაწილებისგან განსხვავებით სახლები იქნება უფრო დაბალი.
მესამე ნაწილში ასევე გამოჩნდება სირბილის ახალი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პერსონაჟს ერთდრულად ირგვლივ მიმოიხედოს და თან ირბინოს. ასევე შესაძლებელი იქნება სირბილის დროს იარაღიდან სროლა.
a981f32a486c

შემქმნელების თქმით, მესამე ნაწილი გახდა ყველაზე დიდხნიანი პროექტი პირველი ასასინის შემდეგ. ეს თამაში იქმნებოდა მეორე ასასინიდან მოყოლებული და მასზე დაიხარჯა უფრო მეტი რესურსები ვიდრე ყველა ასასინზე ერთად. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თამაში დამსგავსებოდა Assassin’s Creed 3.5.-ს. მთელი თამაშის დასრულებას გეგმავენ უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ. დარჩენილ დროს კი დახარჯავენ იმაში, რომ გამოასწორონ ბაგები და გააუმჯობესონ თამაში.
3f9a17733c35

ეს კი პირველი თრეილერი

მკაცრად არ შემაფასოთ, ჩემი პირველი პოსტია :)

მსგავსი ამბები

Back to top button