სულ ზევით, ზევით…
გაინტერესებთ სად მიდის ეს კიბე? ავიდეთ და ვნახოთ :)
ახლა საბაგირო ვაგონებში გადავსხდეთ და ცოტა დავისვენოთ. ძალების მოკრებაა საჭირო.
დიდი ამბავი, ვიწრო “ბილიკი”, სამაგიეროდ რა ხედია!
ცოტა ადრენალინიც არ გვაწყენს
სწორად მიხვდით, ის ორი ფიცარიც აღარ გვაქვს, პირდაპირ კლდეზე მივძვრებით
ახლა კი შეგვიძლია დავსხდეთ და… უგემრიელესი, ცხელი ჩაი მივირთვათ.
ჭეშმარიტი ჩაის მოყვარული ამ დაბრკოლებებს არ შეუშინდება. ეს ჩაიხანა ძველ ტაოისტურ ტაძარში მდებარეობს. მართალია, თავად ტაძარი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა იქ ისევ ამზადებენ იმ სახელგანთქმულ ჩაის, რომელსაც ასკეტური ცხოვრების მიმდევრები მედიტაციის წინ სვამდნენ. ეს ტაძარი ერთ–ერთია იმ ტაძრებიდან, რომლებიც მთა ჰუაშანის ყვავილისებურ ხუთ მწვერვალზე მდებარეობს. აღმოსავლეთ მწვერვალი საუკეთესო ადგილია მზის ამოსვლის სანახავად, შუა მწვერვალზე ჩინეთის მეფის მუგონგის ქალიშვილი გაიპარა ქმართან ერთად და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა, დასავლეთ მწვერვალს ულამაზესი ლოტუსის ფორმა აქვს, მაგრამ იგი იმდენად ციცაბოა, რომ მასზე ასვლა შეუძელებელია. ჩრდილოეთ მწვერვალი ღრუბლებითაა გარშემორტყმული, ჩვენი ჩაიხანა კი სამხრეთ მწვერვალზე მდებარეობს. მწვერვალების სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ ორი კილომეტრია, ყველაზე მაღალი, რასაკვირველია, სამხრეთ მწვერვალია.
ჩაის მირთმევის შემდეგ შეგიძლიათ აღმოასვლეთ მწვერვალზე, სპეციალურ ტაძარში გადაინაცვლოთ ჭადრაკის სათამაშოდ.
აი, აქ ვიყავით
P.S. ის წითელ- ყვითელი დროშები გზის მაჩვენებლებია. შუა მთაში ერთგვარი “გზაჯვარედინია”, რომლიდანაც სხვადსხვა მწვერვალისკენ მიემართება ბილიკები. ეს ბილიკები ზოგჯერ იკვეთება, ამიტომ ყველა მარშრუტს თავისი ფერი აქვს. წარმოიდგინეთ, გზა რომ აგერიოთ და სულ სხვაგან ამოყოთ თავი:)