“@” – ელექტრონულო ფოსტა თუ წონის საზომი?
იცით თუ არა რომ , სიმბოლო “@” ,რომელსაც ყოველდღე ვხვდებით ელექტრონული ფოსტის აღნიშვნისას, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს არ შექმნილა ინტერნეტისთვის. ეს აღნიშვნა გამოყენებული იყო ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქაში XV-XVI საუკუნეებში.
ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებში ეს აღნიშვნა ტრადიციულად აღნიშნავდა – წონის საზომს, დაახლოებით 12-13 კილოგრამი. შემდეგ ამ აღნიშვნამ გადაინაცვლა სასაქონლო ზედნადებებში. მისი გამოყენება ნაწერის შემცირების საშუალებას იძლეოდა. ეს იყო ინგლისური წინდებულის “at”_ის სწრაფი წერის საშუალება. რადგანაც ეს ნიშანი გამოიყენებოდა ბუღალტრულ ჩანაწერებში, შესაბამისად იგი გაჩნდა პირველ საბეჭდ მანქანებშიც. ამერიკული კომპანია “BBN Technology”_ ის მკვლევარმა რეი ტომლინსონმა შენიშნა ეს ნიშანი, როდესაც დაკავებული იყო საფოსტო პროგრამის შექმნით რომელსაც შეეძლო შეტყობინების გადაცემა მოშორებულ კომპიუტერზე. ასე გახდა ეს ნიშანი ელექტრონული ფოსტის სიმბოლო.