არქივი

Untamed & Uncut

9fc508d693af

“Untamed & Uncut” არის ამერიკული დოკუმენტური სატელევიზიო პროგრამა,რომელიც პირველად ეთერში გავიდა Animal Planet – ზე 2008 წლის 10 ივნისს. ამ პროგრამაში უჩვენებენ ცხოველების მოულოდნელ თავდასხმებს ადამიანებზე,რომლებიც იქნა გადაღებული ვიდეოკამერაზე ჩვეულებრივი ადამიანების მიერ. სრულიადში გაიგებთ ცხოველებისა და ადამიანების რამდენიმე შეტაკების შესახებ.

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო არსება არის ნიანგი,ის გამოირჩევა არამარტო თავისი ძალითა და სისწრაფით,არამედ ბრძოლის განსაკუთრებული სტილით. როდესაც ნიანგი ანხორციელებს შეტევას,ის კბენს მოწინააღმდეგეს და აწვება მთელი ძალით,მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია..კბენის შემდეგ მას ყბით მაგრად უჭირავს მსხვერპლი და აკეთებს მოძრაობას – ე.წ. “მკვდარ მარყუჭს”,რაც ტკივილს აათმაგებს. ასეთ არსებებთან ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გვმართებს. ვიდეოში იხილავთ რა მოყვა 21 წლის ყმაწვილის გადაზედმეტებულ სითამამეს.

ძაღლი – დამეთანხმეთ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველია,თუმცა ხანდახან გვავიწყდება,რომ ის მგლის უახლოესი ნათესავია. ცხოველებს არ ესმით ჩვენი ლაპარაკი, ისინი იყენებენ სხეულის ენას(body language),ასე რომ თუ მათთან ურთიერთობა გვსურს,აუცილებლად უნდა შევისწავლოთ მათი ქცევა,რათა ვიცოდეთ თუ რისი თქმა უნდათ მათ ჩვენთვის. სამწუხაროდ ჟურნალისტ ჯონ გორდანმა,რომელიც აკეთებდა რეპორტაჟს პოლიციელთა ძაღლის,გერმანული ნაგაზი – პედროს შესახებ,ამდენი არ იცოდა. რა გამოიწვია მისმა დაუდევარმა საქციელმა? იხილეთ ვიდეოში..

პედროს ბრალი ეს სულაც არ იყო,მან მხოლოდ ის გააკეთა,რასაც ასწავლიდნენ გაწვრთნის დროს.

ერთი შეხედვით მშვიდი და უწყინარი ცხოველი-სპილო,მასთან არასწორი მოპყრობისას,შეიძლება წამებში გადაიქცეს ადამიანთა მასიურ მჟლეტავად. ზედმეტი კომენტარების გარეშე,ვიდეოში იხილავთ სპილოს დამანგრეველ ძალას.(დაიღუპა 2 ადამიანი,დაშავდა-ბევრი)

ვიდეოს საყურებლად დააკლიკეთ აქ

დღეისთვის სულ ესაა – THE END

თუ პოსტი მოგეწონათ,აუცილებლად დააკომენტარეთ და გავაკეთებ მეორე ნაწილსაც.
პ.ს. ვისაც აინტერესებს ეს გადაცემა Animal Planet-ზე გადის ღამით 12-ის შემდეგ.

მსგავსი ამბები

Back to top button