არქივი

ეს საინტერესოა (ნაწილი 3)

dbe9c8f3af40
ესეც გაგრძელება…

საქონლის ფორმაში გამოწყობილმა ამერიკელმა სუპერმარკეტიდან 96 ლიტრი რძე მოიპარა

7de931c28704
ვირჯინიის შტატში საქონლის ფრომაში გამოწყობილმა ახალგაზრდა ამერიკელმა მამაკაცმა სუპერმარკეტ “Walmart 26”-დან 96 ლიტრი რძე მოიპარა და გამვლელებს დაურიგა.

როგორც პოლიციის ერთერთი თანამშრომელი აცხადებს, სამართალდამცავებისათვის ამ დრომდე უცნობია თუ როგორ შეძლო უცნობმა პირმა 96 ლიტრი რძნს გამოტანა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში პოლიციელებმა 18 წლის დამნაშავე აიყავნეს. ცნობილია, რომ დაკავებულის ავტომობილში საქონლის ფორმა აღმოაჩინეს.

18 წლის მოზარდი ახლო მომავალში სასამართლოს წინაშე წარსდგება თუცმა როგორც სამართალდამცავები აცხადებენ მას ციხეში არ ჩასვამენ.

ბონ ჯოვი საქველმოქმედო რესტორანს ხსნის

620efc626322
მუსიკოსი ჯონ ბონ ჯოვი ნიუ-ჯერსის შტატის ქ. რედ ბენკში საქველმოქმედო რესტორანს ხსნის, რომელიც “pay-what-you-can”–ის (“გადაიხადე რამდენიც შეგიძლია”) სქემით იმუშავებს.

რესტორანი ავტომანქანების ძველ მაღაზიაში გაიხსნება. ქალაქის ხელისუფლებამ მუსიკოსის იდეა უკვე მოიწონა. ბონ ჯოვის რესტორანი სახელწოდებით “Soul Kitchen” ამ წლის გაზაფხულზე ამუშავდება. მენიუში ფასები არ იქნება მითითებული. სავარაუდოდ, 1 ადამიანის გამოკვება 10 დოლარი დაჯდება, მაგრამ ფულის არქონის შემთხვევაში, კლიენტს რესტორანში რაიმე სამუშაოს შესრულებას მოსთხოვენ. მუსიკოსი მანამდე სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებშიც მუშაობდა, მათ შორის ამერიკულ “წითელ ჯვარშიც”.

ლიტვაში შინაურმა კატამ პატიმარს მობილური ტელეფონი გადასცა

c2e496794f56
ლიტვის ქალაქ მანევეჟისში შინაურმა კატამ პატიმარს მობილური ტელეფონი გადასცა. პოლიციელების თქმით, საღამოს მონიტორზე ერთერთი კამერისაკენ ფრთხილად დაძრული კატა შეამჩნიეს.

“როცა თავის პატრონთან მივიდა, პატიმარი კატას სხეულზე შეეხო, რის შემდეგაც ცხოველმა მშვიდად ჯდომა განაგრძო. როდესაც მომხდარის გასარკვევად მივედით, აღმოჩნდა, რომ კატამ პატრონს ტელეფონი PIN და PUK სიმკარტით გადასცა. თუ როგორ მოახაერხა კატამ სხეულზე მიმაგრებული ნივთის ადგილზე მიტანა ვერ გაგვიგია”, – აცხადებენ სამართალდამცავები.

პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, ჯერჯერობით სამმართევლოს აღნიშნულთან დაკავშრიებით სანქციები არ გაუტარებია.

“ფერარიმ” ბრილიანტის წიგნი გამოუშვა

444a35472b88
კომპანია “ფერარიმ” ფერარის მარკის სპორტული მანქანების მოყვარულთათვის 275 ათას დოლარად შეფასებული ბრილიანტებით გაწყობილი წიგნი “Official Ferrari Opus Enzo Diamante” გამოუშვა.

წიგნის ღირებულებამ ზოგიერთი “ფერარის” მოდელის მანქანის ფასსაც კი გადააჭარბა. კომპანიამ თავისი ქმნილება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად დაასახელა. წიგნების გაყიდვის ტირაჟი ჯერჯერობით შეზღუდულია, თუმცა მომავალში იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიყიდება.

წყარო:geonews.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button