კულტურა

ახალი ქართული ჯავშანმანქანა “დიდგორი”

19a6af3fd6e4
თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციაზე გამოჩნდა ახალი ჯავშანმანქანა “დიდგორი”.

მანქანა წარმოებულია საქართველოში. თბილისის საავიაციო ქარხანაში. მთლიანად საქართველოშია დაპროექტებული კველვითი ცენტრი დელტას მიერ, აქვს ფორდის შასი და ქართული ძარა. კობრაზე და ვულფზე კომფორტული სალონი, დესანტი 6 კაცი. აქვს 2 კამერა წინ და უკან პერიმეტრის კონტროლისთვის. მანქანა არის ორი მოდიფიკაციის სადაზვერვო და ჩვეულებრივი ჯავშანავტომობილი.

სადაზვერვო ვარიანტი შეიარაღებულია ექვსლულიანი ტყვიამფრქვევი M-134 მინიგანით. მეორე მოდიფიკაცია კი 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით  НСВ  Утёс.

აღლუმის რეპეტიციაზე სულ 14 ცალი დიდგორი წარმოადგინეს.
aafd65a8f0e0
დიდგორი” აწყობილია ამერიკული “ფორდის” ტიპის პიკაპის ბაზაზე.
“აწყობის პროცესი თბილისის საავიციო ქარხანაში 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. პიკაპები ქარხანაში შეიჯავშნა და აღიჭურვა სწრაფმსროლელი ექვსლულიანი ამერიკული ტყვიამფრქვევით “მინიგანი”, _ განაცხადა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, “დიდგორის” აწყობის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჯავშანმანქანის საცდელი ვარიანტი. მათი აწყობა ახლაც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მანქანის, შეჯავშნის, იარაღის, ჯავშანმინების და კომპოზიციური დაცვის საშუალებების ღირებულება. მანქანის 2 ვარიანტია დამზადებული: შედარებით გრძელი და მოკლე”, _ აღნიშნა ალადაშვილმა.

წყარო: geo-army.ge

მსგავსი ამბები

Back to top button