არქივი

ალგეთის დაცული ტერიტორია

2d31b052590c

განვაგრძოთ ჩვენი მიმოხილვა ციკლიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები…ამ პოსტში წარმოგიდგენთ ინფორმაციას ალგეთის
ულამაზეს ხეობაზე…

ალგეთის ეროვნული პარკი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, თეთრიწყაროს რაიონში, ქ. თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000მ).

ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.

ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.

bd6628fb8325

ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822 ჰექტარია.
ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს – 1442 ჰა, წიფლნარებს – 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს – 250 ჰა, რცხილნარებს – 120 ჰა, იფნარებს – 9 ჰა და არყნარებს – 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი.

აქ მცენარეთა 1664 სახეობაა; აქედან 80 ხეა, 74 სახეობის – ბუჩქი, 800-ზე მეტი – ბალახოვანი მცენარე, 156 სახეობის – სამკურნალო მცენარე, 43 – შხამიანების, 24 – ბოსტნეულის, 69 – დეკორატიული სახეობა, 3 სახეობა საქართველოსა და კავკასიიის ენდემია.

4445adc50f65

მდიდარია ეროვნული პარკის ფაუნაც. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: მურა დათვი (Uრსუს არცტოს) და მგელი (ჩანის ლუპუს), იშვიათად – ფოცხვერიც (Lყნხ ლყნხ), ტყის კვერნა (Mარტეს მელეს), ციყვი (შციურუს ვულგარის), ძილგუდა (Gლის გლის), კურდღელი (Lეპუს ეუროპაეუს), მელა (Vულპეს ვულპეს), გარეული ღორი (შუს სცროფა). შველი ამ ტყეების მუდმივი ბინადარია, რომელთა პოპულაციაც უკანასკნელი

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახის ამფიბია და ხვლიკი ცხოვრობს. გველებიდან ალგეთის მკვიდრები არიან: სპილენძა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლისA ანკარა, ველის გველგესლა და ცხვირქოსანი გველგესლა.
ალგეთის ხეობაში 80-ზე მეტი სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაა: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი, ყაპყაპი, ოფოფი, შავი კოდალა, მერცხალი, შაშვი, ჩხიკვი, წიწკანა, ჭინჭრაქა, ჩიტბატონა და სხვა. ხეობაში ძალზე იშვიათად შესაძლებელია ბექობის არწივის ნახვაც.

43328566f801

აქ ბინადრობენ საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი ცხოველები: მურა დათვი (Uრსუს არცტოს), კავკასიური როჭო (თეტრაო მლოკოსიეწიცზი), ბექობის არწივი (Aქუილა ჰელიაცა ) და სხვა.

ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელები ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები, მოქმედი ეკლესიები და ეკლესია-ნანგრევები: წმ. მარიამის ეკლესია, კვირაცხოველის სახელობის სალოცავი, სამების ეკლესია, ჭრელსაყდარი, სალოცავი –კუბადონი, მეცხრე საუკუნის კლდე-კარის ციხე-სიმაგრის ნანგრევები, სალოცავი ქელჩახედი, კუნწუხი, მიწისქვეშა გვირაბები რამოდენიმე ნიშა, წმ. გიორგის ეკლესია, მეოთხე საუკუნის მანგლისის ტაძარი, მეთერთმეტე საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე-ქალაქი. ალგეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს დიდგორის ველი.

036420b7b5d1

ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.

წყარო:  http://www.dpa.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button