გასართობისაკითხავისასარგებლო

ლუდის გამოყენების ხერხები

რაში შეიძლება გამოიყენო ლუდი, გარდა იმისა,რომ მოიყუდო და დალიო?


მიიღო ლუდის აბაზანა. 20 წუთიანი ნებივრობა ლუდის აბაზანაში წმენდს სხეულს ტოქსინებისგან, კანს აცლის მკვდარ უჯრედებს, ეხმარება ორგანიზმს რელაქსაციაში. ჩეხეთის რესპუბლიკაში ლუდის აბაზანები საკმაოდ პოპულარულია და ტურისტების საყვარელ გასართობს წარმოადგენს. არც ფასია ძვირი – სულ რაღაც 35$.


დაამშვიდო მუცელი. თუკი მუცელთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ და ამის გამო მოუსვენრად ხართ, ერთი ბოკალი (ოღონდ იმხელა არა, სურათზე როა) ლუდის ნელ-ნელა წრუპვა გამოგიყვანთ მდგომარეობიდან. ალკოჰოლს მომადუნებელი და ანესთეზიური ეფექტი აქვს, რაც ტკივილს ანელებს. ნაბახუსევს რომ შველის, ამის დამატება ალბათ არცაა საჭირო. თუმცა თუკი წყლული ან გასტრიტი გაქვთ, თავის შეკავება აჯობებს.


ავეჯის გასუფთავება. ლუდს ავეჯის ზედაპირის გაპრიალების საოცარი თვისებაც აქვს. ოღონდ საჭიროა, ლუდს ჯერ გაზი გაუვიდეს და სასმელად უგემური გახდეს, შემდეგ კი შეგიძლიათ ხის ავეჯის გადასაწმენდი ტილო დაასველოთ და გადაუსვათ. ცოტა ხანში ავეჯი იპრიალებს.


ბაღის განოყიერება. ლუდი ეხმარება მცენარეებს ზრდა-განვითარებაში. საფუარი და ლუდის სხვა შემადგენელი ნაწილები ბევრი მცენარისთვის სასარგებლოა. მისი დახმარებით შეიძლება დამჭკნარი ფოთლების გამოცოცხლებაც.


ხორცზე მოსხმა. მნიშვნელობა არა აქვს, რისი ხორცი იქნება, ლუდი ნებისმიერზე შეგიძლიათ გამოიყენოთ შეწვისას ან მოხრაკვისას. როგორც ამბობენ, ასეთ დროს წვენს განსაკუთრებული გემო ეძლევა. გემოვნების მიხედვით ასევე ამატებენ სხვადასხვა საწებლებს, ძირითადად აზიურს. ღორის ხორცის შემთხვევაში კი ანანასის ნატეხებს აყოლებენ კერძში.


ცომის მომზადება. ცომის მოზელვისას ხშირად ამატებენ ასაფუებელ საშუალებას, უმეტესად საჭმელ სოდასა და ძმარს. მისი ჩანაცვლება ლუდით შეიძლება – მასში არსებული საფუარი იგივე ეფექტს უზრუნველყოფს. გემოც განსხვავებული და მიმზიდველი ექნება.


ლოქორას მოშორება. ვისაც ბაღი ან ბოსტანი აქვს, ლოქორა მისთვის მოუშორებელი პარაზიტია, განსაკუთრებით საკვები მცენარეებისთვის. ბოსტნეულზე ქიმიკატების (მაგალითად DDT-ს) შესხურების მაგივრად ეს პრობლემა შეიძლება მარტივად გადაწყდეს: მიწაზე ლამბაქის დადებით და მასზე ყოველდღე ახალი ლუდის დასხმით. ლოქორებს იზიდავთ ლუდის სურნელი, ძვრებიან თეფშზე და სვამენ მას, რის გამოც იხრჩობიან და კვდებიან.


ფუტკრის დაფრთხობა. ლოქორების მსგავსად, ფუტკრებსა და კრაზანებსაც იზიდავთ ლუდი. ასე რომ მათი მოშორება შესაძლებელია ლუდის თავღია ქილის დადგმით ისეთ ადგილას, სადაც არავინ მივა. ასევე სიფრთხილეა საჭირო, რომ იმ ქილიდან არავინ მოსვას ლუდი, თორემ უსიამოვნო შეგრძნებები არ აცდება, შეიძლება სიკვდილსაც გამოკრას ხელი.


თმის დაბანა. ლუდი თმას არბილებს და აღიავებს, ასევე აქრობს ქერტლს. დავარცხნამდე ლუდის წასმა ვარცხნილობას უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის გაცილებით ნატურალური საშუალებაა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი შამპუნები, რომლებიც ქიმიკატებს შეიცავენ. ერთი ქილა ლუდში კვერცხის შერევით მიიღება სითხე, რომელიც შეგიძლიათ შამპუნივით გამოიყენოთ. უამრავი ადამიანი ამ პროცედურას თვეში ერთხელ მაინც იტარებს.


შემწვარი წიწილა. ეს ყველაზე მარტივი რეცეპტია. გახსენით ლუდის ქილა, დასვით მასზე წიწილა და შესვით ბარბეკიუს ქურაში. ქილა, როგორც წესი, ქვემოდან (კურტუმის მხრიდან) უკეთდება, წიწილა კი ვერტიკალურად “დგება”. როცა ქურა გახურდება, ლუდი აორთქლებას იწყებს, რაც საჭმელს სასიამოვნო არომატს სძენს. ასევე კარგია ზეთისხილის ზეთის დამატება და პილპილის მოყრა, ტემპერატურა კი 70-80 გრადუსზე უნდა იყოს.

საინტერესო გასართობია ე.წ. ლუდ-პონგიც.

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close