არქივი

სამეცნიერო აღმოჩენა ფობიების განკურნების იმედს იძლევა

47a3e4ce7009

ამერიკელმა მეცნიერებმა ფობიების უმედიკამენტოდ განკურნების ახალი მეთოდი შეიმუშავეს

მათ ტვინში მოგონებათა რეარქივაციის პროცესზე ზემოქმედება მოახდინეს და ამ გზით შიშის ბლოკირება შეძლეს.

bf8fbfca6735

ჩვეულებრივ, ფსიქოთერაპევტები ფობიებს დაავადებულისთვის შიშის ობიექტის დემონსტრირების გზით მკურნალობენ (მაგალითად, არაქნოფობებს მათთვის უსაფრთხო გარემოში უჩვენებენ ობობებს). ნიუ-იორკელ მეცნიერთა ჯგუფი გამოსაკვლევ პირებს აიძულებდა, გაეხსენებინათ, თუ რასთან იყო ასოცირებული მათი შიში, მერე კი თავის ტვინში მოგონებათა არქივაციის პროცესზე დაიწყეს ზემოქმედება. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით: “მთავარია, მოგონების ტვინში ჩანერგვისთანავე მოხდეს მასზე ზემოქმედება და იმგვარი რედაქტირება, რაც ადამიანს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ საფრთხე არ ემუქრება”.

e9e2afc8d800

ექსპერიმენტის მონაწილეებს ფერადი სურათების თვალიერებისას ელექტროშოკით “უმასპინძლდებოდნენ”, შემდეგ კი იმავე სურათებს დენის დარტყმის გარეშე უჩვენებდნენ. ერთი წლის შემდეგ ექსპერიმენტის მეორე ეტაპი ჩატარდა. გაირკვა, რომ მათ, ვისი “რედაქტირებაც” მოგონებების ფიქსირებიდან 6 საათზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, სურთების მიმართ შიში შენარჩუნებული ჰქონდათ, ხოლო მათ, ვისაც “რედაქტირება” უფრო ადრე ჩაუტარდათ – არა.

6d853164a78e

ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ჩვენს მეხსიერებაში რჩება არა თავად მოვლენა, არამედ ის, თუ როგორ მოგვაგონდა იგი ბოლოს.

წყარო: www.mkurnali.ge

მსგავსი ამბები

Back to top button