კულტურაუცნაური

Bloodhound – უფრო სწრაფი, ვიდრე ტყვია

ინჟინრები შეუდგნენ პროექტ “Bloodhound”-ის განხორციელებას. ეს იქნება ზებგერითი ავტომობილი, რომელიც არამარტო ბგერის, არამედ ტყვიის სიჩქარესაც გადააჭარბებს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი იქნება 1000 მილი/სთ (1610 კმ/სთ) სიჩქარის განვითარება.

მომავალ წელს Bloodhound-მა სიჩქარის რეკორდი უნდა მოხსნას. მისი დიზაინი დაპროექტებულია ისე, რომ ადვილად დაძლიოს ჰაერის წინაღობა და მონაცემების მაქსიმუმი გამოიყენოს. ბრიტანელი ინჟინრები მის დახვეწაზე უკვე სამი წელია მუშაობენ. გამოცდა მოეწყობა 2012 წლის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკაში, კეიპის პროვინციაში.

ზებგერითი ავტომობილი რეაქტიული თვითმფრინავის ძრავითაა აღჭურვილი, ამას დამატებული მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტა, რაც ჯამში სავარაუდოდ 135 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს – ეს კი “F1”-ის 180 მანქანის სიმძლავრეს უტოლდება.

Bloodhound-ის გამოცდა უდაბნოში მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება. 900 მმ დიამეტრის ბორბლები ალუმინის მინარევით იქნება დამზადებული. მათ მოუწევთ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა, რათა განავითარონ 10 000 ბრუნი წუთში.

ამჟამინდელი რეკორდსმენია ენდი გრინი. მან Thrust SSC-ით 1997 წელს 760 მილი/სთ (1223 კმ/სთ) განავითარა.

9dhm6c5tijit997qg5l

Bloodhound-ის პილოტიც ის იქნება და ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება. Bloodhound-ის პროგრამაში 4000 სასწავლებელია ჩართული და სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი იდეებით დაეხმარონ პროექტზე მომუშავე ინჟინრებს.

მსგავსი ამბები

Back to top button