ვიდეოებისასარგებლოუცნაური

ექსტრემალური ჯდომა

ექსტრემალური სპორტის ახალ სახეობას, რომლის მიმდევრებიც თანდათან იზრდებიან, აღწერენ როგორც რაღაც შუალედურს სკეიტბორდსა და უბრალოდ დაჯდომას შორის. თუმცა სკეიტბორდთან შედარებით უფრო სახიფათო და ერთი შეხედვით, სასაცილოცაა.

მის მიმდევრებს შორის გერმანელები ჭარბობენ. თუმცა ემატება ხალხი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. იყენებენ პლასტმასის ფერად ტაბურეტს, რომელიც რეზინის ფენითაა დაფარული. ტაბურეტზე ისინი სხვადასხვა სახის ტრიუკებს აკეთებენ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობენ. ეს ილეთები ძირითადად სკეიტბორდინგიდანაა აღებული. ექსტრემალური ჯდომის მიზანია, რაც შეიძლება ბევრი და რთული ილეთი შეასრულო, სანამ სკამს მიწაზე დადებ და მასზე დასკუპდები.

ამჟამად ასობით ილეთი არსებობს. ახლებიც მუდმივად ემატება. სპორტის დადებითი მხარე ისაა, რომ მისი შესწავლა ადვილია. არსებობს სხვადასხვა ზომის, წონისა და ფერის სკამები.

იდეის ავტორები არიან გერმანელები მაიკ და სტივენ ლანდშუცები. მათ 2007 წელს მოუვიდათ თავში ეს უცნაური აზრი. მათი თქმით, დარწმუნებულნი არიან, რომ მალე უამრავი მიმდევარი ეყოლებათ და იმედი აქვთ, რომ ეს მიმდინარეობა ქუჩის ექსტრემალური სპორტის სახეობებს შორის დამსახურებულ ადგილს დაიკავებს.

თუ ინგლისური ან გერმანული არ იცით, გული არ დაგწყდეთ. რასაც ვიდეოში მაიკ და სტივენ ლანდშუცები ლაპარაკობენ, პოსტში წერია. :D

თავად ავტორები მარტივად ეკიდებიან საკითხს, თუმცა ჩემი აზრით, გასაგები მიზეზების გამო, სპორტის ეს სახეობა კაცებისთვის მაინც სახიფათოა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close