ყველა დროის უდიდესი სახელმწიფოები
დედამიწაზე ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის მანძილზე უამრავი სახელმწიფო არსებულა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ზოგი დღესაც განაგრძობს არსებობას. უმეტესი მათგანი საშუალო ზომის, პატარა ან თუნდაც ჯუჯაა, თუმცა ზოგიერთი თავისი სიდიდით მართლაც რომ გვაოცებს. წარმოგიდგენთ ფართობის მიხედვით ყველა დროის 10 უდიდეს სახელმწიფოს.
1. ბრიტანეთის იმპერია _ ფართობი 33.1 მლნ კვ. კმ. დაახლოებით იმ ზომის, რა ზომისაც დღეს კანადა, ჩინეთი, აშშ და ბრაზილიაა ერთად აღებული. მასში მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 23% ცხოვრობდა.
2. მონღოლეთის იმპერია _ ფართობი 33 მლნ. კვ. კმ. მე-13 საუკუნეში მასში მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 26% ცხოვრობდა.
3. რუსეთის იმპერია _ ფართობი 23.7 მლნ. კვ. კმ. 1913 წელს მასში მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობდა. სხვათა შორის, იგი ალასკის ნახევარკუნძულსაც მოიცავდა, რომელიც შემდეგ აშშ-ს მიჰყიდა.
4. საბჭოთა კავშირი _ ფართობი 22.4 მლნ. კვ. კმ. დაშლამდე მასში მსოფლიოს მოსახლეობის 4% ცხოვრობდა.
5. ესპანეთის იმპერია _ ფართობი 20 მლნ. კვ. კმ. მასში მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12% ცხოვრობდა.
6. რუსეთის ფედერაცია _ ფართობი 17.1 მლნ. კვ. კმ. ამჟამად კველაზე დიდი სახელმწიფოა 142 მილიონო მოსახლით.
7. ცინის იმპერია (ჩინეთი) _ ფართობი 14.7 მლნ. კვ. კმ. მასში მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 36.6% ცხოვრობდა.
8. იუანის დინასტია (ჩინეთი) _ ფართობი 14 მლნ. კვ. კმ. მე-13 საუკუნეში მასში 86 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
9. ომაიანების სახალიფო _ ფართობი 13 მლნ. კვ. კმ. იგი სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული და მე-7 საუკუნეში მსოფლიოს მოსახლეობის 1/3-ს აერთიანებდა (62 მილიონი).
10. საფრანგეთის იმპერია _ ფართობი 13 მლნ. კვ. კმ. მე-20 საუკუნეში მასში მსოფლიოს მოსახლეობის 5%-მდე ცხოვრობდა.
სხვათა შორის, ყველაზე ცნობილი რომის იმპერია ამ რეიტინგის ოცეულშიც კი არ შედის. იგი თანამედროვე ავსტრალიასაც კი ჩამორჩებოდა ფართობით. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, იგი ამ 10 სახელმწიფოდან 4-ის შემადგენლობაში შედიოდა.