არქივი

7 ყველაზე უჩვეულო დროშა…

2ca86ef9c768
წარმოგიდგენთ რამოდენიმე უჩვეულო დროშას და მათ ისტორიას. ვფიქრობ დაგაინტერესებთ…

ითვლება, რომ დროშები პირველად გამოიგონეს ძველ ჩინეთსა და ინდოეთში. სიძველის გამო ძნელია დადგინდეს, თუ ვინ შექმნა პირველად და როდის გამოიყენეს ის. რაც შეეხება შედარებით ახალ დროს, დადგენილია, რომ ყველაზე ძველი დროშა დანიისაა. მისი ისტორია მე-13 საუკუნიდან იწყება, უფრო ზუსტად კი 1219 წლის 15 ივნისიდან. სწორედ ეს დროშა გახდა ნიმუში ბევრი სკანდინავიური ქვეყნების დროშებისა. ძველად მასზე ყვავი იყო გამოსახული, მაგრამ უახლოესს წარსულში მოაშორეს. ავსტრიაც აცხადებს პრეტენზიას დროშის სიძველეზე, მაგრამ დადგინდა, რომ ის შეიქმნა 11 წლის შემდეგ, 1230 წელს.

3d628b0641d2

ნეპალის დროშა ითვლება უნიკალურად, ერთადერთი დროშაა, რომელსაც სამკუთხედების ფორმა გააჩნია, ყველა დანარჩენი მართკუთხედია. 1962 წელს, როდესაც მონარქიული წყობილება გადაიქცა კონსტიტუციურად, დროშაზე შეიცვალა სიმბოლოებიც, მზითა და ნახევარმთვარეთი.
არსანიშნავია ისიც, რომ მე-19 საუკუნემდე დროშის ორი სამკუთხედი ერთმანეთისგან განცალკავებულად ფრიალებდა სულ.

f309c2250d8a

თეთრი დროშა ყველგან ითვლება მშვიდობის სიმბოლოდ, ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების. ხშირად კაპიტულაციის აღმნიშვნელიცაა. თუკი ერთი მხარე ასწევს ასეთ დროშას, მეორემ აუცუილებლად უნდა შეწყვიტოს ბრძოლა, რაც აღნიშნულია კიდეც ჟენევის დეკლარაციაში.

73782b17c7c4

შავი დროშა და საერთოდ შავი ფერი ითვლება ანარქიის ფერად 1880 წლიდან. ბევრ ანარქიულ მოძრაობა დღესაც იყენებს თავის დასახელებაში სიტყვას “Black” (შავი). შავი ფერი აღნიშნავს უარს ყოველგვარი კანონისა და სახელმწიფო ორგანოების წინაშე.

8b488e28c240

ცნობილია, რომ ჰომოსექსუალებს თავიანთი დროშა აქვთ, რომელზედაც ცისარტყელას ფერებია გამოსახული. მაგრამ იცოდით, რომ თავინთი დროშა აქვთ უფრო მასშტაბური ორიენტაციის მქონე ადამიანებსაც – ტრანსექსუალებს, ტრანსვისისტებას და ა.შ.? ასეთი დროშა შეიქმნა 2000 წელს და პირველად გამოჩნდა გეი აღლუმზე ფენიკსში(არიზონას შტატი). დროშის შემქმნელები მის ფერებს შემდეგნაირად ხსნიან: ცისფერი აღნიშნავს ტრადიციულ ფერს მათი ტანისამოსისა ბიჭებისთვის, ვარდისფერი – გოგონებისთვის, ხოლო მათ შორის მდებარე თეთრ ფერი ნეიტრალიტეტის აღმნიშვნელია.

9831cbdf7d75

მეკობრეების დროშა – მას მხიარული როჯერის დროშასაც უწოდებენ (Jolly Roder) და რამოდენიმე ვარიანტიც გააჩნია. თუმც ყოველ მათგანზე გამოსახულია თავის ქალა და ერთმანეთზე დადებული ძვლები. ხანდახან ქვიშის საათსაც უმატებენ, რომელიც განვლილი ცხოვრების სიმბოლოდ აღიქმება. ამ დროშის გამოყენების პიკი იყი 17-18 საუკუნეები, როდესაც მსოფლიო ოკეანეებში დათარეშობდნენ შიშის მომცველი მეკობრეები.

8a4647c7b35f

იცოდით რომ მარსელებს თავიანთი დროშა ჰქონდათ? ოფიციალური სტატუსი მას არ გააჩნია, მაგრამ ხშირად იყენებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა Mars Society და The Planetary Society. წითელი ფერი ამჟამინდელი მარსის მდგომარეობის სიმბოლოა, მწვანე მომავლის, ლურჯი კი გაურკვევლობის..

cd5ecadf6e0f

*************************************************************************
*************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button