საკითხავისასარგებლოუცნაური

რამდენიმე ცნობილი ფარსი

b1gif

მისტიკა, პარანორმალური მოვლენები, X-Files ტიპის ამბები – ეს ისეთი რამაა, რაც უამრავ ადამიანს აინტერესებს. შიგადაშიგ კი გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, ვინც ან გამდიდრების, ან პოპულარობის მიზნით რაიმე მითს თხზავს, ამ მითს კი მილიონობით ადამიანები იჯერებენ. პოსტში სწორედ ასეთ შემთხვევებზე გესაუბრებით.

  • პილტდაუნის თავის ქალა
  • lu6jr
    თავის ქალა, რომელიც 1912 წელს აღმოაჩინეს ინგლისის ქალაქ პილტდაუნში, მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ უძველესი ადამიანის რამდენიმე სახეობას შორის “დაკარგული ჯაჭვი”. აღსანიშნავია, რომ ამ ტყუილის 40 წლის განმავლობაში სჯეროდათ და მასზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. მხოლოდ 1953 წელს რამდენიმე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო თანამედროვე ადამიანის თავის ქალაზე მიმაგრებული ორანგუტანის ყბა. კონკრეტულად დამნაშავე ამ ამბავში არ ჩანს, თუმცა ცხადია, რომ თითს იმ არქეოლოგებისკენ იშვერენ, ვინც ეს თავის ქალა იპოვა – პიერ ტეილორი, ჩარლზ დოუსონი და არტურ კონან დოილი. ამის შემდეგ სამეცნიერო წრეებში გამოთქმა ‘პილტდაუნის თავის ქალა’ (ან ‘პილტდაუნის კაცი’) ითვლება სიცრუისა და ფარსის სინონიმად.

  • ფიჯის ქალთევზა
  • go6c3
    ფიჯის ქალთევზა წარმოადგენს მუმიფიცირებულ სხეულს, ნახევრად ძუძუმწოვრის და ნახევრად თევზისა. ის მე-19 საუკუნის 40-იან წლებში წარუდგინეს საზოგადოებას და მაშინვე იქცა მითქმა-მოთქმის საგნად. იმდროინდელმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ქალთევზა იყო. 1860-იან წლებში ის მუზეუმი, სადაც ქალთევზა იყო, ცეცხლმა მოიცვა და მუმიაც განადგურდა, თუმცა მუმიის “აღმომჩენმა” ამ პერიოდში მაინც საკმაოდ იხეირა და ხელი მოითბო – კვირაში 12,5 დოლარს იღებდა. რეალურად ეს მუმია წარმოადგენდა ხის ბარჯების, თევზის კუდისა და პატარა ორანგუტანის ტორსოს ერთობლიობას, რომელსაც მაიმუნის თავი ამშვენებდა.

  • ქოთინგლის ფერიები, 1917 წელი
  • h47kf
    ქოთინგლის ფერიები წარმოადგენს ფოტოების სერიას (ჯამში 5 ცალი), რომელიც ინგლისელმა ბიძაშვილებმა, ელსი რაიტმა და ფრენსის გრიფიტსმა გადაიღეს. ელსის მამა არტურ რაითი ინჟინერი იყო, მან შვილს ფოტოაპარატი ათხოვა და გოგონამაც მალე მოუტანა ფოტოები, რომლებზეც ფერიის მაგვარი არსებები იყვნენ აღბეჭდილნი. არტურმა სურათების დათვალიერებისას მიიჩნია, რომ გოგონები ძალიან გაიჭრნენ ფანტაზიებში და ფოტოაპარატის ხმარება აუკრძალა. გოგონას დედამ, პოლიმ კი დაუჯერა მათ.

    nkdtc

    6gq4d

    1919 წლის ზაფხულში ეს ამბავი გახმაურდა და სერ არტურ კონან დოილმა (მოკლედ, ეს კაცი სულ შარში ეხვეოდა:D) სტატიაც დაწერა, სადაც ირწმუნებოდა, რომ ფოტოები რეალური იყო. ბევრმა დაიჯერა, თუმცა აღმოჩნდა ხალხიც, ვინც მათი არ ირწმუნა, იმ დროის ერთ-ერთი წარმატებული ექიმი წერდა: “ყოყმანის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფოტოები ყალბია და ემსახურება იმ აბსურდული იდეების დანერგვას, თითქოს სამყარო სავსეა ზებუნებრივი არსებებით. როგორც ექიმი, ვამბობ, რომ ასეთი აზრების პოპულაცია ბავშვების გონებრივ განვითარებაზე კარგად არ იმოქმედებს.”

    dd6uu

    nncgz

    დაახლოებით 60 წლის განმავლობაში ხუთივე ფოტო გაუყალბებლად მიიჩნეოდა, 1981 წელს კი უკვე ხანშიშესულმა ელსიმ და ფრენსისმა განაცხადეს, რომ 5-დან 4 ფოტო ყალბი იყო და ფერიების მაგივრად მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები იყო, რომელიც გადახატეს წიგნიდან “Princess Mary’s Gift Book”. მათი თქმით, ვერ წარმოაედგინა, ხალხმა ასე უცებ როგორ დაიჯერა, რომ ფოტოები რეალური იყო. მეხუთე ფოტოზე კი იფიცებოდნენ, რომ მართლაც ფერია იყო აღბეჭდილი.

  • უცხოპლანეტელის გაკვეთა, 1995 წელი
  • q3spm
    1995 წლის 5 მაისს ბრიტანელმა მუსიკოსმა და რეჟისორმა რეი სანტილმა გამოაქვეყნა 17 წუთიანი შავ-თეთრი ვიდეო, რომელშიც უცნაური გარეგნობის არსებას კვეთდნენ. ავტორის განცხადებით, ეს გაკვეთა ჩატარებული იყო აშშ-ს სამხედრო დანაყოფის მიერ, ხოლო უცხოპლანეტელის გვამი 1947 წლის როსველის UFO-ს ინციდენტის დროს იყო მოპოვებული (ამ ამბავზე იხილეთ პოსტი “შეთქმულების თეორიები”, პუნქტი #2). ვიდეო მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა, ის 32 ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა. ეჭვი რა თქმა უნდა, მაშინვე ბევრმა შეიტანა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ გამკვეთს “არაქირურგიულად” ეჭირა ქირურგიული იარაღი (თუ სწორად მახსოვს წლების წინ ნანახი დისქავერის ფილმიდან, პათოლოგ-ანატომები და ქირურგები ჩვეულებრივ, საჩვენებელ და შუათითს უყრიან მაკრატლის ყულფებში, ვიდეოში კი ვინც კვეთდა, პარიკმახერის სტილში ეკავა ცერა და საჩვენებელი თითით), ასევე ამ არსების სხეულიდან ამოღებული ორგანოები ძალიან ჰგავდა საქონლისას.

    იუტუბზე სამწუხაროდ ყველა ვიდეოს გაუქმებული აქვს embed კოდის ფუნქცია, ამიტომ თუკი გაინტერესებთ, მიყევით ამ ბმულს.

    2006 წლის 4 აპრილს რეი სანტილმა განაცხადა, რომ ვიდეო გადაიღეს 1992 წელს ლონდონის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში. მოქანდაკე ჯონ ჰამპრისმა 3 კვირაში დაამზადა უცხოპლანეტელის მანეკენები, მასში მოათავსეს ცხვრის ტვინი, ქათმის შიგნეულობა და ქსოვილები. შესაბამისად, არანაირ უცხოპლანეტელების გაკვეთას არ ჰქონია ადგილი.

    ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    Back to top button