გართობაუცნაური

ყველაფერი სიმართლე ტყუილზე

b202cebb721d

აღიარეთ, რამდენი ტყუილი გითქვამთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. თქვენი არ ვიცი, მე კი ხშირად მიწევს მოტყუება. უწყინარი ტყუილებია, მაგრამ მაინც ტყუილი ჰქვია. ხოდა როგორც გავარკვიე, თურმე მარტო მე არ ვიტყუები და ცოტა ფაქტები მოვიძიე, რა ხდება ტყუილების სამყაროში…

ddd1a1877492

ადამიანების 81% ამბობს ,,უწყინარ ტყუილს” ყოველ დღე (ჩემნაირები :) )

ადამიანების უმრავლესობა იტყუება 3-ჯერ 10 წუთიანი საუბრის განმავლობაში (აუუუფ, რა ამბავიაა? :ukanali: )

2% ადამიანებისა ფიქრობს, რომ ტყუილი ხანდახან აუცილებელია.

65% ადამიანებისა მიიჩნევენ, რომ ხანდახან და იშვიათად ნორმალურია მოიტყუო, რომ ვინმეს გრძნობები არ დააზარალო.

44% ადამიანებისა ფიქრობს, რომ ხანდახან და იშვიათად საჭიროა ფაქტების გამუქება ისტორიის მოყოლისას, რომ ის უფრო საინტერესო გახდეს.

37% ადამიანებისა ფიქრობს, რომ ხანდახან შეიძლება მოიტყუო ასაკთან დაკავშირებით.

98% მოზარდებისა აღიარებს, რომ ატყუებს მშობლებს.

დეპრესიული ადამიანები უფრო გულწრფელები არიან ურთიერთობაში, ვიდრე ჯანმრთელნი. თუმცა, როცა ისინი გამოჯანმრთელდებიან, იციწყებენ გულსწრფელობას.

e930b72baa63

98% მოზარდებისა მიიჩნევს, რომ პირად ურთიერთობებში აუცილებელია გულწრფელობა. 96-98% ამბობს, რომ ტყუილი ამორალური საქციელია.

47% მოზარდებისა მიიჩნევს,რომ მუსიკის არალეგალურად გადმოწერა მისაღებია, ხოლო 5% თვლის, რომ მისაღებია მაღაზიიდან ქურდობაც.

ექსპერიმენტში მონაწილე 32 მოზარდი დაყვეს 2 ჯგუფად – მაღალი და დაბალი სოციალური წრის. აღმოჩნდა, რომ მაღალი სოციალური ჯგუფის მოზარდები უფრო უკეთ იტყუებიან, ვიდრე – დაბალი ცოსიალური ჯგუფის.

75% სტუდენტებისა აღიარებს, რომ ,,სერიულ მატყუარად” ყალიბდებიან, როცა საუბარი ეხება ფულს და სამსახურში მოწყობას (ბოლო სიტუაცია მეცნობა, რაღაც ;) )

40% მშობლებისა თვლის, რომ ნორმალურია მათი შვილების ტყუილი წარსულში ჩადენილი დანაშაულებების გამო.

68% ქალებისა იტყუება, როცა საკუთარ წონაზე საუბრობს.

91% ქალებისა ამბობს, რომ რას უფრო ემატებათ ასაკი, მით უკეთ ღებუობენ საკუთარი თავის ნაკლოვანებებს და უფრო ნაკლებად იტყუებიან.

44% ადამიანებისას უადვილდება მოტყუება e-mail-ით, ვიდრე ხელწერისას. კვლევის დროს, 48 სტუდენტი ვალდებული იყო გაენაწილებინა 89$ მასსა და კიდევ ერთ გამოგონილ ჯგუფს შორის, რომელმაც არ იცოდა ამ თანხის ზუსტი რაოდენობა, თუმცა იცოდა, რომ ეს იყო 5-100$. ეს ჯგუფი ვალდებული იყო მიეღო წინადადება, რომელსაც სტუდენტი შესთავაზებდა. აღმოჩნდა, რომ e-mail-ით გაგზავნილი წინადადების 92% ტყუილი იყო, ხოლო ხელნაწერისა – 64%.

f2d5ba242ef4

16% ადამიანებისა ერთხელ მაინც მოუტყუებიათ, რომ ,, მირეკავენ მეორე ხაზზე” ან ,,მოგვიანებით გადმოგირეკავ”.

ექსპერიმენტის თანახმად, რომელიც ავსტრალიაში ჩაატარეს, ექიმების 73%-მა თქვა, რომ ხელები დაიბანა, თუმცა მხოლოდ 9%-მა დაიბანა.

29% ადამიანებისა ატყუებს თავის პარტნიორს საკუთარი ხარჯების შესახებ.

ქალების 33%, ხოლო კაცების 26% იტყუება საკუთარი დანახარჯების შესახებ.

ათიდან ერთი ადამიანი იტყუება მანქანის დაზღვევის დროს, რომ შეამციროს შესატანი თანხა.

18-20 წლის ადამიანთა 15% აღიარებს, რომ მტყუვნები იყვნენ საკუთარ პარტნიორებთან. 21-24 წლის ასაკში კი ამას მხოლოდ 11% აღიარებს.

22% მამაკაცებისა ამბობს, რომ არ სურთ საკუთარი სექსუალური პარტნიორების რაოდენობის დასახელება.

61% ქალებისა მიიჩნევს გამართლებულად, როცა მამაკაცი ატყუებს ვიზუალური მხარის გამო.

1e799b5d70ea

48% ქალებისა მიიჩნევს ნორმალურად, როცა პარტნიორი ატყუებს მას სხვა ქალთან ღალატის გამო.

39% ქალებისა მიიჩნევს ნორმალურად, როცა პარტნიორი ატყუებს მას, რომ საწოლში კარგი იყო.

მოვრჩი…….. ;)

მსგავსი ამბები

Back to top button