ბიდონვილები
ბიდონვილი არის პატარა დასახლება, რომელიც ძირითადად გაშენებულია უხარისხო ან ციცაბო მიწაზე, ქალაქის გარეუბანში. აქ ხალხი ცხოვრობს ხის, კარდონის, მუყაოს სახლებში და მათ არ აქვთ ელექტროენერგია და მობილური სერვისი. 2005 წელს ესეთი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ბიდონვილში, ისინი ძირითადად ემიგრანტები იყვნენ.
ამ დასახლებაში ქუჩებისა და მშენებლობების უმეტესობა არაფორმალური და არაკონტროლირებადია. ბიდონვილებში არ არის დაცული სანიტარია, რის გამოც ჰეპატიტითა და ქოლერათი დაავადებულების რიცხვი ბევრია. ასევე მეღალია დანაშაულის, ნარკოტიკის მოხმარებისა და თვითმკვლელობის მაჩვენებელი. ბიდონვილებში არ არის სამედიცინო პუნქტები და სკოლები.
ბიდონვილების უმეტესობა გაშენებულია მდინარესთან, რაც საშიშია წყალდიდობისას. ამ დასახლებისთვის საშიშია ხანძარიც სახლების მასალისა და მათი სიახლოვის გამო.
ბიდონვილები ძირითადად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში. ერთ-ერთი დიდი ბიდონვილია ყარაჩაიში, პაკისტანში, აზიაში. ასევე დიდი ბიდონვილია ქეიფ-თაუნში აფრიკაში. ევროპაში კი ბიდონვილები ნაკლებად გავრცელებულია.
ამ დასახლებაში ხალხი გადაადგილდება ფეხით ან ველოსიპედით ან საერთო ტაქსით.
აქ მცხოვრები ქალხი ამბობდა ” ჩვენ ვცხოვრობთ ტალახსა და ნაგავში. ჩვენსა და ცხოველებს შორის განსხვავება არაა. ეს არ არის სიცოცხლე: ვირთხებიც კი ჩვენთან საჭმელად მოდიან. ცხოველებიც კი ჩვენზე უკეთესად ცხოვრობენ”