არქივი

საინტერესო ფაქტები აფრიკის შესახებ

64958b33066c

1. აფრიკის კონტინენტი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და მისი ფართობია 11 700 000 კვადრატული მილი.
2. აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები ადამიანების რიცხვი შეადგენს 877 მილიონს.
3. აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქი არის ქაირო (ეგვიპტე).
4. აფრიკის ყველაზე დიდი ქვეყანა სუდანია და მისი ტერიტორია მოიცავს 968000 კვადრატულ მილს.
5. აფრიკაშია მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარე ნილოსი, რომლის სიგრძე 4160 მილია.

dbf1f6b3b3d0

6. აფრიკის ყველაზე დიდი ტბაა ვიქტორია რომლის სარკის ზედაპირის ფართობია 26 828 კვადრატული მილი.
7. აფრიკის ყველაზე მაღალი მთაა კილიმანჯარო რომლის სიგრძეა 19 340 ფუტი.
8. აფრიკის ერთ ერთი უცნაურობა იმაში მდგომარეობს რომ კონტინენტის სიგრძე და სიგანე თითქმის ერთი და იგივეა. აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით დაახლოებით არის 4660.
9. აფრიკა არა მარტო ტერიტორიის სიდიდით არის მსოფლიოში მეორე ადგილზე არამედ მოსახლეობის თვალსაზრისითაც მეორე ადგილზეა. მსოფლიო მოსახლეობის 12% აფრიკაში ცხოვრობს.
10. აფრიკის მოსახლეობის 70%-ზე მეტი დღიურად 2$-ზე ნაკლებს იღებს თავის შესანახად.

4b2e9b50117d

11. აფრიკის კონტინენტი 3000-მდე განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს. მხოლოდ ნიგერიაში არის 370-ზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული ტომი.
12. აფრიკაში 2000-მდე განსხვავებულ ენაზე საუბრობენ და თითოეულ ენას აქვს ცალკეული დიალექტი, ხოლო ყველაზე გავრცელებული სასაუბრო ენა არაბულია.
13. ყველაზე დიდი ჩანჩქერი აფრიკაში არის „ვიქტორიას ჩანჩქერი“ რომელიც მოთავსებულია ზიმბაბვესა და ზამბიას საზღვრებს შორის. იგი ეცემა 355 ფუტის სიმაღლიდან.
14. მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოც აფრიკაშია. საჰარას უდაბნო 3.5 მილიონი კვადრატული მილის მანძილს მოიცავს.
15. მადაგასკარი აფრიკის ყველაზე დიდი კუნძულია რომლის სიგრძე 1000 მილია და სიგანე 300 მილი. მსოფლიოში სიდიდით იგი მე4 ადგილზეა.

d3a8f6b86669

16. აფრიკაა სამშობლო მსოფლიოში 4 ყველაზე სწრაფი ცხოველის.
17. მიუხედავად იმისა რომ აფრიკა მსოფლიოს უღარიბესი კონტინენტია ბაზარზე მის მიერ მიწოდებული ოქროსა და ბრილიანტის წილი 50%-ს შეადგენს საერთო მიწოდების.
18. ნიო-იუორკში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება აფრიკის მთელ კონტინენტზე ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვს.
19. აფრიკა არის უძველესი ადამიანის სამშობლო.
20. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოველიც აფრიკული წარმოშობისაა. (ჟირაფი)

0b98131aad0e

21. აფრიკაა სამშობლო მსოფლიოს ყველაზე დიდი რეპტილიის. (ნილოსის ნიანგი)
22. ყველაზე დიდი პრიმატის სამშობლოც აფრიკაა. (გორილა)
23. მსოფლიოში აივ ინფექციით დაავადებული 34მილიონი ადამიანიდან 69% აფრიკაში ცხოვრობს საჰარის სამხრეთით. აფრიკის კონტინენტზე 23.8 მილიონი აივ ინფექციით დაავადებულია.
24. აფრიკაში ჰიპოპოტამები გაცილებით მეტ ადამიანს კლავენ ყოველწლიურად ვიდრე ლომები და ნიანგები.
25. ყველაზე დაბალი წერტლი აფრიკის კონტინენტზე არის ზღვის დონიდან 155 მეტრის სიღრმეზე არსებული ასალის ტბა ჯიბუტის ცენტრალურ ნაწილში.

4f2a098e1cbf

9e75771feef2

26. აფრიკის მოსახლეობის უმეტესობა 30 წელზე ნაკლებისაა.
27. უძველესი ადამიანის სხეული აფრიკაშია აღმოჩენილი კერძოდ ეთიოპიაში და იგი 200 000 წელს ითვლის.
28. აფრიკაში 9600 ზე მეტი მცენარის სახეობაა რომელთა 70%ზე მეტი სხვა არცერთ კონტინენტზე არ ხარობს.
29. მაგიდის მთის მიდამოებში ხარობს 1500ზე მეტი მცენარე. ამ მაჩვენებლით აფრიკის ეს პატარა ნაწილი ჯობნის დიდ ბრიტანეთს.
30. სამხრეთ აფრიკა ხილის ექსპორტით მსოფლიოში მე2 ადგილზეა.
31. ერთადერთი ქუჩა მსოფლიოში რომელსაც ორი ნობელის პრიოზიორი ყავს აფრიკაშია. არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუს და ნელსონ მანდელას ერთ ქუჩაზე აქვთ სახლები.
32. დედამიწაზე პლატინის მარაგის 90% სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზეა.
33. მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს 900ზე მეტი ფრინველის სახეობა რაც მსოფლიო ფრინველთა სახეობის 10%-ტს შეადგენს.

Sumerki

...........

მსგავსი ამბები

Back to top button