არქივი

ევროპის ქვეყნების სიღარიბის ზღვარი

5e134eb7338c
სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე ხშირად იდება საქართველოში გადაღებული  ლამაზი სურათები, რომლებსაც აღფრთოვანების გარდა ხშირად მოჰყვება კრიტიკული კომენტარები, რომ რეალობა სულ სხვაა, სინამდვილეში ბევრი პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი ტურისტების მოსაზიდად კეთდება და ა. შ. გთავაზობთ ევროპის განვითარებული ქვეყნების სიღარიბის მაჩვენებლებს.

ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელებული ფინეთის მოსახლეობის 13 %–ზე მეტი (700 000ადამიანი)  სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა. მათ შორის 100 000–ზე მეტი ბავშვია.

0f542582fc1e

f3ff97d6ee7d

დანიის მოსახლეობის 12,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მათ შორისაა 200 000 ბავშვი, უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულთა 20 %, მხოლოდ საშუალო განათლების მქონეთა 50 %.

0007679e3329

c870513d0d86

საფრანგეთი გამოირჩევა ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლით განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის. აქ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1 000 000  ბავშვი იმყოფება
.
bde5a9ba2f70

გერმანია, შეიძლება ითქვას, რამდენიმე გერმანიისგან შედგება. ჯერ კიდევ ძალიან დიდი განსხვავებაა დასავლეთ და აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიას შორის. ზოგიერთ რეგიონებში სიღარიბის ზღვარს მიღმა 17–24% ცხოვრობს, მაშინ როცა შედარებით მდიდარ რაიონებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7%–ია. მთლიანად გერმანიაში 3 000 000 ღატაკი ბავშვია.
d00e0369ffb6

ესპანეთი, პორტუგალია და იტალია შესაბამისად პირველ, მეორე და მესამე ადგილზე არიან სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების რაოდენობით. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში 40 წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობისთვის თითქმის შეუძლებელია ნორმალური სამუშაოს შოვნა.

cab0a52bf0a6

მთლიანად ევროპის 730 მილიონიანი მოსახლეობიდან 75 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. განსაკუთრებულად მაღალი ეს მაჩვენებელი ხმელთაშუა და ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნებშია.

უმუშევრობის კოეფიციენტი ევროპაში საშუალოდ 10% –ია (4,5–20). საქართველოში ეს რიცხვი 15 % –ია. საქართველოში სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 23% ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 100 000 ბავშვია.  მართალია, მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ევროპის ქვეყნებს თუ გადავხედავთ და იმასაც გავითვალისწინებთ, ჩვენი დამოუკიდებლად განვითარების საკმაოდ რთული დასაწყისიდან არც ისე ბევრი დროა გასული, იმედიანი პროგნოზების გაკეთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

მსგავსი ამბები

Back to top button