უცნაური

Silent-Hill

f54ff0eefb80

მოჩვენებად გადაქცევა არა მხოლოდ ადამიანის მოუსვენარ სულს შეუძლია,არამედ ქალაქსაც – ადამიანის უდიდესი შეცდომის გამო.არც თუ ისე დიდი ხნის წინ,პენსილვანიური ქალაქი ცენტრალია ყვაოდა,ახლა კი აქ ყოველწლიურად ციდან ფერფლი ცვივა,ხოლო ჰაერი მოწამლულია.

ამერიკის შტატი პენსილვანია სახელგანთქმულია მრეწველობით,მათ შორის ნახშირმოპოვებით:პენსილვანიის ტერიტორიაზე ნახშირის მარაგი იმდენია,რომ რამდენიმე თაობას ეყოფა.ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ შტატში,რომელიც განთქმულია ანტრაციტის დიდი მარაგით XIX საუკუნეში წარმოიშვა ქალაქი ცენტრალია.1841 წელს,არც თუ ისე დიდ დასახლებაში,სახელად რორინგ,ვინმე ჯონათან ფაუსტმა გახსნა ტავერნა ”ხარის თავი”.შეიძლება ითქვას,რომ მან ცენტრალიის პირველი ქვა დადო,მაგრამ საეჭვოა სცოდნოდა,რომ ცამეტ წელიწადში,მოკრძალებული დასახლებისგან ქალაქი შეიქმნებოდა.

02fb17efc6e5

ასეც მოხდა.1854 წელს სამთომოპოვებითმა კომპანიამ Locust Mountain Соаl and Iron Company გადაწყვიტა ტერიტორია დაებრუნებინა და იქ ინჟინერ-მშენებელი ალექსანდრ რია გაუშვეს.მან დააპროექტა დასახლების ქუჩები და თავის შემოქმედებას ცენტრვილი უწოდა.თუმცა,გაირკვა,რომ პენსილვანიაში ასეთი სახელწოდების ქალაქი უკვე არსებობდა და საფოსტო სამსახურთან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად 1865 წელს დასახლებას ცენტრალია დაერქვა,ხოლო ერთი წლის შემდეგ ადგილმა ქალაქის სტატუსი მიიღო,სადაც გაჩნდა სკოლები,საავადმყოფოები,ეკლესიები,სასტუმროები,მაღაზიები,თეატრები,ბარები,საფოსტო განყოფილება და ბანკი.

e7a3f707e67c

ნახშირის მოპოვება ორი ათას ადამიანს სამსახურს აძლევდა,მათი ცხოვრება მშვიდად და წყნარად წარიმართებოდა მანამ,სანამ 1868 წლის 17 ოქტომბერს არ მოხდა დიდი დანაშაული – ქალაქის გასასვლელთან ალექსანდრი რია მოკლეს.

დადიოდა ხმები,რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო საიდუმლო საზოგადოება ”მოლი მაგუაიერსის” მიერ,რომელიც,როგორც ჩანს,ქალაქის ერთი დამაარსებლის სიკვდილმა არ დააკმაყოფილა და შემდეგ წლებშიც რამდენიმე მკვლელობა მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

უამრავი უკანონობის შემდეგ,ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა,თითქოს ცენტრალიამ ნეგატივის მთელი მარაგი გამოაცარიელა.მაგრამ,როგორც აღმოჩნდა,ნამდვილი კოშმარი ჯერ კიდევ წინ იყო.სანამ ცხოვრება ქალაქში ჩვეულებისამებრ გრძელდებოდა,ხალხი ძველებურად ისევე ნახშირის მოპოვებით იყო დაკავებული.

9a9961861346

ცხადია,ქალაქის არსებობის ერთ საუკუნეში,აურაცხელი ნაგავი დაგროვდებოდა.სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები,რომელსაც სასაფლაო ”ოდდ-ფელოუზ”-ის გვერდით მდებარე ძველ მაღაროში ყრიდნენ,მოსაშორებელი იყო.1962 წელს კი ამის მიზეზიც მოიძებნა:ახლოვდებოდა ხსოვნის დღე – აშშ-ს ნაციონალური დღესასწაული,მიძღვნილი ომში და შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცებისადმი.ნაგვის მოშორებისთვის,ცენტრალიის მმართველობამ ხუთი მეხანძრე აიყვანა.ისინი უკვე შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ – ნარჩენებს ცეცხლს უკიდებდნენ და ელოდნენ,სანამ დაიწვებოდა,რის შემდეგაც აქრობდნენ.

7e1f4e159846

უყურადღებო მეხანძრეებმა საქმეს თავი ვერ გაართვეს:ნაგავი წვას განაგრძობდა,სანამ ცეცხლი ნახშირზეც არ გადავიდა.
ყოველ შემთხვევაში,ასეთია ოფიციალური ვერსია.სხვა,ჯოან კვნიგლის წიგნ ”დღე,როდესაც მიწა გასკდა:ნაციონალური მნიშვნელობის ტრაგედია”-ში დაწერილი ვერსიის თანახმად,ხანძრის გაჩენის მიზეზი სრულიად შესაძლებელია,ვინმე გამვლელის მიერ გადმოგდებული სიგარეტის ნამწვი ყოფილიყო.

60-70-იანი წლების განმავლობაში ხანძარი,მიუხედავად მისი ლიკვიდირების ყველა ცდისა,ვერ ჩააქვრეს.ნამწვი და ნახშირმჟავა გაზის დიდმა რაოდენობამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა,ხოლო ჟანგბადის უკმარისობას ხალხი ავადმყოფობამდე მიჰყავდა.ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ,მაგრამ ყველა ცდა უშედეგო გამოდგა – ლოკალური კატასტროფა ძალზე მასშტაბური აღმოჩნდა.რამდენიმე თვითმხილველის ნათქვამს თუ დავუჯერებთ,მუშებს ”ოდდ-ფელოუზის” გვერდზე სანგარი უფრო ინტენსიურად რომ ეთხარათ და დღესასწაულებზე სამუშაოსთვის თავი არ აერიდებინათ,ცეცხლს ადვილად გაუმკლავდებოდნენ.

მოსახლეობამ ქალაქის დატოვება 1969 წლის მაისში დაიწყო,ზოგს კი იმედი ჰქონდა,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.მაღაროები კვლავ ბოლავდა,მაგრამ მოქალაქეებს ათწლეულების განმავლობაში ეგონათ,რომ არაფერი საშიში არ ხდებოდა.იმის შესახებ,რომ ცენტრალია კატასტროფის ზღვარზე იყო,მოსახლეობამ შემთხვევით გაიგო.ერთ-ერთი ავტო-გასამართ სადგურის მფლობელმა,ჯონ კოდინგტონმა,გადაწყვიტა შეემოწმებინა ბენზინის დონე მიწისქვეშა რეზერვუარში და შიგნით საცეცი ჩაყო,რომელიც ამოღების შემდეგ ძალიან ცხელი აღმოჩნდა.

73b7f86c18aa

ჯონს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ტემპერატურა გაზომა – თერმომეტრმა დაახლოებით 80 °С უჩვენა.სიახლე შემოგარენში მალე გავრცელდა,და ბოლოს და ბოლოს მოსახლეობამ შეიგნო,რომ გაცხელებულ მიწისქვეშა ქვაბზე ცხოვრობდა.ქალაქის მერია იძულებული გახდა ეღიარებინა,რომ სიტუაციის კონტროლი არ ძალუძდა.

ორი წლის შემდეგ მომხდარმა ინციდენტმა კატასტროფაზე მთელი ქვეყნის ყურადღება გაამახვილა.1981 წლის 14 თებერვალს,12 წლის ტოდ დომბოსკის ფეხებქვეშ,ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით,მიწა გასკდა – წარმოიქმნა 45 მეტრის სიღრმის ორმო.ბიჭი კინაღამ ჩავარდა – ძლივს მოასწრო ხის ფესვებს ჩაჭიდება,ხოლო მისი ბიძაშვილი დროულად მოვიდა და ტოდი ამოათრია.

810df139dd72

ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ აშშ-ს კონგრესმა ცენტრალიას 42 მილიონი დოლარი გამოუყო მოსახლეობის სხვა ქალაქებში გადასახლებისთვის.უმეტესობა ამ წინადადებას დათანხმდა,დანარჩენებმა კი ყურიც არ ათხოვეს მთავრობის გაფრთხილებას და უარი თქვეს შემოთავაზებაზე.1992წელს შტატის გუბერნატორმა რობერტ კეისიმ მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვა საშიშროების გაზრდის გათვალისწინებით დარჩენილი მოსახლეობის იძულებით გადასახლება.

მოსახლეები ცდილობდნენ სასამართლოს გზით გაეპროტესტებინათ ეს გადაწყვეტილება:მათ ეჭვი ჰქონდათ,რომ მათ ასახლებდნენ იმიტომ,რომ შესაძლებლობა მისცემოდათ ანთრაციტის მოპოვებისა,რომლის დიდი მარაგიც ქალაქის ქვედა ნაწილშია.ჩინოვნიკები კი აცხადებდნენ,რომ პენსილვანიის მმართველობას არასდროს არ ჰქონდა ნახშირის მოპოვების უფლება და რომ არანაირი სამთომოპოვებითი კომპანია არ მოქმედებდა ამ რეგიონში.სასამართლომ გუბერნატორს მიემხრო.

2002 წელს ცენტრალიის საფოსტო ინდექსი 17927 რეგისტრიდან გაქრა.ტრასა 61,რომელიც ქალაქისკენ მოდიოდა,გადაკეტეს ხოლო დასახლებული ადგილი წაშალეს პენსილვანიისა და აშშ-ს ყველა რუკიდან.ხანძართან ბრძოლა შეწყდა – ეს ფულის უაზრო ფლანგვა გამოდგა.

b75e809cd811

არაამქვეყნიური მოსახლეობა

2010 წლისთვის ცენტრალიაში მხოლოდ ხუთი სახლიღა იყო დარჩენილი – სხვა დანარჩენი დაანგრიეს.ამ ქალაქში ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღა ცხოვრობს,რომელთა შორისაა – ქალაქის მერი და შთამომავლობითი მემაღაროვე.ისინი გადაჭრით ამბობენ უარს საყვარელი ქალაქის დატოვებაზე და არ აღელვებთ ის ფაქტიც,რომ მიწისქვეშა ცეცხლი კიდევ უნდა ენთოს 250-დან 1000 წლამდე.ყოველდღიურად ასფალტი იფარება ახალ-ახალი ბზარებით,ორმოები მიწაში კარგა ხანია ნორმალურ ფაქტად მიიჩნევა,ჰაერი მოწამლულია,მიწიდან სქელი კვამლი ამოდის ხოლო ფერფლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიყაროს ციდან.რა შეიძლება იყოს უარესი?

944cb7678718

მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებები,რომლებიც ტურისტებს აფრთხობენ.მას შემდეგ რაც მოხდა კატასტროფა და ამის შესახებ ყველა შტატმა შეიტყო,თავგადასავლების მრავალი მაძიებელი და მიტოვებული ადგილების მოყვარული ცენტრალიისაკენ გამოეშურა.ზოგს უბრალოდ მიტოვებულ ქუჩებში გასეირნება,სურათების გადაღება,უცნაურ ატმოსფეროში მოხვედრა და ამ ყველაფრის რამდენიმე წელიწადში დავიწყება უნდოდა.სხვებს კი ”გაუმართლათ” და ეს მოგზაურობა სიცოცხლის ბოლომდე გაყვებათ.ზოგჯერ ტურისტებს უცნაური ხმები ესმით,ისეთი შეგრძნება აქვთ თითქოს უთვალთვალებენ ან ეჩვენებათ,რომ კუთხეში რაღაც ფიგურა გაკრთა.

099f8076c0c5

1998 წელს სკოტ სეილორი ორ მეგობართან ერთად ცენტრალიის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წავიდა.ქალაქში რომ ვერაფერი საინტერესო ნახეს,სასაფლაოზე წავიდნენ.ისინი ერთ გორაკთან შეჩერდნენ,რომლიდანაც ბოლი ამოდიოდა.მოულოდნელად რაღაც ხმები ჩაესმათ.თავიდან ვერ არჩევდნენ სიტყვებს,შემდეგ კი გარკვევით გაიგონეს სიტყვები,რომელიც მიწიდან ამოდიოდა ”წადით აქედან”.

გორაკიდან სულ უფრო და უფრო მეტი ბოლი ამოდიოდა.შეშინებული მეგობრები მანქანისკენ გაიქცნენ,ხმა კი ეწეოდათ – ”რატომ”რატომ გააკეთეთ ეს?”.იმ მიდამოში არცერთი მანქანა და ადამიანი არ ჩანდა.როდესაც სკოტი სახლში მივიდა და რუკას დახედა,გაიგო,რომ ისინი აალების ადგილას ყოფილან.

1999 წელს ახალგაზრდა წყვილი,ლორი და ჯიმი ცენტრალიის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში შევიდა.მათ ძალიან უყვარდათ მსგავსი ადგილები და თავისუფალ დროს ხშირად იკვლევდნენ მიტოვებულ ნასახლარებსა და ძველ სასაფლაოებს,თანაც მოჩვენებების საერთოდ არ ეშინოდათ.სამსართულიან სახლში ჯიმი და ლორი მეორე სართულზე ავიდნენ და კიბის გვერდით იდგნენ.

43b64f20e34a

უეცრად ხის კიბეები აჭრიალდა.ახალგაზრდებმა იფიქრეს,რომ ამ სახლში ვიღაც კიდევ იყო და ელოდნენ როდის ჩამოვიდოდა მათთან კიდევ ერთი ტურისტი.ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა და მეორე სართულსაც მოაღწია,როდესაც ისევე უეცრად შეწყდა როგორც დაიწყო.ლორიმ მესამე სართული გადაქექა,ჯიმმა კი ქვემოთა სართული გაჩხრიკა,მაგრამ სახლში ვერავინ იპოვეს.

გასაკვირი არაა,რომ მსგავსი შემთხვევებით ცნობილმა ცენტრალიამ საშინელებათა ფილმ ”საილენთ-ჰილის” სცენარისტის,როჯერ ეივერის ყურადღებაც მიიპყრო.კინო გადაღებულია ვიდეოთამაშის მოტივებზე.თავის დროზე ”საილენთ-ჰილმა” ფურორი მოახდინა და დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად ითვლება საშინელებათა ჟანრში.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა
100001979419114.1059.2017624992

მსგავსი ამბები

Back to top button