უცნაური

ეშმაკის ხაფანგი

220e5df51459

ეშმაკის ხაფანგი – ერთ-ერთი ანომალიური ადგილია იტალიაში.ერთი ლეგენდის თანახმად,რომელიც გავრცელებულია ქალაქ ტაკონაში,კუნძულ სიცილიაზე არის ერთი იდუმალი და საშიში ადგილი,სადაც მეთვრამეტე საუკუნეში ადამიანები უჩინარდებოდნენ მოწმეების თვალწინ. ქალაქში ცხოვრობდა ერთი სოლიდური და პატივცემული კაცი,სახელად ალბერტო გორდონი.ერთხელ,1753 წლის 3 მაისს,თბილ დილას იგი თავის მამულში სეირნობდა.ამავე დროს,ეზოში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ალბერტოს ცოლი,მისი მეგობარი გრაფ ზენეტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.უეცრად,გარკვეულ ადგილამდე მისული ალბერტო გაოცებული პუბლიკის წინაშე გაქრა.ამის შემხედვარე ადამიანები განცვიფრებულები იყვნენ,ცოლმა შეძრწუნებისგან გონი დაკარგა.სანახაობით გასულელებულმა მოწმეებმა მთელი ეზო და გაუჩინარების ადგილი გადაქექეს,თუმცა ამ მოვლენის მიზეზი ვერ დაადგინეს.იმ ადგილას,სადაც გორდონი გაქრა,არათუ ჭა და ორმო,არამედ ერთი ჩაღრმავებული ადგილის ვერ იპოვეს – ადგილი იდეალურად სწორი იყო.ერთი სიტყვით,ყველასთვის სრულიად უცნობი დარჩა,თუ სად გაქრა ალბერტო. აღწერილი მოვლენებიდან 22 წელი გავიდა.და ერთ მშვენიერ დღესაც დაკარგული ალბერტო გორდონი იმავე ადგილას გაჩნდა,სადაც დაიკარგა,იგი უბრალოდ არსაიდან გაჩნდა,ისევე როგორც გაქრა.გარშემომყოფები მაშინვე მიცვივდნენ და ეკითხებოდნენ,თუ სად იყო ის ამ ხნის განმავლობაში.ყველა კითხვაზე პასუხი იყო ის,რომ იგი არსადაც არ წასულა.ამიტომაც იგი საგიჟეთში მოათავსეს,სადაც შვიდი წელი გაატარა. 64babc72e8b9 საგიჟეთში ყოფნის შვიდი წლის თავზე გორდონის შეშლილთა კლინიკის ერთ-ერთმა დოქტორმა,მარიომ მოაკითხა და გადაწყვიტა გაუჩინარების თემაზე ესაუბრა მასთან. ალბათ გორდონიმ მას მოუყვა,რომ ოცდაცხრა წლის წინ ბნელ ტუნელში მოხვდა,რომელმაც იგი კაშკაშა და ბუნდოვან სინათლესთან მიიყვანა.მის წინ იყო სურათი,რომელიც მოფენილი იყო ვარსკვლავებითა და წერტილებით,რომლებიც პულსირებდნენ.იმ ადგილას,სადაც ალბერტო მოხვდა,არაფერი იყო,უცნაური დანადგარებისა და შეუცნობელი თმიანი არსების გარდა,რომელმაც მას უთხრა,რომ დროისა და სივრცის ნაპრალში იმყოფებოდა,საიდანაც გასვლა ძნელია.იქ ყოფნის დროს,ალბერტომ შეიტყო ხვრელებზე,რომლებიც ბნელში იხსნება;თეთრ წვეთებზე და სინათლის სისწრაფით სივრცეში მოგზაური ფიქრების შესახებ;უსხეულო სულებისა და უსულო სხეულების შესახებ;მფრინავი ქალაქების შესახებ,ახალგაზრდა და უკვდავი მაცხოვრებლებით.შემდეგ გორდონი სახლში დაბრუნდა და სჯეროდა,რომ ძალიან ცოტა ხნით გაუჩინარდა,სულ რამდენიმე საათით.დოქტორმა მას დაუჯერა და წაიყვანა მომხდარის ადგილას,რომ კარგად გამოეკვლია.როდესაც ეზოში შევიდნენ და გაქრობის ადგილს მიადგნენ,კვლავ მოხდა უბედურება.ალბერტომ ერთი ნაბიჯი გადადგა და კვლავ გაუჩინარდა,მაგრამ ამჯერად სამუდამოდ.დოქტორმა მარიომ ირწმუნა ეშმაკის ხრიკების,იმ ადგილის გარშემო კედელი აღმართა.ხოლო იმ ადგილს ეშმაკის ხაფანგი დაერქვა და დღემდე შემოინახა ეს სახელი. 4877459bd1de რაშია გაქრობის საიდუმლო ? არსებობს ძალიან ბევრი ამის ამხსნელი ჰიპოთეზა – როგორც მეცნიერული,ასევე მისტიკური.მათ შორისაა პარალელური სამყაროების არსებობის,დროის ჩავარდნების,სივრცით-დროითი ანომალიური ზონების,ქრონალურ ზონებში შავი ხვრელების არსებობის და ასტრალურ სამყაროში გადასვლის ჰიპოთეზები. ასეთი ადგილი ჩვენს პლანეტაზე ბევრია და ყველა ანომალიურ ზონად ითვლება.ასეთ ზონებში თავს წარმოაჩენენ ხოლმე სივრცისა და დროის ანომალიები.ანომალიები იმაში მდგომარეობს,რომ ადამიანი ამ ზონაში მოხვედრისას უეცრად სხვა დროში გასხლტება,იგი ვერ გრძნობს დროის მსვლელობას და თვლის,რომ რამდენიმე წამი გავიდა,არადა გარშემომყოფთათვის საათებია გასული. ჯერ კიდევ უძველეს ზღაპრებში იყო აღწერილი მოვლენები,როდესაც ფერიების ცეკვით მოჯადოებული ადამიანები თვლიდნენ,რომ ხუთი წუთი გავიდა,არადა თვეებსა და წლებს ჩაუვლია.ყოველ ასეთ ზღაპარში სიმართლის ნატამალი არის  და ეს იმას ამტკიცებს,რომ ხალხმა უძველეს დროშიც იცოდა ასეთი ანომალიური ადგილების არსებობის შესახებ. 87c0be515ed3 მისტიკური მოვლენის კიდევ ერთი მაგალითი – ერთ კაცს სახლში მოჯადოებული ადგილი ჰქონდა,სადაც რეგულარულად იკარგებოდა ყველაფერი.ერთხელ,როდესაც იგი ამ ადგილზე დაიხარა,მის გარშემო სქელმა ნისლიანმა ღრუბელმა დაიწყო გამოსახვა.მისმა მეგობარმა,რომელიც მისგან ოდნავ მოშორებით იდგა და ეს ღრუბელი დაინახა,უსაფრთხო ადგილას გამოიყვანა.გასაკვირი ისაა,რომ მხოლოდ მეგობარმა დაინახა ღრუბელი,ანომალიურ ზონაში მყოფმა კი ვერაფერი დაინახა და შეიგრძნო. 6e067c0a526d ყოველ ანომალიურ ზონას თავისი დამახასიათებელი პარადოქსები აქვს.პირველი მათ შორის ხალხის თვალწინ გაქრობას უკავშირდება.გამქრალი ხალხის ერთი ნაწილი საერთოდ ვერ ამჩნევს თავისსავე გაუჩინარებას,მეორე ნაწილს კი ეჩვენება,რომ უსაზღვროდ დიდხანს ეძებს თავის თანამგზავრებს. მეორე პარადოქსი იმაში მდგომარეობს,რომ ერთი შეხედვით პატარა მანძილის გავლს გაუჩინარებულები ზოგჯერ საათობით უნდებიან,ზოგჯერ კი ძალიან დიდ მანძილს რამდენიმე წუთში. მესამე პარადოქსი ისაა,რომ ზოგი გამქრალი ადამიანი დროში (წარსულში ან მომავალში) იკარგება,ზოგი კი – პლანეტის სხვა ადგილას ხვდება(უდაბნოში,ტყეში,ზღვის ნაპირას). ზოგი ჰიპოთეზის თანახმად,ჩვენ შეცდომას ვუშვებთ,თუ ვთვლით რომ დროის მსვლელობა ყველგან ერთნაირია.ზოგ ანომალიურ ადგილას დროის მსვლელობა დარღვეულია.ჩვენი გაგებით ამ ადგილებში დროის მსვლელობა აჩქარებული ან შენელებულია.ასეთ ადგილებს დარღვეული დროის ზონებად თვლიან.რა ადგილებია ეს? ეს ის ადგილებია,სადაც ჩამოვარდა ტუნგუსური მეტეორიტი,სადაც შემჩნეულია გამოუცნობი მფრინავი არსებების დაჯდომა,ბერმუდის სამკუთხედი,სატანის ზღვა,პოლიგონები ბირთვული ცდებისთვის და სხვა…

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა 100001979419114.1059.2017624992

 

მსგავსი ამბები

Back to top button