არქივი

ძვლის საოცარი სიმტკიცე

4b7e7ef90e36

„დრეკადობის, დაჭიმულობისა და სიმტკიცის გამო, ძვალს საინჟინრო შედევრი“ უწოდეს. რატომ?

71962101fdd1

ადამიანის ჩონჩხი დაახლოებით 206 ძვლისგან და 68 სახსრისგან შედგება. ყველაზე გრძელია ბარძაყის ძვალი, ყველაზე პატარა კი უზანგი, ანუ სასმენი ძვალი, რომელიც შუა ყურშია მოთავსებული. ტანმოვარჯიშეზე დაკვირვებით ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ძვლები, კუნთები, ხრტილები და სახსრები ჯანსაღ სხეულს საოცარ ელასტიკურობასა და მოძრაობის უნარს ანიჭებს. „მარტო ცერა თითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი სხეულის დიზაინერი (ვინც არ უნდა იყოს ის) გენიოსია!“ — ნათქვამია ამერიკის კოსმოსური ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ერთ ცნობარში.

ძვლები ძალიან დიდ დატვირთვას უძლებს. „[მათი] აგებულება ძალიან ჰგავს რკინაბეტონის კონსტრუქციას, — აღნიშნულია ზემოხსენებულ ცნობარში. — ფოლადი უზრუნველყოფს რკინაბეტონის გაჭიმვის სიმტკიცეს, ხოლო ცემენტი, ქვიშა და ხრეში — კუმშვის სიმტკიცეს. მაგრამ ძვლების კუმშვის სიმტკიცე გაცილებით დიდია, ვიდრე საუკეთესო ხარისხის რკინაბეტონის“. „ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, შევქმნათ მისი [ძვლის სიმტკიცის] ანალოგი“, — აღნიშნავს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მასალათმცოდნეობის დარგში, რობერტ რიჩი.

ბეტონისგან განსხვავებით, ძვალი უთვალავი ცოცხალი ორგანიზმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ძვალი ხასიათდება მოძრაობის საოცარი უნარით. დაზიანებულ ძვალს აქვს თვითაღდგენის უნარი. ის რეაგირებს ჰორმონებზე, რომელიც მის ზრდასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ძვალი აგრეთვე მთავარ როლს ასრულებს სისხლის უჯრედების წარმოქმნაში. კუნთების მსგავსად, დატვირთვის ზრდასთან ერთად ძვალი ნელ-ნელა მტკიცდება. ამიტომ სპორტსმენებს უფრო მაგარი ძვლები აქვთ, ვიდრე ნაკლებად მოძრავ, ზანტ ადამიანებს.

წყარო ;Watchtower Library

მსგავსი ამბები

Back to top button