გართობაუცნაური

რა გქვია შენ?

63ffb210f693
ყველა ადამიანს რაღაც სახელი ჰქვია. ეს სახელები სხვადასხვა წარმოშობისაა. ყოველ მათგანს თავისი შინაარსი, მნიშვნელობა აქვს. ადრე სახელებს სწორედ ამ მნიშვნელობების მიხედვით არქმევდნენ. დღეს ბევრი სახელის შინაარსი დაკარგულია ან უბრალოდ არ ვიცით, რას აღნიშნავს ჩვენი სახელი. ალბათ გაინტერესებთ, რა გქვიათ თქვენ. გთავაზობთ საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სახელის მნიშვნელობას.

ვაჟების სახელები

ადამ – ებრაულად ნიშნავს „თიხას“, „წითელ მიწას“.

ათანასე – ბერძნულად ნიშნავს „უკვდავს“.

აკაკი – ბერძნულად ნიშნავს „უწყინარს“.

ალექსანდრე – ბერძნულად ნიშნავს „მხნე, მამაცი, ხალხის მცველი“.

ალექსი – „შემწე“, „მცველი“.

ანანია – ებრაულად ნიშნავს „მადლი უფლისა“, „მფარველობა ღვთისა“.

ანდრია – ბერძნულად ნიშნავს „მხნე, მამაცი“.

ანტონი – ბერძნულად ნიშნავს „მეომარი, მეთაური, ომში ჩაბმული“.

არსენი – „მხნე, მამაცი“.

ბაგრატ – ირანულად ნიშნავს „ღვთის მოცემულს“.

ბასილი, იგივე ვასილი – ბეძნულად ნიშნავს „სამეფო“.

ბესარიონ – ბერძნულად ნიშნავს „ტყიანი, ტყეხშირი“.

გაბრიელ – ებრაულად ნიშნავს „სიმტკიცე ანუ ძალი ღვთისა“.

გიორგი – „მიწათმოქმედი“.

გრიგოლ – ბერძნულად ნიშნავს „მღვიძარეს, ფხიზელს“.

გურამი – ირანულად ნიშნავს „გამარჯვების გენია“.

დავითი – ებრაულად ნიშნავს „სატრფიალო, საყვარელი“.

დანიელ – ებრაულია და ნიშნავს „მსაჯული ღვთის მიერ“.

დიმიტრი, იგივე დემეტრე – ბერძნული სახელია და ნიშნავს „დემეტრას კუთვნილს“.

ექვთიმე – „უზაკველი, უბოროტო, გულკეთილი“.

ვახტანგი – ირანულად ნიშნავს „მგლის ტანიანს“.

ზაქარია – ებრაულად ნიშნავს „ღვთის მიერ დაუვიწყარს“.

თამაზ – ირანულად „საკვირველი“.

თეიმურაზ – ირანულად ნიშნავს „გონიერს“.

თეოდორე – „ნიჭი ღვთისა“.

თომა – ბერძნულად ნიშნავს „ტყუპისცალს“.

იაკობ – ებრაულად „ღვთის მიმბაძველი“.

ილარიონ – ბერძნულად ნიშნავს „მხიარულს“, „ნათელს“.

ილია – ებრაულად „ძალი ღვთისა“, „ციხესიმაგრე“.

იოანე, იგივე ივანე – „ღვთის წყალობა“, „მადლი“.

იოსები – ებრაულად „გამრავლება, მატება“.

ირაკლი იგივე ერეკლე – ბერძნულად „ჰერკულესი“.

კონსტანტინე – ლათინურად ნიშნავს „მტკიცე, შეურყეველი“.

ლაზარე – ებრაულად „ღმერთია შემწე“.

ლაშა – „ნათელი“, „შუქი“.

ლუარსაბ – სპარსულად „წითელი ცხენის პატრონი“.

ლუკა – ლათინურად ნიშნავს „მანათობელი, ბრწყინვალე“.

მათე – ებრაულად „ღვთის კაცი“, „ღვთის ნაჩუქარი“.

მამია, მამუკა – „ძუძუმწოვარი“.

მირიან – სპარსულად „მითრასი, მზისა“.

მიქაელ, იგივე მიხეილ – ებრაულად „ღვთის სწორი“, „ღვთაებრივი“.

მოსე – ებრაულად „წყლიდან ამოყვანილი“.

ნიკოლოზ – ბერძნულად „გამარჯვებული“, „მძლეველი ხალხისა“.

ნოე – ებრაულად „ნუგეში“.

ოთარ – „ულამაზესი ყმაწვილი“.

პავლე – ებრაულად „მცირე, პატარა“.

პეტრე – ებრაულად „კლდე, ქვა“.

რამაზი – არაბულად ნიშნავს „კმაყოფილს“.

საბა – არაბულად „თავისუფლებას მოკლებული“.

სერგი – „მაღალი“, „ღირსეული“.

სვიმეონ, იგივე სიმონი – „შემსმენელი, ყურადმღებელი“.

ტიტე – ლათინურად „დარბაისელი, ღირსების დამცველი“.

ფილიპე – „ცხენთა მოყვარული“.

ქაიხოსრო – ირანულად „თავადი სახელგანთქმული, ცნობილი“

თუ გინდათ ქალის სახელებსაც შემოგთავაზებთ

Janikokoko

Im fuckin' noob :*
Back to top button