არქივი

ფაქტები ცნობილ მსახიობებზე. ნაწ. I

754e27d38579

ძალიან საინტერესოა :)

ce04876d2c20
ჩარლი ჩაპლინი – ჩარლი ჩაპლინის დედა ლონდონის მიუზიკ-ჰოლის მსახიობი იყო და ჩარლი 5 წლის ასაკიდან დროდადრო მასთან ერთად თამაშობდა. როცა დედა დაუავადმყოფდა, პატარა ჩარლი ობოლთა თავშესაფარში გაგზავნეს. 1910 წელს ის ამერიკაში გადასახლდა, ოთხი წლის შემდეგ კი ის უკვე ფილმებში მონაწილეობდა. ჩაპლინი მუნჯი კინოს ყველაზე საყვარელი კომიკოსი გახდა: მისი გაფშეკილი ულვაში, დაბალი შლაპა, ხელჯოხი და ჩაჩაჩული შარვალი. მალე მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ჩარლიმ ფილმების გადაღება და მათთვის სცენარების წერაც კი დაიწყო, 1919 წელს კი კომპანია “იუნაითედ ართისთს”-ის დაარსებაში მონაწილეობდა.

თავის ცნობილ ფილმებში, მაგ., “ბიჭუნა” (1920) და “ოქროს ციებცხელება” (1925) ჩაპლინი პატარა მაწანწალას ასახიერებდა, რომელსაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ჩაგრავენ და ამცირებენ, მაგრამ, თვითონ, ყოველთვის, მასავით პატარა ადამიანების მხარესაა. დიდი წარმატება ხვდა ჩაპლინის “დიდ დიქტატორს” (1940), ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაცისტი მიმდევრების დაუნდობელ, მაგრამ მხიარულ კინოკარიკატურას.

578ff9d08693

ბასტერ კიტონი – ჯოზეფ კიტონის მშობლები კომიკური ჟანრის მსახიობები იყვნენ და შვილს სცენისთვის პატარაობიდანვე ამზადებდნენ. სახელი “ბასტერი” (არაჩვეულებრივი) მაშინ შეერქვა, როცა სიმაგლიდან გადავარდა მაგრამ არაფერი დაუშავდა. 21 წლისამ, როსკო არბაკლთან, იგივე მსუქანასთან ერად მოკლე ფილმების გადაღება დაიწყო, 1919 წლიდან კი ფილმებს დამოუკიდებლად იღებდა. მათ შორისაა: “ჩვენი სტუმართმოყვარეობა” (1923) და “ზღვაოსანი” (1924), რომლებშიც კიტონი ერთი სახიფათო სიტუაციიდან მეორეში აღმოჩენას სახის გამომეტყვეების შეუცვლელად ახერხებს, რის გამოც “დიდი ქვის სახე” შეარქვეს. თავის უდიდეს ფილმში “გენერალი” (1927), კიტონი ამერიკის სამოქალაქო ომში შემთხვევით მოხვედრილ მემანქანეს თამაშობს. სამწუხაროდ, ხმოვანმა კინომ ბასტონ კიტონის კარიერას ბოლო მოუღო.

cae9a6c3b8e0

კერი გრანტი – არჩიბალდ რიჩის (კერი გრანტის ნამდვილი სახელი) ინგლისში, ბრისტოლში დაიბადა. მსახიობობაზე ოცნებობდა და ბედი საძებნელად, 1920 წელს, ამერიკაში გაემგზავრა. შესანიშნავმა გარეგნობამ, პიროვნულმა ხიბლმა და გონებამახვილობამ დიდი წარმატება მოუტანა. ფილმში “ოქროსთმიანი ვენერა” (1932) მარლენ დიტრიხთან ერთად მონაწილეობამ სახელი კიდევ უფრო გაუთქვა. მისი საუკეთესო კომედიებია: “ბავშვის გაზრდა” (1938) და “მამა აბატი” (1964), სასპენსის ჟანრის დრამებიდან – “ქურდის დაჭერა” (1955) და “ჩრდილოდასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ” (1959), რომლის რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი იყო. 1970 წელს კინოში შეტანილი წვლილისთვის გრანტს ოსკარი მიენიჭა.

be3612bba949

ლორენს ოლივიე – ლორენს ოლივიე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მისი სამსახიობო ნიჭი ყველამ შეამჩნია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლონდონის მეტყველების და დრამის ცენტრალურ სკოლაში შევიდა

პირველი გამორჩეული როლი ოლივიემ ნოელ ქაუარდის ფილმში ” პირადი ცხოვრება” შეასრულა, მაგრამ სახელი 1935 წელს შექსპირის “რომეო და ჯულიეტაში” რომეოს როლით მოიხვეჭა. ერთი წლის შემდეგ, ოლივიე ლონდონის ცნობილ თეატრ “ოლდ ვიკის” წამყვანი მსახიობი იყო და შექსპირის პიესებში მთავარ როლს ასრულებდა. ფილმებში – “ქარიშხლიანი მაღლობები” და ” ჰენრი V” მონაწილეობის შემდეგ ოლივიე საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდა, 1947 წელს კი დედოფალმა რაინდობა უბოძა.

წყარო: “ენციკლოპედია”

Sunrise by Brian Crain by iri_lekveishvili

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button