ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია, რომ რეალური იყოს.
თითქოს ნახატს ჰგავს, მაგრამ ეს სურათი რეალობაა და მასზე ხედავთ კალიფორნიის აყვავებულ ბორცვებს. ფოტო გადაიღო ფრენკ კიმ 2005 წლის მარტში და მას “ღმერთის ნახატი” უწოდა.
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ რანჩოში პითონმა ანტილოპათი ისაუზმა და ღობეზე გადასვლას შეეცადა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, არ იცოდა, რომ ძაბვა გადიოდა და მოკვდა.
2006 წლის დეკემბერს მძღოლმა, რომელმაც 1991 წლის GMC პიკაპის საჭე ვერ დაიმორჩილა, გაანგრია ღობე და 60 მეტრი სიმაღლის კლდის თავზე სასწაულით გაჩერდა. ბედი მაქვსო, ამან უნდა თქვას
ჰონდას რეკლამა. რასაც ამ ვიდეოში ხედავთ, რეალურად მოხდა და არ წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკის შემოქმედებას. ამ ორწუთიანი რეკლამის გადაღებას დასჭირდა 606 ცდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეღამური მუშაობა. მთლიანობაში დაიხარჯა 6 მილიონი დოლარი. რეკლამამდე არსებობდა ხელით აწყობილი მხოლოდ 6 “ჰონდა აკორდი”. ჰონდას ინჟინერების გულის გასახეთქად, რეკლამის დროს ორი მათგანი დაშალეს და რასაც ხედავთ, მათი ნაწილებია.
2004 წლის 13 ივლისს ატლანტა-ორლანდოს რეისის დროს თვითმფრინავს მარცხენა ძრავის დამცავი საფარი გადაძვრა. მოხერხებულმა მგზავრებმა დრო იხელთეს და აეროპორტში დაშვებამდე ფოტო გადაუღეს.
ენპანეთში ყოველ წელს, 6-დან 14 ივლისამდე, აღინიშნება დღესასწაული სან ფერმინი. ის ეძღვნება მესამე საუკუნეში მოღვაწე წმინდა ფერმინას, რომელიც ესპანეთის ქუჩებში ხარებმა გათელეს. დღესასწაულის დროს გამორბიან ხარები და ესპანელები მათგან თავის დაღწევას ცდილობენ. რა შედეგი მოიტანა ამან 2007 წელს, სურათზე ხედავთ.
ამერიკული ვერტმფრენი “ბოინგ CH-47” ცდილობს დაშვებას ავღანეთის ერთ-ერთ მთაზე. 2003 წლის ნოემბერი.
2005 წელს გადაღებული ფოტო, რომელიც National Geographic-ის წლის საუკეთესო ფოტოებში შევიდა. ჯორჯ სტეინმეცმა უდაბნოში მოსიარულე აქლემები აღბეჭდა. სურათზე თეთრი ლაქები არის აქლემები, ხოლო შავი კი – მათი ჩრდილები.
შედეგი, რაც მოაქვს პიტბულისა და მაჩვზღარბას შერკინებას. დანემსილი ძაღლი და სავარაუდოდ შიშველი მაჩვზღარბა :boli:
კატისებრთა ოჯახის ახალი ჯიში Liger (ე.წ. ლომფხვი). მიიღება მამრი ლომისა და მდედრი ვეფხვის შეჯვარებით. არის მეორე ვარიანტიც – Tigon, ოღონდ უფრო მცირე ზომის. ორივე ჯიში იზრდება ტყვეობაში. სურათზე ხედავთ Liger-ს სახელად “ჰერკულესი”. მისი სიმაღლე ორ ფეხზე დგომისას არის 3 მეტრი, წონა აღწევს 455 კგ-მდე. დღეში მიირთმევს 50 კგ-მდე საკვებს.
თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ისვენებენ ლომები. 45-50 გრადუსის პირობებში კენიაში მობინადრე ლომებს, რა თქმა უნდა, ესიამოვნებოდათ ჩრდილის ქვეშ ყოფნა.
შუაგულ ზღვაში კაიაკით მოსეირნეს უკან მისდევს 4 მეტრი სიგრძის გიგანტური ზვიგენი. სურათი დაიბეჭდა 2005 წლის სექტემბერში “Africa Geographic”-ის სტატიაში “ზვიგენის დეტექტივები”.
2008 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში, ეილსბერში ირემს მანქანა დაეჯახა. ცხოველების ჰოსპიტალში გადაყვანისას აღმოჩნდა, რომ ის მაკედ იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს, მაგრამ იხსნეს მისი შვილი და ინკუბატორში მოათავსეს. სურათზე სწორედ ამ უკანასკნელს ხედავთ.
ცივსისხლიან ცხოველებს, როგორც წესი, თბილ ადგილებში შეძრომა უყვართ. ამ პითონსაც მსგავსი თვისება ჰქონდა და გაზის ძრავას მიეხუტა, რამაც იმსხვერპლა კიდეც.
დიდ კანიონზე გაკეთებული მინით შებურული სასეირნო. მდებარეობს 1160 მეტრის სიმაღლეზე და მისი აგება დაჯდა $30 მილიონი.
სამხრეთ საფრანგეთი, მილაუს ხიდის პანორამული სურათი. გაიხსნა 2004 წლის 14 დეკემბერს. ყველაზე მაღალი ადგილი 343 მეტრია, მთლიანი სიგრძე – 2460 მეტრი.
6 წელი, 500 მილიონი ევრო და გერმანელების თავდაუზოგავი შრომა – შედეგად სახეზეა მდინარე ელბაზე გაშენებული 918 მეტრი სიგრძის ხიდი, რომელიც წყლითაა დაფარული და მასზე სატრანსპორტო მიმოსვლა თავისუფლად ხდება.
2003 წლის 9 სექტემბერს საზღვაო ფლოტის 1-ლი ბატალიონის ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყში გააკეთეს წარწერა “ჩვენ გვახსოვს 9-11” 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.
ზი ენდ :mamao: