არქივი

საახალწლო და საშობაო ტრადიციები

467a25a340e9

საახალწლოთა და საშობაოთ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.

ნაძვის ხე.

0c3f8fe9d861

ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავათა და გასალამაზებლად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გრილიანდებს, ნათურებს, “წვიმებს” იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულსაც კიდებენ ხოლმე. არა მარტო ოჯახებში, არამდენ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იდგმევა ორიგინალურად გაფორმებული საახალწლო ნაძვის ხეები, რომლის გარშემოც არაერთი ღონისძიება იმართება.

ძირითადად დასავლეთ საქართველოში ასევე ჩიჩილაკის ტრადიციაც არსებობს. ეს წარმოადგენს ხის ფორმის რიტუალურ საგანს, რომელსაც საახალწლოდ მილოცვისათვის იყენებენ. ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას, მის ზედა ნაწილს კი ტრადიციულად ჯვრის ფორმა აქვს.

2. საახალწლო საჩუქრები.

6c78c34df424

ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტარდიცია უკავშირდება სპარსელი მოგვების მიერ ახალშობილ იესოსათვის საჩუქრების მირთმევას. ასე ვიხსენებთ მოგვების მიერ ქრისტესთვის მირთმეულ ძღვენს. საახალწლო საჩუქრების ბაზრობა ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია. უამრავ ისეთ ნივთს შეხვდებით, რომლითაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი შეგიძლიათ გაახაროთ. ამიტომაც ამისათვის ფულს არავინ იშურებს.

3. საშობაო სანთელი.

b0faf9210c9a

ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა. ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯარის რაფაზე სანთელს ანთებენ. ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია ჩვენთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

4. თოვლის ბაბუა.

5e3fea0fccd8

უცხოეთში თუ სანტა კლაუსი არსებობს, ჩვენ თოვლის პაპა გვყავს. პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად მისი მოტანილი საჩუქრები ახარებთ. ამბობენ, რომ თოვლის ბაბუის ტრადიციას საფუძველი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება-მოღვაწეობის შემდეგ ჩაეყარა. იგი ყოველთვის ეხმარებოდა ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს და კართან საჩუქრებს უტოვებდა. ჩვენთან ყოველწლიურად სვანეთიდან ჩამოჰყავთ თოვლის პაპა, სვანურ კოშკში აბინავებენ და პატარებს საახალწლო საჩუქრებს ურიგებენ.

5. მეკვლე.

f32329a88039

მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოყვება, რომელსაც დღესაც იცავენ. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა. დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.

6. ალილოობა.

61962400b0fe

“ალილო” წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან “ალილუია”, რაც “აქებდით უფალს” ნიშნავს. ალილოობის ტრადიციაც საქართველოში ძველი დროიდან მოდის. მეალილოები გალობით ულოცავდნენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს, სურსათ-სანოვაგეს ჩუქნიდნენ. ზოგი ოჯახშიც იპატიჟებდა მათ და ერთად ხვდებოდნენ დამდეგ დღესასწაულს. დღესაც საქართველოს ყველა კუთხეში დიდი სიხარულით ეგებებიან მეალილოვეებს. ასევე იმართება სახალხო მსვლელობაც. ყოველ შობას, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას.

7. სადღესასწაულო სუფრა.

3e6071981f07

მართმადიდებელი ქრისტიანები შობას ახალი წლის შემდეგ, 7 იანვარს ავღნიშნავთ, ამიტომაც ბევრ ოჯახში საახალწლო სუფრა სამარვო კერძებით იშლება. ამის მიუხედავად იგი ყოველთვის საუკეთესო ნუგბარებითაა სავსე. ტრადიციულ გოზინაყსა და ჩურჩხელას ყველა სუფრაზე შეხვდებით. უკვე შობას, როცა მარხვა ხსნილდება ძირითადად კლავენ ღორს, აკეთებენ საცივსა და სხვა უამრავ კერძს. ეს ყველაფერი კი ბრწყინვალე დღესასწაულს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და სასიხარულოს ხდის.

:)

მსგავსი ამბები

Back to top button