სტერეოგრამა (მესამე თვალი)
მესამე თვალი მეტაფიზიკური და ესოთიკური ცნებაა, რომელიც აინა ჩაკრას დასავლეთიასა და აღმოსავლეთის სპირიტულ ტრადიციებში მოიხსენიება. ეხლანდელი დროის.
სპირიტულიზმში მესამე თვალი შეიძლება ალტერნატიული გამოხატვაა განათლების ან სურათები რომელთაც ღრმა პირადული სპირიტული ან ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ. მესამე თვალს ხშირად აკავშირებენ ჩვენი მხედველობისთვის მიუწვდომელ არედ, აკავშირებენ გამჭრიახობასთან, შორსმჭვრეტელობასთან, განვითარებასთან და სხეულგარეთა გამოცდილებასთან. ვისაც მესამე თვალი ეხსნება მას შეუძლია დაეკონტაქტოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის უხილავ არსებებს რომლებიც დროის და სივრცის სხვა განზომილებიდან არიან.
სტერეოგრამა, ანუ “მესამე თვალი” თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. ერთი სურათის “მიღმა” დამალულია მეორე გამოსახულება. თუ სურათს “ჩვეულებრივად” შეხედავთ, მაშინ დამალულ გამოსახულებას ვერ შეამჩნევთ. სტერეოგრამა დაგეხმარებათ განავითაროთ ე. წ. “მესამე თვალი”. მზერის კონცეტრაციას კონკრეტულზე დეტალზე ნუ მოახდენთ, არამედ იყურეთ ფოტოს სიღრმეში. თქვენ ფოტოს “მიღმა” დამალულ გამოსახულებას დაინახავთ.
მიიტანეთ სახე მონიტორთან ისე, რომ ცხვირის წვერს ეხებოდეს, მოადუნეთ თვალები და მიაჩერდით ნახატს, თითქოს სურათის მიღმა იყურებით. როცა თქვენი თვალები შეწყვეტენ რომელიმე გარკვეული წერტილის ფიქსირებას, ნელ-ნელა დაშორდით ეკრანს, გაჩერდით იმ მანძილზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, წიგნს კითხულობთ ხოლმე და გააგრძელეთ სურათის დაჟინებით ყურება. შესაძლოა თავიდან ვერაფერი დაინახოთ, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, რამდენჯერმე კიდევ სცადეთ და შედეგს მიიღებთ.
ავხსნათ სტერეოგრამის პრიციპი: წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ ფურცელზე დასმულ წერტილს. წერტილიდან მოდის სხივები და ჩვენს თვალებში შედის. თვალებიდან მიწოდებული სხივების გაანალიზების საფუძველზე ტვინი ხვდება რომ წერტილი არის გამოსახული აქა და აქ. იხილეთ ნახატის ზედა ნაწილი. ახლა მოდით ფურცელზე დავსვათ ორი წერტილი და ოდნავ ახლოს მივიტანოთ თვალებთან. ოღონდ თვალების მდებარეობას ნუ შევცვლით, ანუ ერთმა თვალმა შეხედოს ერთ წერტილს და მეორემ მეორეს (ეს რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მიღწევადია). თუ ამას მოვახერხებთ (იხილეთ სურათის ქვემოთა ნაწილი), მაშინ თვალებში ზუსტად იგივენაირი სხივები შევა და ტვინი “იფიქრებს” რომ არის ერთი წერტილი, რომელიც მდებარეობს ოდნავ მოშორებით.
თუ ასეთი წერტილებისგან შევადგენთ ნახატს, ტვინს ვაიძულებთ, რომ სივრცული გამოსახულება დაინახოს. სტერეოგრამების დანახვას შეჩვევა სჭირდება ანუ ვინც იცის ის ხედავს და ვინც არა ვერ ხედავს. ფურცელზე დავსვი 2 წერტილი, ისე როგორც ზემოთ ნახაზზეა ნაჩვენები (წერტილები აუცილებლად ჰორიზონტალურ მონაკვეთზე უნდა იყოს). მერე ფურცლის უკან ოდნავ მოშორებით (5-6 სმ დაშორება )დავიჭირე თითი (ოდნავ ამოშვერილი რომ იყოს ფურცლიდან ისე რომ ჩანდეს) და იმ თითს ვუყურებდი, თან წერტილებსაც ვადევნდებდი თვალყურს. რაღაც მომენტში მიხვდები რომ წერტილები დაახლოვდებიან. (ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ უნდა უყურო ფურცელს კი არა, არამედ მის შიგნით უნდა შეიხედო ). სტერეოგრამის ამობეჭდვაც შეიძლება და, ცხადია რომ, ის ისევ სტერეოგრამად რჩება (ანუ შეგიძლიათ ისევ იხილოთ მისი სამგანზომილებიანი სურათი). აქ მოთავსებულ სტერეოგრამას აქვს დამხმარე წერტილები, სწორედ ეს ორი წერტილი უნდა გააერთიანოთ თვალებით და მაშინ დაინახავთ გამოსახულებას. ამ სტერეოგრამაზე გამოსახულია ბატის ჭუკი
წყარო: neverland.ge; google.ge & google.com; forum.ge