არქივი

თევზის ყველაზე ლამაზი სახეობები

af80f507a40b
თევზის ყველაზე ლამაზი სახეობები
1f6bd4b7cabd
1. “მანდარინისებრი თევზი”

თევზის ყველაზე იშვიათი სახეობა, იგი ალბათ ერთადერთია, რომელიც გამოირჩევა ასეთი მრავალფეროვნებით. არსებობს მისი მხოლოდ ორი სახეობა, თუმცა ორივე ულამაზესია. სტანდარტულ სახეობას აქვს უფრო მეტი და საინტერესო მოხატულობა. ეს პატარა თევზი არ ღირს 20 დოლარზე მეტი, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მისი პოვნაა. ისინი ჭამენ მხოლოდ პატარა უხერხემლო ცხოველებს, რომლებიც მარჯნის რიფებში ცხოვრობენ. მათი სახლის პირობებში შენახვა ძალიან რთულია. ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს გასაოცარი თევზი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაავიწყდეს მისი ფერთა გამა.

2. თევზი “დისკო”

6691c363f3ac

87d11d44995d

მტკნარი წყლის თევზი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა მტკნარი წყლის თევზებისა. ეს თევზი ფასობს ძალიან ძვირად, ერთი პატარა ღირს 50 დოლარიდან 80 დოლარამდე. ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რომელიმე სხვა მარილიანი წყლის თევზი. მისი ძალიან ბევრი ფერადი სახეობა არსებობს. მათ ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა.

3. “ლომთევზა”

9a0744308503

bc983172f9f1

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თევზის სახეობა. ამ თევზს შეუძლია დააჰიპნოზოს ადამიანი რომელიც უყურებს მის ცურვას. შხამიანი ეკლები რომლებიც განთავსებულია მის ხერხემალზე, აუცილებლად მიიპყრობს ყველას ყურადღებას.

4. მავრიტანული კერპი

cd0575e711eb

3e295ccd98c0

სახლის პირობებში ყველაზე რთულად შესანახი და ასევე ძალიან ძვირი თევზი. ის არის უსაყვარლესი, რომელიც შეგიძლია გყავდეს აკვარიუმში. აუცილებლად იფიქრებ, რომ ის ადრეც გყავს ნანახი, რადგან ძალიან ჰგავს დროშას (ზოლებისა და ფერების გამო). მავრიტანული კერპი მხოლოდ თევზების იშვიათი სახეობების მაღაზიაში იყიდება.

5. თევზი “თუთიყუში”

211827c5214e

259586d8f0ec

ამ თევზის სახელი განაპირობა იმან, რომ ის ფერებით ძალიან გავს თუთიყუშს. ცხვირს იყენებს დასარტყმელად, რათა დაარეტიანოს და შეჭამოს პატარა უხერხემლოები, რომლებიც ცხოვრობენ მარჯნის რიფებში. ისინი იწვევენ თუთიყუშის კუდის ასოციაციას. არსებობს მისი ცალკეული სახეობები, რომლებიც უაღრესად მრავალფეროვნები არიან.

MaLli & Don MinDia

მსგავსი ამბები

Back to top button