არქივი
ჩიხუახუა ტანზე გულის ფორმით
2007 წლის 18 მაისს იაპონიაში დაიბადა ჩიხუახუა, რომელსაც სხეულზე გული ჰქონდა გამოსახული.
ძაღლის პატრონს ემიკო საკუდარა ჰქვია. მან ლეკვს “Heart-kun” უწოდა. მომხდარით საკუდარაც გამოცებული იყო და განაცხადა, რომ ასეთ რამეს პირველად ხედავდა იმის მიუხედავად, რომ ათასობით ლეკვი ჰყავდა ნანახი და ბევრს უვლიდა კიდეც.
Heart-kun დაბადებიდანვე ვარსკვლავად იქცა. მან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა.
საკუდარამ ზღვა წერილები მიიღო თხოვნით, მისთვის მიეყიდათ ლეკვი. მაგრამ პატრონი დღემდე მტკიცე უარზეა.
2009 წლის აგვისტოს Heart-kun-ის დედამ კიდევ ოთხი ლეკვი გააჩინა. მათგან ერთს ისევ გულის ფორმა აღმოაჩნდა და “Love-kun” უწოდეს.
წყარო: snopes.com